შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოსულობის უპირატესობა (თავი 8)


20-10-2016, 19:39
ავტორი ninuca16
ნანახია 1 671

არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ მაინტერესებდა რას მეტყოდა, ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაგვერკვია ყველაფერი, არ გეგონოთ, რომ გული მომილბა, უბრალოდ ლევანის გამო ვდარდობდი.
ლუკა: ლიზა ეხლა მომისმინე და არ გამითიშო გთხოოვ.
ლიზა: არ მინდა შენი ზღაპრების მოსმენა, ისიც არ ვიცი რატომ გიპასუხე!
ლუკა: რატომ? გინდა გითხრა?
ლიზა: რატომ აბა?
ლუკა: არამგონია ლიზ, შენც არ გაკავშირებდეს რაიმე გრძნობა ჩემს მიმართ, მაშინ ასე არ გეტკინებოდა გული და არც გეწყინებოდა, შენ ხომ უბრალოდ მეგობრულად მიყურებდი? ჩვენს შორის ხომ სხვა არაფერი ყოფილა. მითხარი რომ ჩემთან მხოლოდ მეგობრობა გსურდა და არაფერი სხვა მეგობრობის გარდა, დავიჯერო არ მაქვს იმის უფლება რომ ვიღაც გოგოსთან ერთად გავიარო?
ლიზა: ვიღაც გოგოსთან ერთად?!! ის გოგო ვიღაც იყო ხო?
ლუკა: ჰაჰაჰ, დავიჯერო ჩემი საუბრიდან მხოლოდ ის ვიღაც გოგო დაგამახსოვრდა?
ლიზა: კარგად იყავი ლუკა.
რატომ ვუპასუხე? ნერვები მომეშალა უარესად!! მის სიტყვებზე დავფიქრდი და მივხვდი რომ მართალი იყო, მაგრამ ისიც ვერ გამიგია რას ვგრძნობ, ალბათ იმიტომ, რომ ჩემს თავში იმდენად მაქვს გაცნობიერებული, რომ შეყვარებულის ყოლა ჯერ ადრეა.. რომ ვერც კი გაივგე მისდამი რამე გრძნობა თუ მქონდა. ჩამოვჯექი ფანჯრის რაფაზე, მღელვარე ზღვას შევცქეროდი, როგორ ეხეთქებოდა წყლის წვეთები კედლებს.. ვფიქრობდი ჩემთვის, იქნებ მიყვარს? მაგრამ როგორ? მეც კაი ტიპი ვარ, როგორ უყვარდებათ ადამიანებს ერთმანეთი. ლევანისგან ჯერ კიდევ არაფერი ისმოდა. ამ დროს ოთახში დედა შემოვიდა, ვლაპარაკობდით სხვადასხვა საკითხებზე, როცა ქალურ თემებზეც წამოიწყო ლაპარაკი ვუთხარი..
ლიზა: დეე, როგორ უნდა გავიგო თუ ვინმე შემიყვარდება?
დედა: რა ხდება ლიზა, რამე ხდება?
ლიზა: ჰა? არა რა სისულელეა დეე, ხომ იცი რომ გეტყვი თუ რამე მოხდება ჰაჰ)
დედა: მოყევი აბა რა ხდება, შენ რას გამომაპარებ მე? მეც ვიყავი შენი ტოლი და მეც ასე ვლაპარაკობდი ზუსტად ნანა ბებიასთან(იცინის).
ნანა ბებია, არის დედაჩემის დედა.
ლიზა: ჰო კარგი(იცინის), მოგიყვები, ოღონდ არავის არ უთხრა.
დედა: კარგი რა ლიზა, ვის უნდა ვუთხრა.
მოვუყევი რაც მოხდა, საიდან დაიწყო ყველაფერი და ისიც თუ რატომ ველაპარაკე იმდღეს ასე ცუდად, რომ ეს იყო ჩემი საქციელის მიზეზი. გაიცინა და მითხრა..
დედა: მომესწრო გოგო.. თან იცინოდა, უფრო მე დამცინოდა!!
ლიზა: აუუ, კარგი რა დედაა!! აი რატომაც არ გითხარი აქამდე, ხომ იცი არ მიყვარს ასეთი რაღაცეები რაა.
მართლაც, ასეთ რაღაცეებზე მიჭირს საუბარი, ვწითლდები, ხელები მიოფლიანდება, ენა მებმევა და საჭირო სიტყვების მარაგს ვეღარ ვპოულობ.
დედა: გინდა სიმართლე გითხრა ლიზ?
ლიზა: რათქმაუნდა, ამიტომ მოგიყევი ყველაფერი..
დედა: ვერ გეტყვი რომ გიყვარს, ამას შენთვითონ მიხვდები როცა დრო მოვა, მაგრამ ახლა მხოლოდ იმას გეტყვი, რომ მის მიმართ გულგრილი ნამდვილად არ ხარ. შენი გადასაწყვეტია ახლა რას იზამ, მე არ ჩავერევი, მაგრამ იცოდე, ყველაფერი უნდა მითხრა რაც ლუკას და შენ შეგეხება, მისი ნახვა, ჩხუბი, რაც იქნება, ეს ყველაფერი უნდა ვიცოდე. არაფერი არ დამიმალო ლიზა. მე გენდობი შენ, არ ვიმსახურებ შენგან იმას, რომ ასე მომექცე, გესმის?
ლიზა: ვიცი დეე, რათქმაუნდა, მადლობა რჩევისთვის და იმისთვის რომ ასე მიდგახარ გვერდში.
დედა: ლიზა, სურათი არ გაქვს იმ ბიჭის? რა ქვიააა?
ლიზა: ლუკა დედა, ლუკა (იცინის), მაქვს, გაჩვენებ.
სურათი ვაჩვენე დედას და სიმართლე გითხრათ ძალიან მოეწონა და სიმპატიით აღივსო. შემდეგ კი ოთახის მეზობელმა დაუძახა და გავიდა. ხუთი წუთის მერე მობილურზე ზარი შემოვიდა ლევანისგან, სწრაფად ავიღე მობილური და ვუპასუხე..
ლიზა: მალე მითხარი ლევანიკო, რა მოხდა აბა?
ლევანი: ყველაფერი კარგადაა ლიზ, დამშვიდნენ მისი ოჯახის წევრებიც და ცოლად მომყავს რაც შეიძლება მალე.
ლიზა: უფ, რა კარგია, დავმშვიდდი.
ლევანი: კარგი ლიზ, უნდა გავთიშო ეხლა, ჩვენთან მივდივართ.
ლიზა: ჩვენთან? რატო?
ლევანი: ასე იყო საჭირო, რუსკაზე გაბრაზებულები არიან, ამიტომ იძულებული ვიყავი სახლში წამომეყვანა, ასე რომ.. კარგი ლიზ შეგეხმიანები კიდევ.
ლიზა: კარგი ლევანიკო, დედას ვუთხარი მითომ შენი თანაგუნდელი ავარიაში მოყვა და დაიჯერა, არ ინერვიულო. მომიკითხე რუსკა.
არასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასე შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ოდესღაც ჩემი ოჯახის წევრი გახდებოდა, ანუ რძალი. ალბათ, დიდი ხანი დამჭირდება იმის გაცნობიერებაში, რომ ის ჩემი ძმის ცოლი და ჩემი რძალია.
გადავწყვიტე ლუკასთვის დამერეკა და ასეც მოვიქეცი..
მობილური კი ვიღაც გოგომ აიღო, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ის ვიღაც ის გოგო იქნებოდა ვიზეც ვეჭვიანობდი, დავუკიდე ყურმილი, ამჯერად უფრო გაბრაზებულმა. ცოტახნის მერე კი ლუკა მირეკავს და ვუპასუხე..
ლუკა: მირეკავდი ლიზა?
ლიზა: კი და მინდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გითხრა და ძალიან გთხოვ არ შემაწყვეტინო!!
ლუკა: კარგი, მაგრამ სანამ რამეს მეტყოდე მინდა გითხრა, რომ ის გოგო, რომელზეც ასე ეჭვიანობდი და არ მითხრა ის სისულელე, რომ არ ეჭვიანობდიი (იცინის), ჩემი დაა.
ლიზა: მაპატიე ლუკა, მართლაა, არ ვიცი რა მომივიდა ბოდიში.
ლუკა: გეყოს ამდენი ბოდიშების მოხდა ლიზა.
ლიზა: ახლა კი ყურადღებით მომისმინე!!
მადლობა ყველას ვნც კითხულობთ, იმედია მოგეწონებათ:)) <3 დაელოდეთ მეცხრე თავს(ლიზას პასუხს) :))



№1  offline წევრი anuki15

ინტრიგა დაგვიტოვე ხო?! რა მოითმენს ეხლა :D ახალ თავს ველოდები რაც შეიძლება მალე <3

 


№2  offline წევრი ninuca16

აბა ისე როგორ :DDD ხვალ დაიდება მეცხრე თავი ❤
მადლობა რომ კითხულობ მოთხრობას

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ოხ ეს ინტრიგა რა

 


№4  offline წევრი ninuca16

aanamaria
ოხ ეს ინტრიგა რა

smile ისე როგორ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent