რომ ღრუბლებში ელვა დავინახო
ღამეა...ცივი და ბნელი,ღამეა...ნაცრისფერი ღრუბლებით დაფარული,წყნარი და მშვიდი.ელავს!მხოლოდ ის ანათებს ცის კამარას,ანათებს ლამაზად,ხმაურიანად და წამიერად.ნაცრისფერია ყველაფერი, სახლები,ქუჩები, ღრუბლები და ნაცრისფერია ღამეც. როგორი ფერია ნაცრისფერი?ზოგისთვის ცივი,ზოგისთვის არაფრის მთქმელი,ჩემთვის კი ახლობელი,თბილი და ნაღვლიანი.მასშ მთელი სამყაროს ნაღველი,წყენა და დარდი ერთად არის თავმოყრილი.თითქოს ერთმანეთი იპოვეს. ღმერთო!!! როგორ მიყვარს ნაცრისფერი,როგორი ლამაზი ფერია,ლამაზი უბრალოებით, აი ასე უბრალოდ ლამაზი,მშვენიერი. და... ისევ ელავს,ისევ და ისევ შეუჩერებლად და ეს თეთრი ნათება ამ ნაცრისფერ სამყაროში თავის კვალს ტოვებს,ისევ იმედს აღძრავს,ისევ ანათებს... ანათებს და ანათებს და უცებ ხვდები,რომ არაფერი დამთავრებულა ეს თეთრი შუქი ნაცრისფერს ერწყმის და ამ დროს ამაზე უკეთესი სანახავი არაფერია. ეს სანახაობა იმედის შუქს ბადებს ამ ნაღვლიან გულში და კვლავ გახალისებს. გახსენებს,რომ ცხოვრებაში სევდა და ნაღველი ყველაზე ტკბილი გრძნობაა. მაშნ ხვდები, რომ მარტო კი არ ცოცხლობ არამედ არსებობ და ხვდები, რომ მარტო არ ხარ მთელი სამყარო შენთან ერთადაა..... ხო და... მეც ფანჯრებს ვაღებ, რომ ღრუბლებში ელვა დავინახო...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.