შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობა


21-08-2017, 10:55
ავტორი terooo
ნანახია 1 445

შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი. ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის... . მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა. მანამდე შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი, ამასწინად ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და... ჯერ რა უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან და გაიბერებიან, მერე რა უნდა ვქნა ჯერ არ ვიცი. ჰო, ეს პრობლემები ძირს გადმოყარე, მაინც გადასაყრელია და ბარემ ერთად გავიტან. ხომ არ გცივა? მეც რას გეკითხები, შეგცივდება, აბა რა, რამდენი ხანია მზეც აღარ ამოსულა ჩვენთან. ბუხარში კიდევ უნდა იყოს იმედის პატარა ნაპერწკალი. ცოტა გრძნობებს მივუმატებ და ცეცხლს დავანთებ ახლავე. მთავარია რწმენა ვიპოვო.სადღაც აქვე მქონდა, სულ ფეხებში მედებოდა და რომ მჭირდება ახლა ვეღარ ვოპოულობ, არადა, იმდენი ხანია ეს ნაპერწკალი აღარ გამიღვივებია, აღარც აინთება რწმენის გარეშე. მოდი, დედაჩემის სიყვარულს მოგასხამ, იცი როგორი თბილია? თან თავისი ხელით მომიქსოვა, ნახე როგორ გაგათბობს. რომ შემეძლოს რაიმეთი გაგიმასპინძლდებოდი, თუმცა უკანასკნელი ობმოდებული სურვილებისაგან ახლახან გამოვათავისუფლე განჯინა.
– ვაი!.. თითი გავიჭერი. ეტყობა ისევ იმ ამოტეხილ სასოწარკვეთილებას გამოვდე, მერამდენედ უნდა მომივიდეს ასე?არადა სულ მავიწყდება რომ ფრთხილად უნდა ვიყო. მაგიდაზე შვების პატარა ნაჭერი უნდა იდოს და თუ არ შეწუხდები მომაწოდე რა, თითს გადავიხვევ. უი, ფრთხილად... არაუშავს. აქ ისეა ყველაფერი მიყრილმოყრილი... მიკვირს, აქამდე რომ არაფერს დაეჯახე. ისე ეს ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, ნამსხვრევებს მაინც შევინახავ,იქნებ ოდესმე შევძლო მისი შეკეთება... კარგი რა, ნუ მოიწყინე, გინდა რაღაც გაჩვენო? მოდი, ფრთხილად, გაიხედე, ფერმკრთალ დისკოს ხედავ? არა, ეს ჩემი არაა, ჩემი ჯერ ასე არ კაშკაშებს, იქეთ, უფრო უკან, დაინახე? იცი ეს რა არის? – ჩემი მიზანია. ჯერ სულ ახლახანს გამოჩნდა და ამიტომაა ასეთი სიფრიფანა, თუმცა ვერც წარმოიდგენ, ამან როგორ გამახარა – ჩემს ცხოვრებასაც რომ გაუჩნდა დანიშნულების ადგილი...
– თავი დახარე! ... – კიდევ დაგვეჯახა, აუუ შეხედე, ისევ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, ვერაფრით გამიგია ჩემგან რა უნდა, სულ ასე იცის, რაც ეს მიზანი გამოჩნდა იმის მერე მითუმეტეს, ცდილობს როგორმე გზიდან გადამაგდოს, არადა, აქ ერთხელ თუ აცდი მიზანს, მორჩა, ამდენ აბრდღვიალებულ დისკოში ვეღარც იპოვი ალბათ ვერასოდეს. კიდევ კარგი, შენ რომ ვერ დაგინახა,ცუდად კი არ გამიგო, უბრალოდ ჩვენთან სტუმრები არ დადიან... მოდი რა, ჩვენც წავიდეთ სადმე, თითო ნუგეში გადავკრათ. ცხოვრება ისედაც მოიცდის...



დილა მშვიდობისა.... ძალიან მომენატეთ, იმდენი ხანია რამე არ დამიწერია, მთელი ზაფხულია ვცდილობ, (არა არ ვცდილობ, მინდა მხოლოდ) მაგრამ არ გამომდის რამე შევქმნა, იმდენად მომენატრა თქვენთან სიახლოვე, ამ პატარა მონოლოგს რმ ვკითხულობდი მომინდა თქვენთვისაც გადმომეცა, ცოტა სედიანი, ყოველდღიური მაგრამ რეალურია...
მინდა გითხრათ რომ მომენატრეთ...
მე დავბრუნდები...



№1  offline წევრი nathali lifhonava

ძაან მაინტერესებს რაა **: ამას თითონ წერთ თუ?..<3 blush
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№2  offline წევრი OnlyGirl

აიი უმაგრესი იყოო heart_eyes heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ცხოვრება ისედაც აღარ დაგვინდობს.

 


№4 სტუმარი Guest mavne

დიდი ხანია ველოდები შენს გამოჩენას.
ისევ ტკივილი, ჩვეულ ამპლუაში ხარ.

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

Guest mavne
დიდი ხანია ველოდები შენს გამოჩენას.
ისევ ტკივილი, ჩვეულ ამპლუაში ხარ.

მეც კი დამავიწყდა იმდენი ხანია არაფერი დამიწერია.
ტკივილი? ჰო, ჩემი მეგზურია

 


№6  offline მოდერი bla.ell

ვიცი ეს ჩანახატი როგორ მიყვარს...
ტერო ადრე ასეთი არიყავი...რამე მოხდა?ასეთი უზასიათობა რატომაა შენს გვერდზე

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

bla.ell
ვიცი ეს ჩანახატი როგორ მიყვარს...
ტერო ადრე ასეთი არიყავი...რამე მოხდა?ასეთი უზასიათობა რატომაა შენს გვერდზე

მალე დავბრუნდები ისევ ისეთი,
ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით აღსავსეა, ხან კარგი ხან ცუდი სიურპრიზებით გვანებივრებს

 


№8  offline წევრი მზისა

გაოცებული ვარ

 


№9  offline აქტიური მკითხველი terooo

მზისა
გაოცებული ვარ

რატომ???

მზისა
გაოცებული ვარ

რატომ???

მზისა
გაოცებული ვარ

რატომ???

 


№10 სტუმარი cisartyela

მე შენ გიცნობ და ასეთი პოზიტიური დამიანი ასეთ ტკივილზე როგორ წერ...
ძალიან მომეწონა ეს ჩანახატიიი

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
მე შენ გიცნობ და ასეთი პოზიტიური დამიანი ასეთ ტკივილზე როგორ წერ...
ძალიან მომეწონა ეს ჩანახატიიი

ნუთუ შენ ჩემი ცისარტყელა ხარ? არც კი მჯერა.
დრო როდის გავაააა

 


№12  offline აქტიური მკითხველი terooo

cisartyela
მე შენ გიცნობ და ასეთი პოზიტიური ადამიანი ასეთ ტკივილზე როგორ წერ...
ძალიან მომეწონა ეს ჩანახატიიი

შემთხვევით ვნახე..
აქ ყოველდღიური გამოცდილებააა ცხოვრების

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent