თებერვალია ძვირფასო, მარტის ამინდით
თებერვალია ძვირფასო მარტის ამინდით. სამი ჭიქა ყავა ზედიზედ, ფანჯრებში დაქცეული ცა ჩანს. სიგარეტის დამწვარი ღერი უხვად ყრია ფანჯრის რაფებთან. სამი ჭიქა ყავა ზედიზედ და ფიქრი არაფერზე, ამავ დროს - ყველაფერზე. ყოველ დღე მიმტკიცებენ ადამიანები ქცევებით, როგორი უნდა იყო სუსტი. სისუსტეა, როცა უსამართლოდ გექცევიან, შენ კი ბედს ეგუები. სისუსტეა, როცა გაუთავებლად წუწუნებ ყველაფერზე და არასდროს ამბობ კარგს. სისუსტეა, როცა ძალით თუ უნებლიედ აცოდებ თავს სხვებს და საერთოდ ადამიანს ბევრი სისუსტე აქვს. ძლიერები? კი, ძლიერებიც არსებობენ, ჩემნაირები ან თქვენნაირები. რომლებიც არ დრკებიან პრობლემების წინაშე. ცდილობენ გადალახონს დაბრკოლებები ყველა პრობლემისა და დილემის მიუხედავად. არ იძირებიან ღრმა ჭაობში, წუმპეში არ იხრჩობენ თავს. მიტოვებულები დაჟინებით ჩასცქერიან სიბნელეს და მარტოობას და არ ცდილობენ ისინი ვინმე სხვით ამოავსონ. ძლიერი ადამიანი ცოტაა ამ ქვეყანაზე. ზოგჯერ მგონია, რაც უფრო სუსტი და დაუცველი გამოჩნდები უფრო ნაკლები ტკივილის გადატანა მოგიწევს. მიგატოვებენ? სხვებით ჩაანაცვლებ. ცუდად ხარ? ვინმეს გამონახავ ვისთანაც იტირებ და გულს მოიოხებ... და ასე დაუსრულებლად. დღეს თვითმკვლელობაზე ვსაუბრობდით. ერთი ამბობს, ნახე როგორი ძლიერია, თავი მოიკლაო. მეორეც კვერს უკრავს. თვითმკვლელობა ყველაზე დიდი სისუსტეა ადამიანის. როგორ ხარ ძლიერი? ყველაზე ცუდ ვარიანტს ირჩევ "გადასარჩენად", როცა შეგიძლია იბრძოლო უკეთესი ცხოვრებისთვის. თუმცა ისეც ხდება, ყველაფერი ერთმანეთში ირევა და გეკეტება საღი აზრი. ანდაც სუიციდისკენ მიდრეკილი ხალხისთვის ესაა საღი აზრი? ვინ იცის, ვინ იცის... მეც ერთხელ გავტყდი. ისე წავიდა უკან აღარ მოუხედავს. არა, არა ყველაფერი სხვანაირად მოხდა. გვიყვარდა ერთმანეთი, ვიცინოდით ყველაფერზე, ვსაუბრობდით უსიტყვოდ. მერე ავირიეთ მარტის ამინდივით. მე ზაფხულის ადამიანს მაციებდა ის - ზამთრის ადამიანი. ერთად გაზაფხული ვიყავით, მერე შემოდგომა, დღეს კი ჩვენ-ჩვენი ამინდები ვართ ერთმანეთისადმი. პირველად სამი წლის წინ წავიდა. ისე უეცრად, გააზრება ვერ მოვასწარი. ვიცოდი მოვიდოდა... მაგრამ მაინც ვერ ვუმკლავდებოდი ჩემში გამჯდარ ტკივილს და მელანქოლიურ დღეებს. მაშინ შევეჩვიე ყავას. ადრეც მიყვარდა, მერე გაასმაგებით. გადავეჩვიე ადამიანებს. მოვიდა, ერთი წლის შემდეგ მოვიდა. იმის მაგივრად, ხელი მეკრა და მეც ისევე გამეგზავნა ჯანდაბაში, როგორც თვითონ, ვაპატიე. ზოგადად ასეთი ვარ, ვპატიობ ყველას. ისევ ვიყავით და ვიცინოდით და მერე როცა ისევ წავიდა... დღეს - ზაფხულის ადამიანი ვარ, ის - ზამთრის, ალბათ. ცხოვრებაში ერთხელ ვიყავი სუსტი, რომ არა ჩემი თავი, ახლა მეც ჭაობში ვიქნებოდი. მადლობა მას, წასვლით სიძლიერიერე მომანიჭა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.