გინდა ვიჩხუბოთ?
ხშირად გვესმის მომავალი თაობის და ჩვენი თაობის შედარება,რატომღაც გვგონია რომ ის პატარები რომლებიც ჩვენგან განსხვავებით მეტად ერკვევიან რაღაც-რაღაცეებში უხეშად რომ ვთქვათ კომპიუტერის თაობაა,მაგრამ მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი პატარები იზრდებიან,. რაჭის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში კერძოდ კი ნიკორწმინდაში,უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ზაფხული ეს ის დროა როცა ყველა სახლის კარი თითქმის ღიაა და დიდების თუ პატარების ხმა ისმის ეზოებიდან,სწორედ ერთ ერთი სახლის ეზოში,ხის სკამთან ორი პატარა ბავშვი თამაშობდა, სამი წლის გოგო და ექვსი წლის ბიჭი, სავარაუდოდ სახლობანას,რადგან პლასმასისი ჭურჭელი გაეშალათ,იქვე ეყარა რკინის მანქანებიც და კიდევ ათასი რამ,ბავშვები რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და ბიჭმა სათამაშო გამოგლიჯა ხელიდან რასაც გოგოს ატირება მოჰყვა,გაბრაზებულმა მიუგდო უკან და ჩუმად ჩაიდუდღუნა -ნეტა როდის მოაშორებენ ამ ბავშვს? განა არ უყვარდა? როგორ შეიძლებოდა არ ყვარებოდათ ერთმანეთი როცა დეიდაშვილები იყვნენ,პატარაობიდანვე იცოდნენ რომ ერთმანეთზე უნდა ეზრუნათ,გაბრაზებულმა აირბინა კიბეები და უკან ადევნებულ გოგოს ზედაც არ შეხედა, -პაწიკო გაბრაზდი?წამოდი ვითამაშოთ,გვერდით დაუჯდა ქალბატონი -არ მინდა შენთან თამაში,ყველაფერს მართმევ -აღარ წაგართმევ,თვალები აუწყლიანდა გოგოს -კარგი ჰო წამოდი,ამოიოხრა ბიჭმა და კიბეზე ხელ ჩაკიდებულმა ჩაიყვანა რადგან იცოდა რომ პატარა იყო და შეიძლება წაქცეულიყო, თამაშით რომ გული იჯერეს,მეზობელთან გადაწყვიტეს ჩასვლა, ხელჩაკიდებულებმა გაიარეს ეზო,როგორც ყოველთვის -პაწიკო ბუები რო იყვნენ?შეშინდა პატარა -ნუ გეშინია მე ხომ შენთან ვარ,არანაკლებ უკანკალებდა ხმა ბიჭსაც კარგა ხანს იმეორებდა ნიაკო რომ არაფრის ეშინოდა როცა პაწიკო ყავდა გვერდით,მერე დიდი სიხარულით ყვებოდნენ როგორ ჩავარდა პატარა ქალბატონი ორმოში და ისევ პაწიკომ უშველა,თურმე ერთი ხელი ისედაც ჩაკიდებული ქონდა წესისამებრ,მეორეც მოუჭიდია და ისე ამოუყვანია,მერე დიდხანს აწყნარებდა თურმე, სულ ჩხუბობდნენ პატარა ონავრები,არც დედის და დეიდის ესმოდათ და არც ბებოების ყვირილის,მაგრამ დიდხანს მაინც ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ, საღამოს დაღლილები ერთმანეთის გვერდით მოკალათდებოდნენ და "მეფე ლომს "უყურებდნენ, ასევე ეძინებოდათ კიდეც და დილით ორივე აპროტესტებდა რატო ეძინათ ცალ-ცალკე საწოლებში.. მორიგი გასეირნების დროს,დაკვირვებულად აათვალიერა ბიჭმა მოკლე სარაფანში გამოწყობილი ფერია -გაიხადე ეს კაბა ეხლავე,ძალიან მოკლეა გინდა ყველამ გიყუროს?უნდა ვიჩხუბო? -მე ეს კაბა დედიკომ მიყიდა,ატირდა პატარა -აუფ,თვალები აატრიალა ბიჭმა,გაიხადე ნია გინდა ვიჩხუბო ბიჭებთან? სიტუაცია ისევ დეიდამ განხმუხტა,ბევრს ეცადა აეხსნა ბიჭისთვის რომ პატარა იყო,მაგრამ ვერაფერს გახდა ჯიუტად მოითხოვდა ნიაკოს კაბის გახდას,ბოლოს სასეირნოდ წავიდნენ ისევ ხელჩაკიდებულები ოღონდ პატარა ქალბატონი ისევ დედიკოს ნაყიდი ელასტიკით იწონებდა თავს... -ეხლა მისმინე, გზაზე რო გადახვალ ჯერ იქით გაიხედე და მერე აქეთ კაი? -კაი პაწიკო,გაუცინა პატარამ და ხელი უფრო ჩაკიდა. -გიყვარვარ? -ძალიან მთელი ზაფხული თითქმის ასე იყვნენ,სულ კინკლაობდნენ და სათამაშოებს ვერ იყოფდნენ,მაგრამ საკმარისი იყო ბიჭს რამე დაეშავებინა პატარა ქალბატონი მაშინვე მის მხარეს იჭერდა -დეიდა ნუ აბრაზებ პაწიკოს,თვითონაც გაიბუტებოდა და მიუჯდებოდა დასჯილს გვერძე.. საღამოს სეირნობიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა,თამაში სახლში განაგრძეს,ბიჭი მეორე დღეს თბილისში ბრუნდებოდა და იცოდა რომ დილით ნიაკო აუცილებლად მოიკითხავდა და ალბათ იტირებდა კიდეც -ნიაკო ხვალ მე თბილისში მივდივარ,მაგრამ შენ არ იტირო კაი?მალე ჩამოხვალ და იქ კარვებით ვითამაშოთ,კაი? -კაი,თვალები აუცრემლიანდა ნიაკოს მერე ჩვევისამებრ დასხდნენ დივანზე გვერდიგვერდ და "მეფე ლომის" ყურების დროს ჩახუტებულებს ჩეძინათ... დილით უხმოდ შეიპარა ბიჭი და მძინარე ოქროსკულულებიან დაიკოს შუბლზე აკოცა.... ეს მომავალი თაობაა,ის ბავშვები არიან ამ ასაკში რომ იციან,პატივის ცემა და ერთმანეთის გვერდით დგომა,ბავშვურად მაგრამ ხომ იციან..... :* ჩემს ანგელოზებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.