წყვდიადში მყოფის პირველი ნაბიჯი. (ნაწილი პირველი)
კიდეზე ვარ უკვე მისული, აღარ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე, გაჩერებული ვარ და წინსვლას ვეღარ ვგრძნობ, უკვე მზად ვარ ყველაფერს წერტილი დავუსვა, მაგრამ მაინც, ვერ ვბედავ... სისუსტეა თვითმკვლელობაო და თუ ვინმე იკლავს თავს, იძახიან სუსტი იყო, დანებდაო.. და მე მივდივარ ამ ფიქრებამდე, მაგრამ ვერ ვბედავ. თუ სისუსტეა, მაშინ რატომ მიჭირს? ნაბიჯის გადადგმა ადვილი ხომ უნდა იყოს? არ უნდა გაგიჭირდეს სიმაღლიდან ფრენა, პირველად და უკანასკნელად, არ უნდა შეგეშინდეს თოკზე დაკიდულს ქანაობა, მახრჩობელა გველივით, რომ გეფერება ყელზე, მარტივი უნდა იყოს პატარა ბავშვივით, ხელების საღებავში ამოსვრა, მაგრამ უკვე მხოლოდ წითელში და ბასრი ფუნჯით, ადვილი უნდა იყოს ღრმა ძილში შესვლა და აღარასდროს გაღვიძება, თითქოს არც დაგიძინია.. თუ ადვილია მაშინ, რატომ მიჭირს ნაბიჯის გადადგმა? იქნებ სწორედ ეს არის სისუსტე? იქნებ თვითონ სიცოცხლეა სისუსტე? აღარ მინდა, მაგრამ რა მაკავებს, რა მიჭერს, რაც მეტი დრო გადის, უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე, უფრო მტკივა, მეტს გავნიცდი, ვფეთქდები, პიკზე მივდივარ, მზად ვარ გარშემო ყველაფერი მოვსპო, გავანადგურო და ისევ მაკავებს, რაღაც უხილავი, მძიმე და მერე? მერე ვტირი, ვტირი და უფრო მტკივდება, ამ ტირილს არ აქვს იმის ძალა, რომ დამეხმაროს გულიდან სიმძიმის მოშორებაში.. მეტი, მეტი, ტკივილი, კი სუსტი ვარ.!! სუსტი ვარ, რომ ვერ ვბედავ ამის გაკეთებას და არა იმიტომ, რომ ამაზე ვფიქრობ.. გზა დავკარგე, წყვდიადს მივეცი, შემიპყრო, ბევრჯერ უთქვამთ და ალბათ სიმართლეა, ალბათ შეიცვლება ყველაფერი, სხვანაირად ფიქრს დავიწყებ, დალაგდება ცხოვრება, თავს მაღლა ავწევ და წამოვდგები, მაგრამ თუ გაგრძელდა ეს ტკივილები..... ის უხილავიც ვეღარ დამაკავებს, ჩავეწერები სუსტთა რიგებში... და მაინც როგორ.. მტკივა, მძულს, მეზიზღება, ვეღარ მიყვარს, ვეღარ ვგრძნობ, ვეღარ ვსუნთქავ, ვეღარ ვხედავ, აღარ მესმის, აღარ მინდა, ვიტანჯები, ვწვალობ, ვეღარ ვცოცხლობ, ვერ ვუგებ, ვერ ვუძლებ, დავმარცხდი, დავნებდი, დავნაცრდი, მოვკვდი, ავორთქლდი, დავჭკნი, დავბერდი, დავსუსტდი, გავიყინე, გადავიწვი, ვეღარ ვიბრძვი, აღარ ვიბრძვი, დავკარგე, გავუშვი, დავთმე, დავხიე, დავგლიჯე, დავწვი, დავფერფლე, გავცვალე, სიცოცხლე დავთმე და ახლა რა ხდება? არც არაფერი... სიბნელეში ვარ, სიკვდილი გავხდი... და შენ რას მეტყვი, როგორ მოვიქცე? შევღებო ჩემი ხელები წითლად და გავიყოლო თან კიდევ სხვებიც, თუ ჩემთვის ჩუმად კიდეზე შევდგე და დავითვალო სამიდან ქვევით?!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.