შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსამართლობა


12-09-2017, 20:04
ავტორი ახალბედა
ნანახია 1 281

-და მაინც, არ აღიარებ რომ გიყვარვარ. თვალები, ხელები, სხეული, ყველაფერზე ამაზე მიუთითებს, რომ არ ჩავთვალოთ, რომ შენ თვითონ გაეცი თავი, შენ თვითონ წამოგცდა. ყოველ გამოლაპარაკებაზე ხმა გიკანკალებს, ყოველ შემოხედვაზე მზერას ვერ იმორჩილებ. და ახლა შენც იმაზე, რომ ცხოვრებაში პირველად მგონი ამდენ ხანს გელაპარაკები, ოცნების კოშკებს ააგებ, იწამებ, რომ ბედნიერი დასასრული გველის.- დამცინავი მზერას არ აშორებდა ჩემს სახეს, ხან აწყლიანებულ თავლებში მაკვირდებოდა დიდხანს, ხანაც მზერა ჩემს არც ისე დიდ ტუჩებზე გადაჰქონდა, ცალყბა ღიმილი კი, რომელიც თვითკმაყოფილი ხარხარისგან შეკავებულ ემოციას ჰგავდა, არაფრით იშორებდა, რა თვითკმაყოფილი იდიოტია!-კარგი, რა! დაეშვი, რა მიწაზე! თუმცა ოცნება არავის დაუშლია, იოცნებე და იყავი, მაგრამ შენთვის, არ მჭირდება ყოველ ნაბიჯზე შენი გახუნებული, ყავისფერი თმების დანახვა! და სასაცილო იცი რა არის? რომ არ აღიარებ, არც კი გითქვამს მიყვარხარო, მაგრამ ყველაფერმა მაინც „გაჟონა“, ეტყობა სადაქალოს სწორად ვერ არჩევ.
მიუხედავად იმისა, რომ თვალების აწყლიანებისგან მზერა მებინდებოდა, ცრემლებს გადმოსვლის საშუალებას არ ვაძლევდი. გულის ტკენას გაბრაზებდა ანაცვლებდა და ახლა თუმც ვაცნობიერებდი, რა ნაძირალა მედგა წინ, გრძნობებს მაინც არაფერი ეცვლებოდათ, იმატებდა ზიზღი, მაგრამ არა სიყვარულს შემცირების ხარჯზე, ზიზღი სხვა გრძნობას მაინც ვერ ანაცვლებდა. სამაგიეროდ ამოდიოდა ბრაზი, ამოდიოდა და ყელში უკვე ისე მაგრად მაწვებოდა, რომ ჰაერის ფილტვებთან მიწოდებაც კი იკლებდა. თითქოს ვიღაც ძლიერად ჩაფრენოდა ჩემს სხეულს და გონების დაკარგვამდე მაჯანჯღარებდა, შეიძლება რეალურადაც ხდებოდა, არ ვიცი.
-ჰო, მიყვარხარ!-აღმომხდა სასოწარკვეთილს- ჰო, არასოდეს მიღიარებია ეს, მაგრამ ხომ იცოდი! ჰო, მიყვარხარ, მაგრამ მერე, რა?! ეს არაფერს ცვლის. ამის სანაცვლოდ არასოდეს არაფერი მომითხოვია! არასოდეს მივლია შენს კუდად, არასოდეს მითვალთვალია! ერთხელ წამომცდარი აიტაცეთ და ამომადინეთ ყელში. და, რა, მერე?! გასართობი მოგაკლდა და მაგიტომ გადამეკიდე?! ეს შენ ააგე კოშკები, ერთხელ გაიგე რომ მიყვარხარ და ამხელა ისტერიკას მიმართავ. არადა, სიყვარული ყველაზე წრფელი და ბედნიერი გრძნობაა. იმის ნაცვლად რომ შეგერგო- პირს აღებს გაანჩხლებული, თუმც სათქმელს არ ვაცდი- არ ვგულისხმობ, რომ სიყვარული მიგეღო და საპასუხო გრძნობის არარსებობის მიუხედავად ჩემთან ყოფილიყავი. არა, ასეთი ამპარტავანი და უთავმოყვარეოც არ ვარ! პირიქით, იმაზე მეტი თავმოყვარეობა გამაჩნია ვიდრე შენ! გიკვირს, არა? არადა, შენი ეს ქცევა- ერთხელ ყურმოკრული ფრაზის გამო ასე თავის დაფასება ბევრად უფრო მდაბალი საქციელია, ვიდრე ვინმეს სიყვარული. საერთოდ, სიყვარული ნაკლი როგორ უნდა იყოს? მაგრამ შენ ხომ ამას ვერ გაიგებ- სიმწრით ჩამეღიმა და წასავლელად მოვემზადე, მიუხედავად მის თვალებში გაჩენილი ძლივს შესამჩნევი ცვლილებისა, სახეზე ამპარტავნული გამომეტყველება არ შორდებოდა. მე კი, როგორც ყველაზე ემოციური ადამიანი დედამიწაზე იქვე ავსლუკუნდებოდი. ჩქარი ნაბიჯებით გამოვემართე გარეთ და ყველაზე მყუდრო ადგილისკენ ავიღე გეზი, რომ გემოზე, გულის ამოყოლებამდე მეტირა, შემდეგ კი სახის ჩაცხრობამდე სახლიდან არ გამოვსულიყავი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent