ახალი წლის ტკივილი
დღეს 31 დეკემბერია ახალი წლის წინა ღამე 2016 წლის , ბოლო წუთები, მიხარია რადგან, 2016 წელს ვემშვიდობები და 2017 წელს ვხვდები საყვარელ ადამიანებთან ერთად მჯერა რომ ეს წელი ბედნიერების მომტანი იქნება მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა. ახალი წლის ღამეს დიდი ბებია სავადმყოფოში წავიყვანეთ ხოლო, შემდეგ დღეს გავიგეთ რომ მას საშვილოსნოზე კიბო ჰქონდა, აი აქ გაჩერდა ჩემთვის დრო აქ გაჩერდა ჩემი გულის ძგერა. ექიმებმა თქვეს რომ თუ ოპერაციას არ გავუკეთებდით დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა საათებიღა აქვსო დარჩენილი ამბობდნენ ისინი ბებიამაც გთხოვთ ოპერაცია გამიკეთეთო, 87 წლის ქალს მანამდე წნევის დამწევიც რომ არ ჰქონდა დალეული ექიმებს ეხვეწებოდა გადამარჩინეთ და რა წამალსაც გამომიწერთ ყველაფერს დავლევო დაიწყო ოპერაცია ზუსტად სამ საათს გაგრძელდა ხოლო ექიმი როცა გამოვიდა გვითხრა რომ ძალიან მძიმედ იყო და შეიძლებოდა კომიდან ვერც გამოსულიყო და ის მართალი აღმოჩნდა. კომიდან ვერ გამოვიდა, მათ ის ვერ გადაარჩინეს, ყოველთვის მაინტერესებდა და ეხლაც მაინტერესებს თუ რატომ მიჰყავს ღმერთს თავისთან საუკეთესოები? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და ალბათ, არც თქვენ.. ყველამ იცის თუ რა ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა და მითუმეტეს დიდი ბებიის რომლის მზის სხივიც იყავი და ვის გამოც ანათებდი, ვის გამოც სიცოცხლე გიღირდა, ვისთანაც უამრავი საუკეთესო მოგონება გაკავშირებს, მასთან გატარებული ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე და წელი ჩემთვის საუკეთესო იყო. ამ დღეებიდან მხოლოდ მოგონებებიღა დამრჩა, ის მოგონებები რომლითაც ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ მას არ მოეწონებოდა მე რომ დაცემული ვენახე. მე მჯერა რომ ნამდვილი სიყვარული არასდროს გვტოვებს ბებიაჩემი ყოველთვის იყო არის და იქნება ჩემს გულში მისი სხეული გაიხრწნება მაგრამ სული არაა. მე მჯერა რომ ის ყოველთვის ჩემს გვერდით იქნება ვერ დავინახავ მაგრამ ვიცი როდესაც დამჭირდება ჩემს გვერდით იქნება.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.