შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხის სახლი


13-08-2017, 01:13
ნანახია 1 387

მსხვილი კალმით ხელში ვზივარ და კვამლში გახვეულია ჩვენზე ფიქრები.რევმატიზმი მაწუხებს ამ მზიან ღამეს.ისეთი ნათელი ღამეა ეს სავსე მთვარე მზისგან არაფრით განსხვავდება.
ჩვენი დიდი ოკეანის პირას პატარა ხის სახლი ავაშენეთ გახსოვს?!დილა მტკნარი წყლის ჰაეროვანი სურნელით იწყება.ამ სურნელს ეს მარილიანი წყალი,წყალმცენარეები და ჩვენი სიყვარული ამზადებს ერთად.მახსოვს ადრინდელ დროში,უწინ ბევრი ფერადი კაბა ვიყიდე ჩემთვის,რომლებიც ჩემი ოთახის კედლებზე გამოვკიდე,თავგანწირული ადამიანებივით.ბევრი კაბა ერთად,მაგრამ თან ყველა მარტო.ვიცვამდი ტკივილისას და ვაწყობდი ჩემს ჩუმ მეგობრებთან ერთად საღამოებს.იმ საღამოებს სადაც შენ შენი თეთრი პერანგი უნდა გცმოდა.ახლა ერთ-ერთი ჩემი ღამის მეგობრით გამოვეწყვე და დაგყურებ მძინარეს სადაც ჩვენ სახლში კაბები კარადაშია.
ჩემი მომზადებული მაგარი ყავის არომატზე გეღვიძება,სიგარას უკიდებ და ელოდები როდის მოგაწვდი ყავას საწოლში.ხის სახლში ერთი საწოლი დგას,ისიც პატარა.ჩვენ გვყოფნის.პატარაა,მაგრამ ინახავს მოგონებებს ჩვენზე.
-მომიკიდე-გიწვდი თამბაქოს და ჩვენი ხელები ერთმანეთს ეხება.განა მე არ შემიძლია მოვუკიდო?! მაგრამ მე მინდა შევიგრძნო შენი კანი ,მარილიანი წყლისაგან გაუხეშებული,რომელიც მიზიდავს უსასრულოდ.დილის ყავასთან ერთად მოწევა წესად გვექცა.
საღამოობით ერთად ვცურავთ სამოსის გარეშე.უბრალოდ ვაძლევთ ტალღებს უფლებას,რომ შეგვეხონ და შევიგრძნოთ,შევისისხლხორცოთ ისინი.დუმილით ვაპობთ ღამის წყვდიადს.ჩემი კარადა გამოაღე ღია ვარდისფერი კაბა,შლიაპა და სანდლები გამომიღე.გიყვარს ჩემს მუქ კანზე ეს ფერი ვიცი.შენ ცისფერი პერანგი,შავი შორტები და ტუფლები გეცვა,გარუჯულ კანს ძალზედ უხდებოდა.
იმ ბარში ვზივართ სადაც ჩვენს გარდა რამდენიმე მოხუცებული ზის,ხამანწკებს მივირთმევთ და არაყს ვაყოლებთ.ეს დრო ისტორიას შემორჩება.
შუაღამის სამი საათია და ჩვიდმეტი წუთია.უსასრულო ღამეა შენთან ერთად.ვნების და დუმილის გარდა არაფერი იგრძნობა.ჩვენ მუდამ სდუმვართ,სიჩუმე გვიყვარს.
-მომიკიდებ?!მკითხე ბოხი ბარიტონით და ხელები ერთმანეთს შეეხნენ.



№1  offline წევრი Kalina

როგორი სასიამოვნო წასაკითხი იყო, რომ იცოდე...
მომენატრე, აღარ დაიკარგო!
ბაბი და ალექსანდრეც არ დამიკარგოო♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


მარიკუნაა♥️
როგორი სასიამოვნო წასაკითხი იყო, რომ იცოდე...
მომენატრე, აღარ დაიკარგო!
ბაბი და ალექსანდრეც არ დამიკარგოო♥️

მადლობა საყვარელოო <3 ამ ზაფხულის და მოგზაურობის გადამკიდე იშვიათად თუ ვახერხებ შემორბენას :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent