შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღიმე! მას სხვა უყვარს...


9-09-2017, 16:08
ავტორი Kublashvili.gvantsa
ნანახია 1 781

_დამიბრუნე! დამიბრუნემეთქი! მერამდენედ უნდა გითხრა?_ბრაზდება, მაგრამ მაინც იცინის.
_მეც გთხოვე მომიყევი და დაგუბრუნებმეთქი!_ჯიუტად არც მე ვეშვები.
_ჰოდა არ მოგიყვები!
_ჰოდა არ დაგიბრუნებ!
_დამიბრუნე და გეტყვი ჩემი მომავალი შეყვარებულის სახელ.
_ჯერ მითხარი!
_ნია..._იცინის_თუ მომცემ გვარსაც გეტყვი.
_არმინდა აჰა აიღე...

_________________________________________________
არვიცი ამ დროს რამდენად შემეტყო მაგრამ ერთიანად დატრიალდა თავში ყველაფერი. იმ სიგარეტის პაჩკის ძირს დაგდება და სადღაც შორსგაქცევა მინდოდა...გამომყვებოდა? მე...მე არაფერი გამომივიდა მე ჩავფლავდი. კიმაგრამ აქამდე? არა არ იქნება მართალი. უბრალოდ გაიხუმრა, როგორც ყოველთვის. ან რატომ მეგონა რომ ჩემს სახელს იტყოდა? დავიწყე! დაივიწყე!
__________________________________________________
იმ დღეს დიდი სერიოზულობით არ უთქვამს და დიდად არც დამიჯერებია. უფრო ალბათ თავს ვიმშვიდებდი, მაგრამ როცა უკვე მეორე დღესაც დაიწყო იმ გოგოზე საუბარი, ამჯერად ფოტოც მანახა და დასაპატიჟებელი ადგილის ძებნაც დაიწყო მაშინ მივხვდი თუ რა სერიოზულად იყო ყველაფერი.
მაშინ შევამჩნიე, რომ დიდად ჩემსგარდა არავინ უსმენდა და ალბათ სწორედ ამიტომაც იყო, რომ ჩემს გარდა არავის ელაპარაკებოდა. და მე თქვენი აზრით შემეზარებოდა მისი მოსმენა? რათქმაუნდა არა, მაგრამ იმ დღეს ყველაზე მეტად არ მინდოდა მისი მოსმენა...ყველაზე მეტად არ მინდოდა მომესმინა მასზე ვის ადგილზე ყოფნასაც ამდენ ხანს ვოცნებობდი.
ნამდვილად არ მეგონა თუ ასე გაოცებული დავრჩებოდი. ალბათ იმედგაცრუებამ თავი იმიტომ ამარიდა, რომ დიდი ხანია ცალხმრივად მიყვარს და მივეჩვიე.
ბავშვებთან ერთად არ მიგრძვნია წყენა და ტკივილი, მაგრამ მეე დავრჩი მარტო...დავრჩით მხოლოდ მე და მთვარე და მაშინ მივხვდი თუ რამდენად ღრმა ჭრილობაა იყო...რამდენად რთულად იყო საქმე.
ყველაფრის და მიუხედავად ერთადერთი ბიჭი იყო, რომლის გამოც მე ნატირი არ მქონდა...მაგრამ იმ ღამით მე ყველაფრის გამო სიმწრის ცრემლები ვღვარე
მთელმა ზაფხულმა წინ გამიარა. მასთან ერთად გატრებული თითოეული დღე გამახსენდა...გამახსენდა ყველაფერი რის, გამოც ხანდახან სიმპატიას ვგრძნობდი იმის მხრიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც კი, ყველაზე უმნიშვნელოდ ჩავთვალე.
ადამიანს ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია...ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო იმის წარმოდგენა რომ მასზე იტყვიან !74@'ს გოგოა.მას მიუტანენ ლამაზ ყვავილებს. მას აჩუქებენ თბილ ღიმილს. აწი არც ერთი ღიმილი, არც ერთი ჩახუტება, არც ერთი თბილი მზერა ჩემი აღარაა...სხვა, სხვა მიიღებს ამ ყველაფერს იმ ადამიანისგან ვისაც ამდენი ხანია ვნატრობ...
და მე მივხვდი რომ ჩემი ოცნება სხვას აუსრულდა...მე მივხვდი რომ ბრძოლამ დაკარგა აზრი...



№1  offline წევრი Mtirala

დასაწყისი მომეწონა... სათაური, რომ არა ვიფიქრებდი სხვანაირად დასრულება-მეთქი...
❤!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent