ვგრძნობ! მე ცოცხალი ვარ
ვგრძნობ სითბოს,ჩემივე სისხლძარღვებიდან გამოქცეულს და მერე მცივა გაყინული სისხლის სიახლოვეს... იების სუნს ვგრძნობ მიტოვებულ სასაფლაოზე და თითქმის ყოველი აგვისტოს ბოლოს თოვლის სუნს ვგრძნობ.(არ მიყვარს თოვლი ) ვგრძნობ სიშორეს და სიახლოვეს უფრო... ა დ ა მ ი ანებს ვგრძნობ(ამ ბოლო დროს მხოლოდ ზედმეტად ნიჭიერებს ან საშინლად უნიჭოებს) მე -ასე ,ხშირად სიცაიელეს ვგრძნობ საკუთარ თვალებში(ვხედავ არა, იშვიათად ვუყურებ ჩემს თავს თვალებში,ამ სიცარიელის დანახვის მეშინია) სიმძიმესაც უნდა ვგრძნობდე წესით ,მაგრამ ვერ.სწორედ ამიტომ გამიჩნდა ალბათ სინანულის გრძნობაც... ვგრძნობ თითოეულ სიტყვას ამ კლავიატურაზე და ყველა დაშვებულ შეცდომას საკუთარ ტვინში(ხანდახან ვასწორებ კიდეც შეძლებისდაგვარად) ვგრძნობ ჩანსუთქულ უკანასკნელ მოლეკულას და... ვსუნთქავ... ვსუნთქავ... ვსუნთქავ ... ბევრად უფრო ღრმად-უკანასკნელ ალვეოლამდე... ვგრძნობ რომ ი ს ი ნ ი არ უნდა დადიოდნენ,მაგრამ დადიან უსასრულოდ,გაუთავებლად...(ახლაც დადიან) ვგრძნობ როგორ ვირგებ სხვადასხვა ადამიანების როლს და ვთამაშობ კიდეც წარმატებულად. ვგრძნობ,როგორ ვიღლები, როცა ამ გრძნობების დამალვას ვცდილობ. აი ახლაც ვიგრძენი, რომ წერით დავიღალე და დროა მოვრჩე. მთავარია, ვგრძნობ,რომ ვგრძნობ და უფრო მთავარი ისაა, რომ მიყვარს ეს გრძნობა... მე ცოცხალი ვარ!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.