გაყინული სულიდან..
ყოველთვის მინდოდა ადამიანი ვყოფილიყავი.. სიმშვიდის შეგრძნება შემძლებოდა.. ბოლო პერიოდია ნაბიჯარეული დავდივარ.. ვერაფერს ვგრძნობ.. ხელები მეყინება.. ცივა.. ... ბოლო პერიოდია უშაქრო ყავას ვსვამ.. თვალებს ვხუჭავ და მდინარის დინებას მივყვები.. ზურგს ვაქცევ დროს.. ვიძირები.. ვქრები.. ... ბოლო პერიოდია ადამიანებს ხელის აუკანკალებლად ვიშორებ თავიდან.. ვჯდები უჰაერო ოთახში და ვღრიალებ.. .... მე ემოციებისგან დაცლილს ხელზე მარტოობის სუნი შემრჩა.. მე მხოლოდ ძველი კედლები მეხუტებიან.. მე ფსიქიატრიულისთვის გამზადებულს აივანი მეძახის.. მე ფერებდაკარგულს ფუნჯებს აღარ მჩუქნიან.. მე საკუთარი თავიც დავკარგე.. გავებუტე.. .... მე ადამიანად დაბადება მინდოდა.. ჩარჩოებში მოქცეული ჩიტი ვარ.. უფრთოდ დავენარცხე დედამიწაზე.. ოკეანის გარეშე დარჩენილი თევზიც ვარ ხანდახან.. ვკვდები.. .... წარმოვიდგე სიყვარულით სავსე ოთახი.. ბევრი ფუნჯებით.. შენი თბილი თვალებით.. მე შენი პერანგით.. დილით ლიმონიანი უშაქრო ჩაით ხელში ჩემთვის.. შენთვის-ტკბილი ყავით და გამეცინა.. .... სისულელეა.. სრული ქაოსია ყველაფერი.. ცივმა ქარმა შენი კანის სუნი მოიტანა.. ვგიჟდები.. .... ბოლო პერიოდია თბილად აღარ მაცვია.. ბოლო პერიოდია აღარ ვიღიმი.. ბოლო პერიოდია სცენაზე ფარდები დაეშვა.. ყველაფრისთვის ყველაფერი ბოლოა.. ბოლო პერიოდია შენს ნახატებს ვათვალიერებ.. ისევ ჩანს კედლებზე შენი დახატული ზღვის კვალი.. ისევ მეძახიან აივნები.. ..... ბოლო პერიოდია ადამიანად აღარ ვვარგივარ.. ჩემს გარშემო აღარ იბადებიან.. აღარც კვდებიან ადამიანები.. აღარც სეზონები იცვლებიან.. სამყაროს მხოლოდ ზამთარი დარჩა.. ... თოვს.. აქა იქ ცხოველების ნაკვალევია.. ლანდებად გადაიქცა ყველაფერი.. .... რაღაც მაინც დამრჩა დედამიწაზე დასაბრუნებლად.. შენი თითების კვალი.. შენეული ჰაერი.. ... ვბრუნდები.. საწოლის კიდესთან ვწვები. თითებს ერთმანეთში ვხლართავ.. თვალებს ვხუჭავ.. ვკანკალებ.. მოდი ჩემს საწოლზე მოიძებნება ადგილი იმისთვის რომ შენ დაეტიო.. ... ბოლო პერიოდია.. შენთან ვიპარები.. მხარზე თავს გადებ და შენი გულისცემის ხმაზე ვიძინებ.. ... მე.. უღიმილოდ დარჩენილი ადამიანების გამო დავბრუნდი.. სამყარო ისევ უნდა გაგიფერადო.. .... ბოლო პერიოდია მზე გაიბუტა.. ბოლო პერიოდია ცივა.. ბოლო პერიოდია აღარ გაუღიმიათ ადამიანებს.. აღარც ფიჭვის სუნი აქვს ჰაერს.. შენი კანის სუნიც გაიფანტა.. .... ყოველთვის მინდოდა სიმშვიდის შეგრძნება შემძლებოდა.. გვირილები მომეპარა და მათთან ერთად დამეძინა.. ... მინდოდა დედამიწაზე ვყოფილიყავი.. .... ბოლო პერიოდია წვიმს და ფიქრები.. ისინიც კი აღარ ჩნდებიან.. ბარბარე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.