თაროზე ვაბრუნებ წიგნებს...
თაროზე ვაბრუნებ წიგნებს.. მოგონებებს მტვრიან ბიბლიოთეკას ვუტოვებ... და ოთახიდან გავდივარ.. ცივა.. აქა იქ თოვლის ნარჩენებია.. ისევ ფერშეცვლილი ადამიანები დადიან ქუჩებში.. ქარი სიცივეს ატრიალებს.. თითებში ატანს და ორგანიზმს ერევა.. ნისლივით.. ემოციებს ნოსტალგიებად ინახავენ წიგნის ფურცლები.. ფრაგმენტები ისტორიას რჩება.. წიგნები ელოდებიან ადამიანებს.. ისინი მიდიან.. ლამაზი გარეკანით არჩევენ წიგნებს.. და.. ათვალიერებენ მხოლოდ.. ამ დროს წიგნის სუნი ქრება.. მტვრად ერევა უსასრულო სამყაროს.. ... თაროზე ვაბრუნებ წიგნებს.. ისინი მოწყენილი სახეებით უყურებენ მოხეტიალეებს.. ცდილობენ ტკივილი ფიქრებად შეინახონ.. ... რამდენ საიდუმლოს ინახავენ წიგნები.. ... ჩემი წიგნები.. ისინი ისტორიად დატოვებენ ღიმილს.. სიყვარულს.. ცრემლებს.. ... თაროებზე შემოლაგებული ემოციები.. დაფერფლილი მტვრად ქცეული მეხსიერება.. მოგონებები.. ... რამდენ მოგონებას.. ტკივილს.. მოფერებას.. ნათითურებს.. ინახავენ წიგნები.. ჩუმი წიგნები.. ... თაროზე ვაბრუნებ წიგნებს და.. გემშვიდობებით.. ბარ ბარე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.