შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა ფერია?!


1-08-2017, 22:55
ავტორი bla.ell
ნანახია 2 407

-ცა რა ფერია?
-ცისფერი
-შენ?
-მე ფერები არ გამაჩნია...
-როგორ არა შემოდგომისფერი ხარ
-ჰ,ჰ შემოდგომა რა ფერია?
-ოქროსფერი უმეტესად! დანარჩენი ფერები კი უმნიშვნელოდ სხვა ფერის...
-მერე მე ოქროსფერი არ ვარ...
-როგორ არა შენ სიყვარულისფერი ხარ
-ოქროსფერი სიყვარულისფერია?
-არა სიყვარულია ოქროსფერი...შემოდგომასავით
-მაშ შენ ზამთრისფერი ყოფილხარ...
-ზამთარი რა ფერია?
-თეთრი...თუ მოინდომა...
-ანუ?!
-ანუ თუ მოგინდება შეგიძლია გადაფარო ჩემი სიოქროსფერე შენი სითეთრით...
-და თეთრი რისი ფერია?
-არ ვიცი...თეთრი ხომ ყველა სიმახინჯესაც კი ფარავს როცა ლამაზად მოთოვს...
-ანუ რას ამბობ?
-იმას რომ შენ ჩემს ნატკენ და მოოხრებულ სიყვარულით მოკლულ გულსაც გადამალავ შენს სითეთრეში...

ავტორი:ელისაბედი/bla.ell



№1 სტუმარი ემილი ხურციძე

ძალიან მაგარი იყო<3*_*

 


№2  offline მოდერი bla.ell

ემილი ხურციძე
ძალიან მაგარი იყო<3*_*

მადლობა საყვარელო მიხარია რომ მოგეწონა❤❤

 


№3 სტუმარი tekla89

-მაშ შენ ზამთრისფერი ყოფილხარ...
-ზამთარი რა ფერია?
-თეთრი...თუ მოინდომა...
-ანუ?!
-ანუ თუ მოგინდება შეგიძლია გადაფარო ჩემი სიოქროსფერე შენი სითეთრით...❤

 


№4 სტუმარი mimimi

Mnnn ravtkva arvici❤kargikhar

 


№5 სტუმარი ნოე

ვერაფერს დაუწუნებს კაცი :დ
კარგი იყო,მართალა!

 


№6  offline წევრი sunriseN

არც ისე სასიამოვნო დღე მქონდა... და ამ პატარა ჩანახატმა გამაბედნიერა... ძალიან მომეწონდა ყოჩაღღ

 


№7  offline მოდერი bla.ell

sunriseN
არც ისე სასიამოვნო დღე მქონდა... და ამ პატარა ჩანახატმა გამაბედნიერა... ძალიან მომეწონდა ყოჩაღღ

რამდენი ხნის შემდეგ ჩემი სიახლეების კომენტარებს დავყევი...სევდიანი განწყობით სავსებ...და ბინგო...მე საჩუქარიც დამხვდა ამ კომენტარის სსახით...2017 წლის ნაწერი 2019 წელს წაიკითხე იმდროს როცა.მე სულაც არვიცოდი არაფერი ამის შესახებ...უცნაური და საინტერესოა...მე ახლა ვნახულობ...შემ ალბათ ვერ ნახავ ამ.კომენტარს...მაგრამ მინდა გითხრა რომ გამიხარდი..❤მადლობა მადლობა და მადლობა❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent