შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე კიბო მაქვს

15-08-2017, 21:51
ავტორი nqv
ნანახია 2 138

როცა ჩემი ადამიანი მაწყენინებს ხოლმე
მინდა კიბო დამემართოს
და სახლში დაბრუნებულს
პირში მივახალო:
მე კიბო მაქვს.
ის იატაკზე დაემხოს პირქვე
და დიდხანს იღრიალოს.
და მერე, ყოველ დღე, ყოველ ღამე
ჩემ სიკვდილს ელოდეს.
ჩემ სუნთქვას ყარაულობდეს.
შიშით შემომყურებდეს თვალებში
და აკვირდებოდეს
ჩემს დნობას,
ჩემს ხმობას,
ჩემს ქრობას.
და ნანობდეს ყოველ წუთს
ყოველ წამს
უჩემოდ გატარებულს.
მე კი ვხარობდე მისი შიშით
მისი დარდით.
მერე, როცა წავალ
ის მოდიოდეს ყოველ საღამოს ჩემ საფლავზე,
მიკაკუნებდეს საფლავის კარზე
და მე კარს არ ვუღებდე, სახლში არ ვიყო,
ან არ მეცალოს მისთვის
და ის ბრაზობდეს:
როგორ შეძლება მკვდარი სახლში არ იყოს,
როგორ შეიძლება მკვდარს არ ეცალოს
და ნატრობდეს იმ დროს,
როცა ერთად ვუყურებდით ტელევიზორს,
ერთად ვბანაობდით,
ერთად ვსაუზმობდით
და უბრალოდ, ერთად ვისხედით ჩუმად.
და შეზიზღდეს ყველა ის საქმე,
რის გამოც მე მარტოს მტოვებდა.
და ასი წლის მერე,
როცა ჩემთან მოვა,
მე ვეტყვი, რომ დღეს საქმე მაქვს.
ბევრი საქმე.
მერე რა, რომ დღეს დასვენების დღეა.
საქმემ არ იცის დასვენების დღეები.
და ჩამოვიცმევ ჭიების დაჭმულ წინწკლებიან კაბას
და წავალ მეგორებში, მარწყვის ტორტის საჭმელად.
იმან იტიროს თავისი თავი
მეც მიტიროს.

№1  offline მოდერი LurjTvala demoni

ძალიან კარგი იყო მომეწონა, ჩემი თავი გამახსენდა ბევრჯერ მიოცნებია. ხო ზოგადად ესეთი ოცნებები მაცუცებს ხოლმე. მადლობა შენ ესეთი კარგი ჩანახატისთვის ❤❤

№2  offline წევრი nqv

Gogona rmigraciidan
ძალიან კარგი იყო მომეწონა, ჩემი თავი გამახსენდა ბევრჯერ მიოცნებია. ხო ზოგადად ესეთი ოცნებები მაცუცებს ხოლმე. მადლობა შენ ესეთი კარგი ჩანახატისთვის ❤❤

დიდი მადლობა <3

№3  offline წევრი joxadze

ძალიან მომეწონა მართლ ამახსენდება ამ ჩანახატში ჩემი თავი თუ როგორ ვოცნებობდი ნეტავ რაიმე დაავადება მქონდეს რომ მოვკვდე და მაშინ გავახსენდე ყველას თქო და ძალიან დიდი ხანი ფიქროდბნენ და ზრუნავდნენ ჩემზე ტქო ძალიან მომეწონა ყოჩაღ heart_eyes heart_eyes heart_eyes
--------------------
ნ.ჯოხაძე

№4  offline წევრი nqv

joxadze
ძალიან მომეწონა მართლ ამახსენდება ამ ჩანახატში ჩემი თავი თუ როგორ ვოცნებობდი ნეტავ რაიმე დაავადება მქონდეს რომ მოვკვდე და მაშინ გავახსენდე ყველას თქო და ძალიან დიდი ხანი ფიქროდბნენ და ზრუნავდნენ ჩემზე ტქო ძალიან მომეწონა ყოჩაღ heart_eyes heart_eyes heart_eyes

მეც ეს აზრი მაქვს ხანდახან,მაგრამ რატომღაც მგონია რომ ეგოიზმი გვჭირს :დ

№5 სტუმარი gggg

Aqamde megona ro marto me viyavi ase

№6  offline წევრი nqv

gggg
Aqamde megona ro marto me viyavi ase

თურმე ბევრნი ვყოფილვართ <3 :დ

№7 სტუმარი gggg

nqv
gggg
Aqamde megona ro marto me viyavi ase

თურმე ბევრნი ვყოფილვართ <3 :დ

Aham<3 me xandaxan isic minda ro vinme shemiyvardes mere me chmei avdmyofosbis gamo mivatovo da ro movkvdebi mere movides saflavtan da mitxras rom gamigo

№8  offline წევრი nqv

მაგრამ შენ მაგას ვეღარ გაიგებ,გაგიგო თუ არა,
ამიტომ სიკვდილი არ გვინდა :დ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent