ვინ იცის....
ვიცოდი დაბრუნდებოდა...მის წასვლებს თავიდანვე ასდიოდათ დაბრუნების მძიმე და ნესტიანი სურნელი. ფანჯრიდან ვუყურებდი როგორ გადაკვეთა სველი ,პლატინისფერი გზა და ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე მიმავალ ნიაღვარს შეერწყა მისი ნაბიჯები. მომინდა ძველებურად მოვხვეოდი ზურგიდან მხრებზე და ჩემი სიყვარულის სიმძიმე ეგრძნო... მაგრამ გავუშვი. იცოდა რომ ვუყურებდი, უკან არ მოუხედავს... არეულ საწოლს გავხედე, ოთახში ჩამოწოლილმა სუსხნიანმა შემოდგომამ ქარივით გადაირბინა ჩემს ისედაც დაწყვეტილ ნერვებზე... ძველ, ხავერდგადაკრულ სავარძელზე ჩამოვჯექი, რატომღაც ჩვენი პირველი კოცნა მომაგონდა... მაშინდელივით მუხლებში ძალაგამოცდილი ვიჯექი და არ ვიცოდი რა იქნებოდა არც ათი , არც ერთი წლის, არც ხუთი წუთის შემდეგ...ვბრაზობდი... საკუთარ თავზე უფრო, ვიდრე მასზე...ვბრაზობდი ჩემს ეგოისტობაზე, ვბრაზობდი იმაზე რომ გადამეტებული სიყვარული შემეძლო...ვბრაზობდი რომ მისი დაკარგვის არ მეშინოდა... გულგრილად გავცქეროდი ფანჯრიდან მის ზურგს და სხვა გზით მიმავალ ნაბიჯებს და ვიცოდი დაბრუნდებოდა... ვბრაზობდი, რადგან ჩემს ძალას ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი ჩემი მიტოვება არ შეეძლო... ვბრაზობდი რადგან მისგან სიყვარულის მეტი არაფერი მინდოდა... ვბრაზობდი, რადგან ის ყოველთვის იყო მსხვერპლი ჩემს ხელში... სკამის საზურგეზე გადაფენილ მის პერანგს ხელი დავავლე და ღრმად ჩავისუნთქე სურნელი, რომელიც ჩემს მთელ ცხოვრებას რეფრენივით მიჰყვებოდა...დავფიქრდი...არ ვიცი რას ვერ ვპატიობდი მას, ან საკუთარ თავს. თვალები დავხუჭე, ვეცადე ფიქრის ნაკადი შემეჩერებინა... ვინანე... მომინდა ძველებურად მოვხვეოდი ზურგიდან და მხრებზე ჩემი სიყვარულის სიმძიმე ეგრძნო... თუმცა, იქნებ გრძნობდა კიდეც და ამიტომ მტოვებდა... ვინ იცის.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.