შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ მინდა..


10-09-2017, 23:05
ავტორი Deachkkaa
ნანახია 1 625

იცი?მომენატრა.
მე.... შენ...... ჩვენ მომენატრა.
მომენატრა ერთად გატარებული ის ოთხი დღე.
იცი? მინდა დრო უკან დავაბრუნო.გგონია რამეს შევცვლი?არა,საერთოდ არაფერს.უბრალოდ კიდევ მინდა განვიცადო ის რაც იმ ოთხ დღეში მაგრძნობინე.
მინდა ისევ მე,შენ ანი და სანდრო ღამის ორ საათზე ტყესთან ახლოს ,ბალახზე ვისხდეთ და ვარსკვლავებს შევყურებდეთ.ისევ ვდაობდეთ თუ რა ნახაზს ქმნიდნენ ისინი.მინდა ისევ ჩამიდო თავი კალთაში და მეც შენს გასაბრაზებლად შუბლზე გიკაკუნებდე თითებს.მინდა ქუჩაში სიარულის დროს ისევ მეჯახებოდე,მე კი ამის გამო გეჩხუბებოდე.კიდევ მინდა ჩვენ ოთხმა ლუდზე ვითამაშოთ ჯოკერი.მერე რა რომ ბოლოზე გავედი და მე
და სანდროს მოგვიწია ყიდვა? მინდა ჯოკერის თამაშის დროს შენს გვერდით ვიჯდე და კვლავ დაგცინოდე თამაში არიცი მეთქი,მიუხედავად იმისა რომ პირველ ადგილას გადიოდი.მინდა ისევ ვითამაშოთ მაფიოზობანა და ისევ გამოვიცნო როდის იყავი ჩვეულებრივი მოქალაქე და როდის მაფიოზი.მინდა კვლავ გაგიუთოვო მაისური და ჩაცმაში მოგეხმარო.აი ისიც კი მინდა განმეორდეს ორმოც გრადუსამდე რომ გქონდა სიცხე,მაგრამ მაინც ჩემს მიერ გაუთოვებულ მაისურზე რომ დარდობდი დავუჭმუჭნეო.იცი როგორ მინდა დაბრუნდეს ის ოთხი დღე? იცი როგორ მომენატრა შენი ცისფერი თვალები?მომენატრა შენი გამოხედვა.აი ისიც მომენატრა გაბრაზებული ქვემოდან რომ ამომხედავდი და შემომიღრენდი.შენი ღიმილი მომენატრა,შენი ყველაფერი მომენატრა...შენ მომენატრე....
მაგრამ ახლა ყველაფერს მიუფერულებ ნიკა....შენი ამ საქციელებით იმ ოთხ დღეს მიუფერულებ....მაგრამ მე სულელს მაიმც მინდა დაბრუნდეს ის ოთხი დღე.
ისევ ვიყოთ მე.... შენ.... ჩვენ!
მომენატრე.მაინც მომენატრე....



№1  offline წევრი Deachkkaa

Mariiiiami
მერე მეტყვი რომ ყველაფერი დამთავრდა.დამთავრდა კი არა ახლა იწყება.ყელში მგაწვა უკვე მნატრება ხომ ხვდები.ვეღარ ძლებ.ადგილი აღარ გაქ რომ დაიტიო.ახლა იწყება.აი ნახავ თუ არა...

არვიცი მარიკო,არვიცი :’( მისი მოქმედებები მეტყველებს ყველაფერზე..

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რაც არ უნდა ჩაებღაუჭო, აიძულო, ამას თუ გულით ვერ გრძნობს არ დაბრუნდება

 


№3  offline წევრი Deachkkaa

terooo
რაც არ უნდა ჩაებღაუჭო, აიძულო, ამას თუ გულით ვერ გრძნობს არ დაბრუნდება

ვიცი..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent