შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სულის ტკივილი ხარ!


25-08-2017, 13:48
ავტორი Daniela
ნანახია 2 829

ჩემო სულის ტკივილო, ჩემო განუკურნებელო იარავ! რატომ გამიმეტე ასე? რატომ მიმატოვე? ჩვენს ოცნებებს რატომ უღალატე? რად გახდი ჩემი ტანჯვის მიზეზი?
გამაგებინე რით დავიმსახურე? განა საკმარისად არ მიყვარდი?
მე ხომ საკუთარ თავზე მეტად შეგიყვარე, ლამის გაგაღმერთე!
შენ კი უნდობელმა ფრთები დამაჭერი და სადღაც ჯანდაბაში მომისროლე.
იქნებ ასე არ გეტკინა, ნუთუ საერთოდ არ შეგებრალე? მე ხომ მხოლოდ შენ მინდოდი!
მხოლოდ შენი სიყვარული და მარტოოდენ შენი ღიმილი, რომელიც უკვე მე აღარ მეკუთვნის.
შენ ხომ ჩემი გული მოგანდე და ჩემი ერთადერთი გიწოდე. ნუთუ ყველაფერი ასე მალე დაივიწყე?
თუ ასეა მე რატომღა ვერ შევძელი იგივე? გონებიდან რატომ ვერ ამოგშალე? რატომ ვერ დავასამარე ეს წყეული გრძნობა?
ალბათ იმიტომ, რომ უსაზღვროდ მიყვარდი. იმაზე მეტადაც კი ვიდრე , ამას იმსახურებდი!
ესეც ჩემი შეცდომაა ვიცი, ამაზეც მე უნდა ვაგო პასუხი.
ალბათ სულელი ვარ შენ, რომ შეგიყვარე არა?
თუმცაღა დამერწმუნე, ჩემნაირ სულელს ვეღარსად შეხვდები.
ჩემსავით ვერავინ შეგიყვარებს! ამ სიტყვებსაც ვერასდროს მოისმენ ჩემგან. მაშინ რა აზრი აქვს არა?
არც არანაირი, მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად! ვგრძნობ, რომ გული მიჩერდება, უკვე სული მეხუთება ამ სიცრუეში.
თუმცა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტყუილი მაინც შენ აღმოჩნდი.
მე ხომ ბრმად მჯეროდა შენი ტყუილების და შენი ბოდვისაც კი სიყვარულზე.
მიუხედავად იმისა, რომ უნაკლო არ ყოფილხარ მე შენ გაგაიდეალურე!
რეალობა ილუზიით ჩავანაცვლე და აი შედეგიც!
ჩემი ოცნებების განუყოფელ ნაწილად გაქციე, უფრო მეტიც ჩემი სიზმრების მეგზურიც კი გაგხადე. შენ კი ყველაფერზე უარი თქვი, რადგან თურმე ჩემი სიყვარული საკმარისი არ აღმოჩნდა.
და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ვერ გაპატიე? ამაშიც კი მე მადანაშაულებ? რომ ტყუილში ცხოვრება ვეღარ შევძელი?
და რომ ეს სიყალბე თავადვე გამოვააშკარავე?
განა მე მთვლი დამნაშავედ? შენი ტყუილები, რომ აღარ დავიჯერე?
ვიცი, რომ არ ღირს შენს გამო ტანჯვა, მაგრამ ეს ხომ მე ვარ! მე, რომელიც მარადიული ტანჯვისათვის გაიმეტეს.
ჩემი სულის ტკივილი ხარ და მუდამ ასეთადვე დარჩები!
ის მოგონებები კი, რომლებიც ხელში ნაგვის პარკებივით შემაჩეჩე, სიცოცხლეს არ დამაცდიან.



№1  offline მოდერი bla.ell

Da eseti gawamebuli chanaxati vis ekutvnis?!

 


№2  offline წევრი Daniela

bla.ell
Da eseti gawamebuli chanaxati vis ekutvnis?!


ეს ძალიან პირადული კითხვაა, ამიტომ ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა გამიხარდა, რომ წაიკითხეთ relieved

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent