შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანობით დაავადებული


11-09-2017, 16:29
ავტორი babitkemaladze
ნანახია 1 223

შენ ახლა მხედავ, აღმიქვავ, შემიგრძნობ, შეგიძლია შემეხო კიდეც,თუმცა მე ამის საშუალებას არ გაძლევ, რადგან მირჩევნია ჩემს მიკროსამყაროში ჩავიკეტო,არ მოგცე უფლება შემომეჭრა.
შენ არავინ ხარ,მაგრამ გინდა ეს ღიმილი ცრემლებად გადავაქციო, გინდა ნახო როგორ მტკივა, როგორ ვიტანჯები, გსურს ნახო ვინ ვარ სინამდვილეში.
შენ ყველაფერს აკეთებ, იმისათვის რომ ამატირო და მეც ვიწყებ ბავშვივით ტირილს. მოგწონს? გიხარია? მიაღწიე ჩემს დამცირებას?! რატომ არ მპასუხობ? ნუთუ შენგან არაფრის ღირსი არ ვარ, გაიღიმე მაინც, ხომ უნდა გიხაროდეს?
ღმერთო ჩემო! საშინელებაა, შენ ერთი უემოციო არარაობა ხარ, რომელსაც სურს დაიპყროს ჩემი სამყარო მაგრამ ამას ვერ ეღირსება, არავინ და არაფერი ხარ იმასთან შედარებით, ვინც შემიძლია ვიყო მე. შესაძლოა შეცვლილი და განადგურებული,თუმცა მაინც შენზე მაღალ საფეხურზე მდგომი.
ახლა შენ ტირი? რატომ? გეწყინა ჩემგან ასეთი მოქცევა?
ჩვენს შორის განასხვავება ისაა, რომ მე შემიძლია შენ დაგამშვიდო და ბოდიშიც მოგიხადო, შენ კი ეს თვისება არ გაგაჩნია.
მხოლოდ შეგიძლია ტკივილი მომაყენო, მაგრამ რატომ? .... ეს თვითონაც არ იცი.
შენ გსიამოვნებს ჩემი განადგურებული სულისა და სხეულის ყურება, არ გამოხატავ ემოციას, თუმცა ვგრძნობ როგორ მოგწონს.
არარაობა ხარ, ამ მიკროსამყაროში ერთი პატარა წერტილი ხარ, რომელიც არაფრის მაქნისია და მხოლოდ ბოროტებას თესავს.
შენ არც ტვინი გაქვს, არც სხეული, არც სული, შენი უჯრედები ყველა მკვდარია, ჩემი კი ახლა იწყებს გაცოცხლებას, შენი თვალები არაფრის მთქმელია, ჩემი კი მეტყველებენ ნებისმიერ დროს, შენ არარაობა ხარ, მე კი ადამიანობით დაავადებული გოგონა.
იცი კიდევ რა შემიძლია მე? აღიარება, თუმცა არაფერი დამიშავებია შენს წინაშე..
და მაინც ბოდიში.

არარაობად ქცეული შენ და ადამიანობით დაავადებული მე.

-ბ.ტ



№1  offline წევრი buterfly

მე ძალიან მომეწონა ეს ფრაგმენტი და გისურვებ დიდ წარმატებას ჩაფიქრებულ საქმეში. ყოჩაღი ჩანხარ და აბა შენ იცი. heart_eyes

 


№2  offline წევრი babitkemaladze

buterfly
მე ძალიან მომეწონა ეს ფრაგმენტი და გისურვებ დიდ წარმატებას ჩაფიქრებულ საქმეში. ყოჩაღი ჩანხარ და აბა შენ იცი. heart_eyes


დიდი მადლობა.. ყოველდღე დავდებ ჩემს ჩანახატებს

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

წარმატებებს გისურვებ... ისევ ველოდები შენს სიახლეებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent