სათვალე
შენ არ იცი რა ხდება, როდესაც ვარდისფერ სათვალეს ვიკეთებ. შენ არ იცი, რას ხედავენ თაფლისფერი თვალები მაშინ. არ იცი როგორ ბრუნავს ფეხქვეშ მიწა, ყველაფერი ტრიალებს. წრეზე ბრუნავს ფუნჯი და ღებავს ქუჩებს, ადამიანებს. იცი როგორი მტკივნეულია სათვალის მოხსნა? მტვერიც არ რჩება სილამაზისგან. როგორი უფერულია, ფორმას კარგავს ყველა და ყველაფერი, ერთმანეთში ერევა და იდღაბნება. აზრს კარგავს ყველა ფერი, რადგან უკვალოდ ქრება სიწმინდე. უყურებ შენს თავს, სხვებს და არ გინდა რომ ხედავდე ფორმადაკარგულს, წაშლილს. ვხედავ, და არ მინდა დავინახო უფერულ ქუჩაში მოსეირნე უფერული ადამიანები. ყველა მინას ემსგავსება. მტვრევადი ხდება ყველა ფიქრი, ყველა აზრი, ყველა ადამიანი. შენ არ იცი რა მძიმეა, როდესაც ვარდისფერი სათვალე მჭირდება გაბზარული ადამიანების გასამთელებლად. რა მძიმეა, რომ უსათვალოდ არაფერია ლამაზი. მხოლოდ ოცნებაში ვხედავ სილამაზეს. მხოლოდ მაშინაა ლამაზი ყველაფერი, როდესაც ვარდისფერ სათვალეს მოირგებ და შენ ფეხქვეშ მიწა ტრიალებს... იცი რა ხდება, როდესაც ვარდისფერ სათვალის მიღმა? არა, არ იცი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.