შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალე შემოდგომა დაიწყება..


8-09-2017, 21:10
ავტორი უცნობი13
ნანახია 2 497

მალე შემოდგომა დაიწყება..

თვეები ნოემბრისთვის გაგვამზადებენ..
მე ისევ დავიწყებ თხელი მაისურით..
ფინჯანი ყავით
სიარულს..
შენ მჭიდროდ შემოიხვევ მანტოს
და
თამბაქოს თანხლებით
ოქტომბერში წვიმიან ქუჩებს გაუყვები ჩაფიქრებული..

მალე შემოდგომა დაიწყება..

ნახევარი საათიღა დარჩა ზაფხულს..
ისევ ყველაფერი აირევა..
შენი თვალები ყვითელ ფოთლებს დაემსგავსება
ჩაგეღიმება..

ოქტომბერი
ჩვენს თვეს..
ნოემბერს მოაცილებს..
მე მას
მარტოსულს გულში ჩავიკრავ და
ამეტირება..

მე არასოდეს დაგითმობ ნოემბერს და არც სხვას შემოვუშვებ მეთერთმეტე თვედ..

დამეფიცება
მთელი ნოემბერი
თოვლის ფიფქებს დაველოდები..
მხოლოდ იმ იმედით
გვირილები მომიტანონ..
გალურჯებულ თმაში ჩამიწნან..

მე ნოემბრიან ბავშვს..
ნოემბრისეულთან ერთად
გამქრალი გრძნობების და
უემოციო გამოხედვის მწამს..

წუთებს ვითვლი..
აივნიან ოთახში
თვალდახუჭული ვეძებ ჩამრთველს და
”მე მოგიტან წყალს” ვრთავ..

12 ის დაკლებულზე
ლიმონიანი არყით ხელში
გავრბივარ აივანზე
ფერებდაკარგულ სექტემბერს ვეგებები..

ჩემი თვალისფერიც გაღიავდა..
ნელნელა ემსგავსება შემოდგომას..

ჩვენ ერთმანეთდაკარგულს
ჩვენი თვის გარდა არაფერი დაგვრჩა სასუნთქად..

არასოდეს დაგითმობ ნოემბერს..
არასოდეს დავტოვებ ქალაქს დეკემბრის დაწყებამდე..
არასოდეს დავწვავ ნოემბრისეულს..
არასოდეს წავშლი დღეებს მეხსიერებიდან..

გპირდები..

მალე შემოდგომა მოვა..
მე არ მიცდია ღალატი..
არ დამითმია შენი ჰაერი..
არც შენი სურნელი დამვიწყებია..

მალე შემოდგომა მოვა..

ჩვენს ფილტვებს კვამლი გაგუდავს..
ჩვენს ხელებს ტკივილის კვალი ექნება..
ყელს - თითების..

გულის შეტევა იწყება..
ქაოსში ვიკარგებით..
მსგავსი ემოციები ქრება..
ერთმანეთს ვემალებით
გრძნობები ცვდება..
უკვე სულერთია ყველაფერი..

მალე შემოდგომა მოვა..
10 წუთიც და სექტემბერი დააკაკუნებს..
მე ყავის ფინჯანს და სიგარეტის კოლოფს ვიღებ..
ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები კარს..
საბოლოო წამებს
უკანთვლით ვყვირი..
ვჩერდები ერთზე..
ვსუნთქავ ღრმად..
თვალებდახუჭული
კარის სახელურს ვეძებ
და

გამარჯობა..
სექტემბერმაც შემოაბიჯა..
და ჩემი ოთახი ყვითელ ფოთლებად გადააქცია..

მერე ოქტომბერიც მოვა..

ჩვენ
არყით ხელში
ისევ კართან
სულატკიებულ ნოემბერს დაველოდებით..
და
უკანასკნელ სიმღერას..
ძველ გიტარაზე..
მისთვის დავუკრავთ..






ბარბარე




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent