შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ზღვის" გოგონა

15-06-2017, 01:23
ავტორი Elli Na
ნანახია 2 634

გოგონა, რომელიც ზღვის ნაწილია და ზღვის გარეშე არაფერია! მინდა გიამბოთ გოგოზე, რომელსაც ზღვა ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს!

***
მისთვის ზღვა იყო, ოცნებაზე მეტი,ეს იყო ადგილი, სადაც მას სჭირდებოდა ვიზიტი, რათა ეპოვა საკუთარი თავი და ეს გოგონა მე ვიყავი...

 ზღვა მიყვარს, რომელიც თვითონ ღელავს, მე კი მამშვიდებს.
ღამით გინახავთ ზღვა ?
 იცით როგორია? მყუდრო, სასიამოვნო და იდუმალებით მოცული, მაგრამ გულში რაღაც გიზის, ერთგვარი შიში, უსასრულობის ალბათ.
***
ღამე პლიაჟზე პირაღმა უნდა დაწვე და მთვარეს დააკვირდე,მის ირგვლი კი კაშკაშა ვარსკვლავებს, ზღვის მელოდიის ფონზე. აქ დრო უცებ გარბის, გგონია სულ ამ წამს მოხვედი, არ გინდა წასვლა, ვერ ელევი აქაურობას. ფიქრობ, რომ შეგიძლია მთელი ცხოვრება აქ იყო, დანარჩენი სამყარო უბრალოდ არ არსებობს.

ზღვა არასდროსაა მომაბეზრებელი. ზიხარ საშინლად მოუხერხებელ ქვებზე, მაგრამ თავს იდეალურად გრძნობ. ხელებს ნიკაპქვეშ ამოიდებ და უყურებ ზღვას,რომლის ტალღებიც ძლიერად ეხეთქება ნაპირს,თითქოს კინოში ხარ და წინ ყველაზე საინტერესო ფილმია მთელს მსოფლიოში.
 ამ დროს ყველა და ყველაფერი გავიწყდება, უსასრულობაში ეშვები და ზღვის პეიზაჟით ტკბები.

 ***
 წელიწადის ნებისმიერ დროს შეუდარებელია ეს ხედი.
 ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც ზღვის პირას ვსეირნობ სანაპიროზე, გავცქერი უკიდეგანო ზღვას, რომელსაც დასასრული არუჩანს...ძალიან ლამაზია მზის ჩასვლის ყურება ამ დროს გეგონებათ თითქოს მზე ზღვაში იძირება ნელ-ნელა, ბოლოს კი მასში უჩინარდება უგზოუკვლოდ!
 წარმოგიდგენიათ რამდენ ადამიანს იხუტებს თავის ლურჯ კალთებში ზღვა? და რამდენ ადამიანს ანიჭებს ამით უკიდეგანო სიხარულს ?
  
***
 ამ ყველაფრის შემყურე ერთი წუთით დავფიქრდი, თუ რა მშვენიერია ბუნება, რა მრავლისმეტყველი და აღმაფრთოვანებელია. მეგონა თითქოს ზღვა  და მე ერთმანეთს ვეჩურჩულებოდით, ეს ყველაფერი კი ძალიან იდუმალი იყო, თავი ზღაპრულ სამყაროში მეგონა.
      ვიყავით მხოლოდ, კამკამა ზღვა,თოლიები და მე...

№1  offline მოდერი bla.ell

პირველი სიტყვებიდან ისე დამიარა რომ ახლაც კი ყალყზეა კანი...უკარგესია...

იცი როგორია?შენს გრძნობებში მითრევ...შენი თვალით მაყურებინებ ამ ყველაფერა რასაც ვკითხულობ...ფანტაზიას იმდენად მიცოცხლებ რომ თითქოს ამ წამს შევიგრძნობ ზღვის სურნელს და ტალღების ხმას...

№2  offline წევრი Elli Na

bla.ell

ვაიმეეე როგორ გამახარეე ნეტავ იცოდე❤❤ძალიან მიხარია თუ მოგეწონა! ❤❤♡

№3  offline მოდერი bla.ell

Elli Na

heart_eyeskissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent