მან არ იცის თავისი ფასი
როდესაც ღმერთი ქმნიდა ქალს,გვიანობამდე მუშაობდა.შევიდა ანგელოზი მასთან და ჰკითხა:"რატომ ხარჯავ ასე ბევრ დროს ამაზე?" ღმერთმა უპასუხა:"შეხედე ყველა იმის სპეციფიკას,რაც უნდა დავიცვა: უნდა ჰქონდეს 200-ზე მეტი მამაოძრავებელ ნაწილი და ამავდროულად გრაციოზულად დადიოდეს.თვითონ უნდა განიკურნოს თავი,როდესაც ავადაა.დღე-ღამეში 18 საათი იმუშაოს.მას უნდა ჰქონდეს მხოლოდ ორი ხელი,მაგრამ მას უნდა შეეძლოს ერთდროულად რამდენიმე ბავშვის ჩახუტება და შეეძლოს ისე ჩახუტება,რომ ნებისმიერმა ტკივილმა გაიაროს,იქნება ეს დაჭრილი მუხლი თუ სული". ანგელოზი შთაბეჭდილებებში იყო:"და ეს სტანდარტული მოდელია?ეს ხომ შეუძლებელია!ძალიან ბევრი სამუშაოა ერთი დღისთვის.გადადეთ ის შემდგომისთვის". "არა - უპასუხა ღმერთმა."მე მას დღეს დავასრულებ და ის ყველაზე საყვარელი არსება იქნება ჩემთვის". ანგელოზი მივიდა ახლოს და ხელი შეახო ქალს."ღმერთო,მაგრამ ის ისეთი რბილია!" "დიახ,ის რბილია,მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი გავაკეთე.წარმოდგენაც კი არ გაქვს რისი გაძლება,ატანა და გადალახვა შეუძლია მას.ის სათუთად გამოიყურება,მაგრამ მასში უზარმაზარი ძალაა". "ფიქრი შეუძლია?" - იკითხა ანგელოზმა. ღმერთმა უპასუხა:"მას არა მხოლოდ ფიქრი ,დარწმუნებაც შეუძლია". ანგელოზი შეეხო ქალის ლოყებს."ღმერთო,მგონი,ის ხარვეზიანი გამოვიდა - წყალი გასდის" "არა,ეს ხარვეზი არ არის,ეს ცრემლებია" "და რისთვისაა ისინი?"-გაუკვირდა ანგელოზს. "ისინი გამოხატავენ მის დარდს,მის სიყვარულს,მის მარტოობას,მის ტანჯვას და მის სიამაყეს" ანგელოზი მართლაც შთაბეჭდილებებში იყო."ღმერთო,შენ გენიოსი ხარ!შენ ყველაფერზე იფიქრე,ქალი მართლაც რომ გასაოცარია! "მართლაც"-თქვა ღმერთმა."მას ააქვს ძალები,რომლებსაც მამაკაცის გაოცება შეუძლიათ.მას შეუძლია იცინოს,როდესაც ტირილი უნდა.მას შეუძლია გაიღიმოს,როდესაც ეშინია.ის დაეხმარება სხვას,როდესაც თავად სჭირდება დახმარება.მხოლოდ მის ერთ გამოხედვას შეუძლია იმის გაკეთება,რაც მამაკაცისთვის შეუძლებელია..." ანგელოზი მოხიბლული იდგა და ვერაფერს ამბობდა. შემდეგ ღმერთმა ამოიოხრა:"მაგრამ არის ერთი რამ,რაც ისე ვერ არის...ერთი ნაკლი,რომლესაც თვითონ თუ ვერ გამოასწორებს,შეუძლია მისი დაღუპვა" ''და რა არის ეს?" "მან არ იცის თავისი ფასი
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.