შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ მენატრები.


8-09-2017, 22:53
ავტორი gogona tbilisidan
ნანახია 1 793

"სექტემბრის სუსხით გაჟღენთილ საღამოს მე ისევ ისე მივუყვები ნაცნობ ქუჩას, როგორც გუშინ, გუშინწინ და როგორც ყოველთვის...
არ მენატრები,
მეტიც, შენ მაგივრად სხვა მენატრება და მოლოდინიც სხვისი მქანცავს, ოღონდ არ ვიცი ის სხვა ვინაა, როგორია,საით მიდის ან საით წამიყვანს...
დიდი ხანია დღეები შენზე ფიქრის გარეშე წყდებიან კედლის კალენდარს და ბედნიერი ვარ...
აბა, დაფიქრდი, რამდენ ბალიანი ტკივილის დარტყმები უნდა მიაყენო ადამიანს, რომ მას შენი გადაყვარება ბედნიერებად მიაჩნდეს...ჰოო, ჰო, ძალიან დიდი ტკივილია...
შენ ვერ გაუძლებდი...
ბინდშემოპარულ ჰორიზონტს გავყურებ და მეღიმება...
შენ ზუსტად იმ დროს წახვედი ამ ქალაქიდან, როცა მე ჩემიდან გაგიშვი...
არ მენატრები,
უფრო მეტიც, შენ მაგივრად სხვა მენატრება,
რატომ გატყუებ არც კი ვიცი, ჰო მე ვიცი როგორია ის სხვა...მე მისი თვალებიც კი ვიცი, რომლებიც შენსას არაფრით არ ჰგვანან...
მალე ამ ჩვევასაც მივატოვებ და თავს დავანებებ შენთვის წერილების წერას...
მე თვითონ ვატყობ ამ ბოლო დროს როგორ მოაკლდა სიმძაფრე ყველა მათგანს...
რას იზამ,თურმე შეიძლება სიყვარულმაც სურდოსავით გადაგიაროს...

არ მენატრები.
უფრო მეტიც, შენ მაგივრად სხვა მენატრება...
და თუ არა ბედნიერება, იქნებ ამას სიმშვიდე ერქვას..."



№1 სტუმარი Guest ნიკა

რაწიგნია? მაინტერესება

 


№2  offline წევრი gogona tbilisidan

Guest ნიკა
რაწიგნია? მაინტერესება

არ ვიცი)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent