შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება


5-09-2017, 23:50
ავტორი du-da
ნანახია 1 583

დრო ეს ერთდერთია რომელსაც ვერ შეცვლი,ვერ დააბრუნებ და ვერაფერს მოსთხოვ,არ გაჩერდება და არ დაგინდობს როცა უკან მიიხედავ და შენს მიერ ფუჭად განვლილ წამებს და წუთებს დაითვლი,არც მაშინ შეგახსენებს თავს რაოდენ ცოტაც არ უნდა გქონდეს,მოკლედ მართალია გამონათქვამი ერთი დროს არ აქვს საზღვარი და მეორე ადამიანის უგუნურობას, ისიც მართალია რომ საკუთარ თავს იმდენი შეგიძლია დაუშავო რასაც მტერიც ვერ მოიფიქრებს...
მართალია,მართალი ხშირად ისეთ ნაბიჯებს ვდგამთ რასაც მთელი ცხოვრება ვნანობთ,მაგრამ გვიანია დრო არ ბრუნდება,არ იწყება ათვლა თავიდან არა.

ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში ახალგაზრდა გოგონა იჯდა პლედმოფარებული და ხელში ყავის ჭიქა ეჭირა,ცხელი სითხით ცდილობდა გაყინული სხეულის გათბობას და კანკალის შეჩერებას,სათვალავიც აერია მერამდენე დღე იყო რაც შუქი არ ქონდა თავისთავად არც გათბობა,სიმწრით დააჭირა კბილები ერთმანეთს და უარესის მოლოდინში თვალები დახუჭა,რამდენიმე წუთში შემოსასვლელი კარები ზრიალით მიეხეთქა კედელს და ლამის ანჯამებიდან ამოვარდა.
-"ისევ მთვრალია" გაუელვა გონებაში და უარესად აიტანა კანკალმა
"ოჰ როდის იყო ბოლოს ფხიზელი?"მაშინვე თავი შეახსენა ალტერ ეგომ,კიდევ რამდენიმე წამი და ოთახში მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა და კარის ჩარჩოს მიეყრდნო,მაშინვე იგრძნო გოგონამ ალკოჰოლის ამაზრზენი სული,ცდილობდა არ შეეხედა,თითქოს სუნთქვაც კი შეწყვიტა,იგრძნო იმდენად დაეჭიმა სხეული ცოტაც და გაწყდებოდა,სატირალი იყო სასაცილო რომ არ ყოფილიყო მისი მდგომარეობა, კაცი რომლის გამოც მთელ ქვეყანას დაუპირისპირდა,და რომელიც დღემდე სიგიჟემდე უყვარდა ამდენი ტკივილისთვის იმეტებდა,ინსტინქტურად წაიღო ხელი მკლავისკენ ჯერ კიდევ რომ შერჩენოდა სილურჯე,
-დიდხანს უნდა იჯდე ეგრე?ტონს აუწია კაცმა
დაღლილმა წამოწია თავი და პირდაპირ თვალებში შეხედა,ისევ ისეთი იყო უძიროდ ლურჯი,უბრალოდ ცოტა ამღვრეული,გაბოროტებულიც და სევდიანიც.
-არ გესმის? იყვირა კაცმა.
-ვდგები,ძლივს ამოილუღლუღა გოგომ და ფეხზე წამოდგა,ირგვლივ მიმოიხედა არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა,ჰაერშიც კი იგრძნობოდა დაძაბულობა,ბოლოს ძალა მოიკრიბა და მის წინ გაჩერდა,
-ვილაპარაკოთ?
-შენთან არაფერი მაქ სალაპარაკო,აგდებულად მიუგდო კაცმა და უხეშად კრა ხელი,თავი ძლივს შეიმაგრა და მაშინვე გადაიფიქრა საუბრის გაგრძელება,
-ქალს მაინც გავდე,მის სმენას მისწვდა ქმრის სიტყვები და უარესად ეტკინა გული,სწრაფად შეიკეტა სააბაზანოში და იატაკზე ჩამოჯდა,აუტანლად უნდოდა მთელ ხმაზე ეყვირა,მაგრამ ამისი უფლებაც არ ჰქონდა,ამიტომ პირზე ხელი მაგრად მიიფარა და ამოიგმინა.
მეორე წელი იწურებოდა რაც ასეთ მდგომარეობაში უწევდა ცხოვრება,რაც მისი ქმარი ფხიზელი და მშვიდად მოსაუბრე არ ენახა, რაც არ გაეცინა და არც ის ახსოვდა ბოლოს ბედნიერი როდის იყო,თუმცა იტყუებოდა დღეს დილით იგრძნო სხეულში დავლილი სიხარულის ტალღა,მართალია წამიერად როცა ორსულობის ტესტს დახედა,მაგრამ ხომ იგრძნო?მის სხეულში მეორე გული ცემდა,წამით გაეღიმა და ალბათ თავს ოცნების უფლებაც მისცა მაგრამ მხოლოდ წმაიერად,მაშინვე დაუსერიოზულდა სახე,კარგად იცოდა ამ ბავშვს რომ გაჩენა არ ეწერა.
"უნებისყოფო მშიშარა, დავიჯერო ამ ჯალათს მისი მოკვლის უფლებას მისცემ? ისე მოიშორებ სინდისი არ შეგაწუხებს"
-რითი გავზარდო? როგორ ვიცხოვრო?
"აარასდროს მიატოვებს უფალი მის მიერ გაჩენილ ადამიანს" არ ისვენებდა ალტერ ეგო და მაზოლზე ფეხს მტკივნეულად აჭერდა. ბოლო იმედს მოეჭიდა და დილით ჯერ კიდევ ფხიზელს შეაპარა ახალი ამბავი,
-ორსულდა ვარ
-რა? იმხელაზე იღრიალა კაცმა შიშისგან ადგილზე შეხტა,სულ გაგიჟდი? ვინ გითხრა რო შენგან შვილი მინდა?ან საერთოდ კიდევ ერთი არსების რჩენის თავი მაქვს?
-ის შვენი შვილია,გაბედა შეწინააღმდეგება
-არ მაინტერესებს,მკლვებში ეცა კაცი,რო მოვალ ეგ აღარ არსებოდეს გასაგებია?
-გამიშვი მტკივა,ამოიტირა გოგომ
-უვარგისი,ხელი უშვა და ჩხუბით გავარდა გარეთ,
გაშტერებული ჩაეშვა სავარძელში,თვალწინ ძველი დრო და მისი ლაღი ცხოვრების კადრებმა გაუარა,ვინმეს რომ ეთქვა ამ ყველაფერს აიტან და მოითმენო გაეცინებოდა მაგრამ....ყველა ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს,თუ ემორჩილები და თავს უხრი ითმენ ბოლომდე, ყველა ჩამოიშორა ვინც სთხოვდა რომ ამ ჯოჯოხეთიდან წასულიყო,თავისთვის ეშველა,რას არ მისცემდა ვინმესთვის გულის გადაშლის საშუალება რომ ჰქონოდა,ან თუნდაც მხოლოდ ერთხელ ვინმე მაგრად მოხვეოდა და გულში ჩაეკრა.სწრაფად წამოდგა ფეხზე და კიბეზე დაეშვა,ფეხით გაიარა გზა სააავადმყოფომდე,აგონიაში მყოფი ჩაეწერა აბორტზე და მშვიდად დაჯდა მოსაცდელში,ხედავდა როგორი ტვირთით დამძიმებულები შედიოდნენ კაბინეტში და იქიდან ბედნიერი გამოდიოდნენ,საკუთარი თავი შეზიზღდა,"ასე როდის დაეცი?"საშინელმა გულისრევამ მოუარა და ხელები მჭიდროდ მოხვია მუცელს,"ნუ გეშინია დე"
-გოგონა თქვენი რიგია,თავზე დაადგა თეთრხალათიანი მედდა
-გადავიფიქრე,თითქოს ძალა მომატებოდა მის ხმას, სწრაფად დატოვა კლინიკა და გარეთ გამოვიდა, დანამდვილებით იცოდა აღარ უნდოდა ძალადობის მსხვეროლი ყოფილიყო,სიცოცხლე სურდა თუნდაც მარტოხელა დედის სტატუსით ,უნდოდა მის პატარას შეხებოდა,პირველი ნაბიჯერბი ენახა და ყველაზე ამაყი ყოფილიყო როცა მისი სხეულის ნაწილი რამე წარმატებას მიაღწევდა ცხოვრებაში,ვერ გაიმეტებდა ჯერ კიდევ არ დაბადებულ პატარას სასიკვდილოდ,ისიც ეყოფოდა თვითონ რომ მოკვდა ცოცხლად. ორი წლის განმავლობაში პირველად გაიხსენა ძმის მისამართი,აკანკალებულმა დარეკა ზარი და დიდხანს ძალლიან დიდხანს იდგა ზღურბლზე და იმ ერთადერთს უყურებდა რომლის დახმარებაც ჰაერივით სჭირდებოდა,მერე არაფერი ახსოვს მხოლოდ ის რომ მაგრად იკრავდა გულში ვიღაც და თმაზე ეფერებოდა,პირველად ითხოვა დახმარება და გადარჩენის სურვილი გამოთქვა...
საღამოს ისევ სახლში იყო და სავარძელში პლედმოფარებული ელოდა უკვე ძლიერი და თავის თავში დარწმუნებული ქმრის დაბრუნებას,ისევ მიეხეთქა კარები კედელს მაგრამ არ შეშინებია,არც კანკალი დაუწყია,პირიქით პირველად და თამამად გაუსწორა მზერა ოთახში შემოსულს,კაცმაც იგრძნო ცვლილება და შეცბა
-მოაგვარე?
-არა,ფხზე წაოდგა ქალი
-ვერ გავიგე? ტონს აუწია
-მივდივარ,შენგან მივდივართ,საკმარისია ამდენი ძალადობა
-მთვრალი ხარ?
-უფრო გაღვიძებული,
-რამდენს ბედავ?იღრიალა კაცმა და ცოლისკენ გაიწია,თუმცა მეორე ოთახიდან გამოვარდნილმა ახალგაზრდა ბიჭმა განძრევის საშუალება არ მისცა.
-ასე მეტრის რადიუსზეც რომ მიუახლოვდე მოგკლავ,
-წაიყვანე,ამოიხავლა კაცმა და ძირს დაჯდა
უყურებდა მის ქმარს,კაცს რომლის სახლში დაბრუნებაც ყოველთვის აშინებდა და ერთ საცოდავ კაცუნას ხედავდა,ნათლად დაინახა რომ მხოლოდ სუსტი სქესისი წარმომადგენლებთან გასდიოდათ ასეთ კაცებს რამე,უდარდელად გამოიკეტა სახლის კარი და უკვე მშვიდად დაეშვა კიბეზე,ზამთრის მიუხედავად იგრძნო როგორ გათბა ჰაერი,
მერე? მერე იყო ბევრი ბედნიერი წუთი მის ცხოვრებაში,პატარას დაბადებით გამოწვეული სიხარული,მისი პირველი ნაბიჯერბი,დღითიდღე რწმუნდებოდა რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო,მაშინ მისი თავი ექიმებს რომ საჯიჯგნად არ მიუგდო და გადაწყვიტა ღმერთის ყველაზე დიდი სასწაული შვილი გაეჩინა,
-დე ნახე იქ ვიღაც კაცი დგას და გიყურებს.ფიქრებს პატარას ხმამ მოსწყვიტა,გაკვირვებულმა გაიხედა მეორე მხარეს და გაშრა,ის იყო ისევ ისეთი უძირო ლურჯი თვალებით უყურებდა და რაც მთავარია ფხიზელი,თავი სინანულით გააქნია და პატარა გოგონა გულზე მიიიხუტა,სწრაფად შეაქცია ზურგი და წინ წავიდა,არ მიუხედავს უკან, მკაცრად იცავდა მისი ცხოვრების დევიზს.. დრო უკან არ ბრუნდება..

ისე არასდროს არ წავიქცევი წმაოდგომა რომ ვერ შევძლო...
2017.5 სექტემბერი
მ.ბ



№1 სტუმარი Nana

Warmatebebi “ Duda”.yvelaze kargi megobari kalamia.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent