შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მასში 2 გული ცემს


24-08-2017, 02:53
ავტორი nqv
ნანახია 1 539

ყველაზე ლამაზი იყო, როცა პირველად აემღვრა ხასიათი...
სულ ეძინება და ჭირვეულობს. სახე ცოტა შეუშუპდა და თვალები ხშირად აქვს ამოღამებული. ეზარება გაპრანჭვა და აღარც მის საყვარელ თვალის ჩრდილს ხმარობს ხშირად. ცოტა გაფერმკრთალდა და სახლში დარჩენას ამჯობინებს მანამდე მისთვის საყვარელი ქუჩების ხმაურს. იშვიათად დადის სალონშიც, რომელსაც აქამდე საჭიროზე ხშირად სტუმრობდა და დიდი ხანია ლაქიც გადაძვრა რამდენიმე ფრჩხილზე.
ვარდისფერი ტუჩები გაუნაცრისფერდა, ახლადგამოღვიძებული კი იმწამსვე მიემართება საპირფარეშოსკენ... ფერგადაკარგული გამოდის და ჩხუბობს, რომ შია. მერე ისევ გარბის პირზე ხელაფარებული..
მერე ისევ იწყებს წუწუნს, რომ საშინლად ატკივდა თავი და მოკუნტული ცდილობს მეათედ მაინც დაიძინოს დღის მანძილზე. ძილი მაკლიაო და გამძაფრებული ყნოსვით მაშინვე გრძნობს, როგორ გავაღვიძე ”ძლივსჩაძინებული” 2 საათის წინ ნაჭამი ხორცის სუნით.
როცა ვჭამ შურს და ლუკმებს თეფშიდან მპარავს, გვერდებიც გაუსუქდა და შიშის თვალებით უყურებს ახალ კილოგრამებს.
რამდენიმე დღის წინ მაინც და მაინც ის შოკოლადი მოუნდა, რომელიც 16 წელია აღარ გამოდის და ვინ იცის, როგორ ვატკინე გული, როცა მისი ახალი ვარცხნილობა 20 წუთის შემდეგ შევამჩნიე.
ღამის 3 საათზე ვერც ბორჯომი ამოვუტანე, მაგრამ გაგებით მოეკიდა და 2 დღის შემდეგ შემირიგდა კიდეც...
ფერი სულ მთლად დაკარგა და ხშირად იღლება. ნემსის ნაჩხვლეტებისგან ვენებთან პატარა სისხლჩაქცევებიც უხდება და დავიწროებული შარვალიც. ეზიზღება ყველაფერი, რაც უყვარდა, სამაგიეროდ ლუდის სუნზე ოთახიდან მთვარეულივით გამოდის და ბედნიერია, როცა ცივ ბოთლს ხელიდან მართმევს. თავსაც იმართლებს, 2 ყლუპი შეიძლებაო.
ეჭვიანობს YouTube-ზე და ვერ იტანს, როცა მის მაგივრად ხანდახან კინოსაც შეიძლება ვუყურო.
უკვე მძიმედ სიარული დაიწყო და საათობით უსმენს რომელიღაც კლასიკურ მუსიკას, აქამდე რომ ყურიც არ მომიკრავს ისეთს. ხანდახან მეც მასმენინებს, (არ არის ცუდი, მის გაბრაზებას ნამდვილად ჯობია).
ხშირად ტირის და ყველა ოდნავი ხმამაღალი დაძახება ყვირილი გონია; გული უჩუყდება ფილმებზეც. დილაობით ჩემი წილი საბანიც მის განკარგულებაშია და საწოლის ნახევარსაც კარგა ხანია გადმოცდა.
მასში 2 გული ცემს, ერთი თავისი, მეორე-ბავშვის.
და ქალი ყველაზე ლამაზი მაშინაა, როცა დედა ხდება."



№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

აუ ძაან საყვარლობა იყო <3

 


№2  offline წევრი nqv

ენ ჯეინი
აუ ძაან საყვარლობა იყო <3


კიი ძაალიან <3

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

შენია?

გუშინ წაიღო ფეისბუქი ამ ჩანახატმა, დღეს აქ ორმა ადამიანმა დადო (რაც მე ვნახე) და რატომ არავინ იცავს საატორო უფლებებს?

 


№4  offline წევრი nqv

Guest მარიამი
შენია?

გუშინ წაიღო ფეისბუქი ამ ჩანახატმა, დღეს აქ ორმა ადამიანმა დადო (რაც მე ვნახე) და რატომ არავინ იცავს საატორო უფლებებს?



და ვინმემ დაწერა სხვაგან რომ თავისია?
ბოდიში ავტორი არ ვიცით

 


№5 სტუმარი Guest მარიამი

nqv
Guest მარიამი
შენია?

გუშინ წაიღო ფეისბუქი ამ ჩანახატმა, დღეს აქ ორმა ადამიანმა დადო (რაც მე ვნახე) და რატომ არავინ იცავს საატორო უფლებებს?



და ვინმემ დაწერა სხვაგან რომ თავისია?
ბოდიში ავტორი არ ვიცით


არა, არავუს მოსვლია თავში აზრად საავტორო უფლებებიბდაეცვა, თუნდაც იმის დაწერით რომ ავტორი უცნობია.
როცა სახელს არ აწერ თავითავად ვთვლით რომ შენი ჩანაცატია და თავისთავად არღვევ ავტორის უფლებებს.
იმას არ ვამბობ რომ არ უნდა დაგედო, უბალოდ აღნიშნე რომ ავტორი შენ არ ხარ.
დამიჯერე არც შენ გესიამოვნება შენი ნაწერი რომ მიითვისონ.
არ გეკამათები, უბრალოდ გიხსნი და იმედია გამიგებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent