სახლში დაბრუნება
სასოწარკვეთილი თავზე ბალიშს ვიფარებ, სიბნელე მშთანთქავს და არაფერი მესმის. წამით წარმოვიდგინე, რომ ღია კოსმოსში ვარ, ვაკუუმში და ირგვლივ სრული სიცარიელეა. ვარ ასე გამოკიდებული უსაზღვრო სივრცეში, სული მეხუთება და წყვდიადის გარდა ვერაფერს ვხედავ. ვერც სხვა გრძნობის ორგანოები მადგება რამეში. ერთადერთი რაც ჩემს არსებობაში მარწმუნებს, ეს გონებაში აღძრული აპოკალიპტური აზრებია. აღსასრულის მოახლოებას მთელი ჩემი არსებით ვგრძნობ. ვცდილობ პანიკას არ ავყვე და გავაანალიზო არსებული სიტუაცია. ალბათ ორიოდე წუთი თუ დამრჩა იმისთვის, რომ გავიაზრო, თუ რა დამემართა. ვცდილობ მოცემულ სიტუაციას დადებითი მხარე ვუპოვო. ბოლო-ბოლო რა ვარ ახლა? რით განვსხბავდები ციური სხეულებისგან, რომლებიც კოსმოსში გადაადგილდებიან, მაგალითად ჩემი მშობელი დედამიწისგან? მგონი ბევრი არაფრით: მეც შემიძლია გადავვადგილდე, საკუთარი ღერძის გარშემო ვიტრიალო, თუკი კუნთებს შევკუმშავ და ბიძგს მივცემ სხეულს :); ჩემ სხეულზეც არანაკლები ბინადარი ცხოვრობს და ჩემი უდიდესი ნაწილიც წყლისგან შედგება. აი ასე, მე ცელკე პლანეტა ვარ :D. ხუმრობა იქით იყოს და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მარადისობაში ვარ: დროის ცნება ქრება, რადგან აქ არ არის არც დღეები, არც საათები და არც წუთები, დრო უბრალოდ გაჩერებულია, რადგან არ მოძარაობს ირგვლივ არაფერი, ჩემს საკუთარ სხეულს თუ არ ჩავთვლით :). ერთი სიტყვით, აქაურობა ადამიანის საცხოვრებლად ნამდვილად არ გამოდგება.. ადამიანი განსაზღვრული არსებაა და ასეთ განუსაზღვრელობას ის ვერ აიტანს, ჯობია დარჩეს მშობელი პლანეტის წიაღში, სხვა მისნაირებთან, სადაც ის დაცულია ყოველივე ზემოდხსენებულისგან. მოკლედ, ცალკე პლანეტობის პერსპექტივა კი მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ რის ფასად, ბედნიერების, საკუთარ არსზე უარის თქმის ფასად... ასე, რომ გადავწყვიტე უკან, დედა პლანეტის წიაღში დაბრუნება. მოვიძრე თავიდან ბალიში და სრული ბედნიერების გრძნობა დამეუფლა, როდესაც ყველა ჩემი გრძნობის ორგანომ ერთდროულად მამცნო შინ დაბრუნება. ხარბად ჩავისუნთქე ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი, მიმოვავლე თვალი ჩვეულ გარემოს, ჩამესმა ნაცნობი ხმები. რა სულელი ვიყავი, როდესაც ვფიქრობდი რომ ირგვლივ ყველაფერი ერთფეროვანი და მოსაბეზრებელია... ახლახან განცდილ მდგომარეობასთან შედარებით მთელი ცხოვრება ერთ ოთახში გატარებაც კი სრული ბედნიერებაა. ახლა გავაცნობიერე, რომ ადამიანური არსი მთლიანად ბედნიერი ყოფისკენ არის მიმართული, ჰარმონიულ ცხოვრებისკენ ადამიანურ გარემოში. ამიერიდან ჩემი ყოფის თითოეული წამი ნეტარების იმ წამით იქნება გასხივოსნებული, როდესაც საბოლოოდ დავუბრუნდი საკუთარ თავს, უგუნურმა ამბიციებმა რომ დამაშორა ასე... მე სახლში ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.