შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის პეპელა


13-08-2017, 18:23
ავტორი choco
ნანახია 1 540

სული მეხუთება როცა ვხვდები რომ ის აღარასდროს აღარ დაბრუნდება.ვერასდროს ვეღარ ჩავხედავ საყვარელ ყავისფერ თვალებში,რომელიც გამუდმებით სევდით და ტკივილით იყო სავსე.პატარა რომ ვიყავი,ბაღში თითქმის სულ ის მაკითხავდა,არასდროს აგვიანებდა.ზოგჯერ ადრეც კი მოდიოდა,"მომენატრეო"მეტყოდა და გულში მაგრად ჩამიკრავდა ხოლმე.მახსოვს ერთხელ მოვიდა,თვალები უჩვეულოდ ჩამქრალი და ჩაწითლებული ჰქონდა,ეტყობოდა რომ ნამტირალები იყო._იტირე? _არაო მითხრა და თავი გააქნია._მეტი აღარ იტირო არ გიხდება მეთქი ვუთხარი და ცრემლიანი თვალები დავუკოცნე.ჩემი პატარა ხელები აიღო აკოცა და სახესთან მიიტანა. ვიცოდი რომ განსაკუთრებულად ვუყვარდი,ხმას არასდროს აუწევდა ჩემთან ყოფნის დროს,ცდილობდა ყველაფერი მქონოდა რასაც მოვისურვებდი და გული არაფერზე დაეწყვიტა.რამოდენიმე დღით რომ სადმე წავიდოდა,ყოველდღე მირეკავდა და მელაპარაკებოდა."ჩემს ჩამოსვლამდე ჭკვიანად იყავი არავინ გააბარაზოო".ჩემს დაბადებისდღეზეც,დილით ადრე ადგა ბურთები დაბერა და სახლი მორთული დამახვედრა.მიმღერა და ბევრი ძალიან ბევრი მაკოცა.მახსოვს ერთხელ ვსეირნობდით და უეცრად მკითხა: _რა გიყვრას ჩემში? _შენი თვალები,ხელები და კიდევ შენი გული. რატომ ვუთხარი ეს ყველაფერი ალბათ მაშინ ვერ ვხვდებოდი,ახლა კი ამ ყველაფერზე პასუხი მაქვს.მისი ხელები ცოტათი უხეში მაგრამ მაინც ნაზი იყო.იგი თუ დააპირებდა ვინმესთვის ხელი ჩაეკიდა აუცილიბლად ბოლომდე ეჭირებოდა,არასდროს გაუშვებდა ბოლომდე მიყვებოდა.მისი თვალები იმდენ რამეს გეტყოდნენ,სევდით მაგრამ ამავედროს ბედნიერებით უყურებდა ყველას და ყველაფერს.გული კი იმიტომ რომ უსაზღვრო სიყვარული შეეძლო,თუ ერთხელ შეიყვარებდა არასდროს გადაიყვარებდა იმ ადამინას რაც არ უნდა ცუდი გაეკეთებინა მისთვის. ჩემი პირველი სიყვარულის შესახებ რომ მოვუყევი გაეღიმა მაგრამ თან ნაღველი და სევდა შეეპარა ხმაში.მე მივხვდი რისი ბრალიც იყო ეს მაგრამ გავჩუმდი.მითხრა _არვიცი ამას როგორ შეძლებ მაგარამ გთხოვ გულამდე არავინ შეიყვარო.ჰო ბოლომდე არასდროს არავინ შეიყვარო თორემ გული,ისე გეტკინება რომ მთელი ცხოვრება დაგენგრევა და მიწა ფეხქვეშ გამოგეცლებაო.ვიცოდიამას რატმოაც მეუბნებოდა.მას ის სიყვარული ჰქონდა გამოყოლილი,ის პირველი რომელიც ვერაფრით ვერ დაივიწყა.არვციცი დავუჯერე თუ არა,შევძელი თუ არა მის დარიგებას ბოლომე მივყოლოდი მაგრამ ვცდილობდი..ჰო ნამდვილად ვცდილობდი.სკოლაში რომ პირველად მივედი გამომყვა.მახსოვს შეპირებული იყო მე უნდა მიგიყვანო პირველ კლასშიო.იმ ადგილას დამსვა სადაც მთელი თორმეტი წელი თვითონ იჯდა.მითხრა "ჩემთვის იღბლიანი ადგილი იყო და იმედია შენთვისაც ასეთივე იღბლის მომტანი იქნებაო"იმ დღეს მიდიოდა ფრენა ჰქონდა და ჩქარობდა.ძალიან მიჭირდა მისი გაშვება,ვიცოდი შესაძლებელი იყო რამოდენიმე წელი ვეღარ მენახა.არ მიტირია!არ უყვრდა ცრემლებით რომ აცილებდნენ.თვითონ გამაფრთხილა,იცოდე დამშვიდობებისას ცრემლები არ დამაანახოო.მეც ბენიდერი ღიმილით და თბილი სიტყვებით გავაცილე.სანამ წავიდოდა ერთად ვსეირნობდით და ნაყინს ვჭამდით.ნაყინის გამყიდველმა ბევრი გვაცინა,მის თვალებში სხივი დავინახე,ჰო ბედნიერების სხივი.მახსოვს გამყიდველმა რომ უთხრა "როგორი მხიარული და საყვარელი გოგო ხარო" არა და რა იცოდა როგორ ტკიოდა,რა იცოდა როგორ ცდილობდა ტკივილის და სევდის დამალვას. საქანელაზე ვიჯექი როდესაც ვიღაც შემთხვევით დამეჯახა,თავი ვეღარ შევიკავე და დავეცი.მუხლი მქონდა ნატკენი.ხელში ამიყვანა და სასწარაფოდ სახლში წამიყვანა.ჭრილობას მისუფთავებდა და თან მეკითხებოდა ძალიან გტკივაო?ვამშვიდებდდი სერიოზული არაფერი მეთქი,მაგრამ იგი მაინც თავისას აგრძელებდა,შევხედე და დავინახე ტიროდა.ის ტიროდა იმიტომ რომ მე მტკიოდა,დარწმუნებული ვიყავი თავს იდანაშაულებდა,ვერ გაგიფრთხილდიო.არა და სასაცილოდ არ ეყოფა სხვას მისი ესეთი საქციელი.ამიტომ ვამბობ იგი კეთილი გულის მატარებელი იყო.სუსტი იყო,ამას არასდროს აღიარებდა მაგრამ ასე იყო.ტკივილს და ცრემლებს ამიტომ არ ააშკარავებდა.ამბობდა "რაც უფრო მეტად გამოაჩენ შენს ტკივილს,რაც უფრო მეტად დაანახებ სხვებს შენს ცრემლებს მით უფრო დასუსტები და ცხოვრებას ვეღარ გაუძლებ.არ უნდა მისცე გრძნობებს საშუალება რომ გაკონტროლონო"მაგრამ რელაურად მას გრძნობები აკონტროლებდა.გრძნობა რომელიც მას დიდი სიამოვნებას და ამავედროს ტკივილს აყენებდა.უკანასკელადაც სწორედ მე მელაპარაკა.ვერეავინ შენიშნა მისი თვალიდან ობლად ჩამოვარდნილი ორად ორი ცრემლი.მხოლოდ ჩემთან ტიროდა.უკანასკენლი ცრემლიც მე შევნიშნე.ახლაც მახსოვს მისი საბოლოო სიტყვები. _ჩემს წიგენებს გაუფრთხილდი,არ იტირო გეხევეწები,არც დეპრესიაში ჩავარდე, ხომ იცი არ მიყვრას როცა ცუდად ხარ და ტირი,იცოდე დაგინახავ და ძალიან მეწყინება.მინდა რომ სულ იღიმოდე.ახლა ორმაგად ბენდიერი უნდა იყო და ორმაგად უნდა გიხაროდეს ცხოვრება.ჩემს მაგივრადაც შენ უნდა იყო ბედნიერი.დედას და მამას შენს დაიკოს ახლა შენი გვერდით დგომა ყველაზე მეტად დასჭირდებათ.მათ მიხედე და მხარი დაუჭირე, გთხოვ.ძლიერი უნდა იყოო."თხოვნაც დამიტოვა,თხოვნა რომელიც შევასრულე.ვიცოდი ეს აუცილებად უნდა გამეკეთებინა.მითხრა მეპოვა ის ვის გამოც იყო მისი თვალები ყოველთვის ჩამქრალი,მეპოვა ის ვისგამოც მთელი ღამე,მთვარეს ელაპარაკეობდა და ტიროდა მის წინ.მეპოვა და მეთქვა რომ მან არ გატეხა ის სიტყვები რაც უკანასკნელად უთხრა.მეპოვა და მიმეცა მისის დღიური,რომელიც სავსე იყო იმ სიყვარულით აღსავსე სიტყვებით,რასაც მის მიმართ განიცდიდა.დავპირდი და შევასრულე კიდეც.მან თვალები იმდეით დახუჭა.იმედით შეუერთად იმ სამყაროს.ალბათ არ იცოდა რომ საშინლად დამაკლდებოდა,მის გარეშე საშინლად მეტკინებოდა.უიმისობა მტკიოდა.მე და დავკარგე.და რომლის ხელშიც გავიზარდე,და რომლელიც ჩემი პირველი მეგობარი იყო,ჩემი მესაიდუმლე,ჩემი იმედი.სული მტკივა არა სულში მტკივა რაღაც ,სულში კი არა სულის შიგნით გული მტკივა.ის წავიდა და თითქოს ცა ჩამოიქცა,თითქოს მზემ შავები ჩაიცვა,თითქოს მთვარეც კი ტიროდა.თითქოს ვარსკვლავებმაც ხალისი დაკარგეს.თითქოს ბუნებამ სილამაზეზე თქვა უარი,ხელი ჩაიქნა და გაიქცა...თითქოს სიხარულმა ხელი ჩაიქნია ყველაფერზე.თითქოს სამყარო გაუფერულდა.გაქრა ბენდიერებაც.გულს გული ეტკინა და გაჩერება დააპირა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent