ღმერთის ფიქრებთან ბრძოლა
სიბნელეა..მეშინია.თვითონ ვეღარ გამირკვევია რისი მეშინია!აღარაფერი გამაჩნია,სულ მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან.მირჩევნია ფიქრების გარეშე ვიყო.არჩევნის გაკეთება რომ შემეძლოს სიცარიელეს ავირჩევდი.ცარიელი თავი სავსე ფიქრებით. ამ ფიქრებში საკუთარ თავს ვუჩიჩინებ-მოკეტე იდიოტო!გაჩუმდი!შემეშვი!თავი შორს დაიჭირე ჩემგან!-ბრძანება აღარ ესმის.-თუ შეიძლება ჩაიგდე ენა და მაცადე დაძინება.-არც ეს ესმის!{დავიღალე}-გთხოვ,გემუდარები ძილი მჭირდება შენს გარეშე-ვეუბნები მას.მუხლებზე ვუდგები ჩემს ფიქრებს,რომ ჩამომშორდეს ამ ღამით მაინც.ეს ღამე და მეტი არა გთხოვ!მაგრამ არც ჩემი მუდარა ესმის და მტოვებს დაჩოქილს თითქოს მას დავმონებოდე როგორც ხატს,როგორც ღმერთს.მაგრამ მან არ იცის,რომ მე და ღმერთი ვმეგობრობთ.მე არ ვარ მისი მონა.იცი?!მეგობრებმა დავიწყება იციან და მე მან დამივიწყა.ღმერთმა ზურგი მაქცია.არ ვიცი ეს დროებითია თუ სამუდამო,მაგრამ გული მატკინა. ღმერთი ღრუბლების სიღრმეში კი არ ზის და კი არ დაგვყურებს.ჩემი ღმერთი ჩემს თავში ნაპოვნი ნათელი წერტილია რომლის რწმენაც მაქვს.ბუმერანგივითაა,ყველაფერი ტრიალებს და ცენტრში ვარ მე. ღმერთი ჩემს სულშია და ალბათ ძინავს.მე კი ფიქრები მიღრღნის სულს და ვერც კი გრძნობს.სულშია,მაგრამ ხელებს ვწევ იმ ღრუბლებისკენ მაღლა,რომ არის და ვემუდარები მასაც. არ ესმის! არავინ მისმენს! მიფიქრია გიჟი ხომ არ ვარ მეთქი და ძალზედ საინტერესოა.ასე თავისუფლად დავძრწივარ არაადამიანებს შორის ერთადერთი ადამიანი,ისიც გიჟი.დავძრწივარ როგორც ღამის წყვდიადში მოლანდება და ვცდილობ ყველაფერს ჩემი თვალით შევხედო,შევიგრძნო და შევისუნთქო არავის ვეტყვი,რომ ამას იხვდა ჩემი სულის ნაწილი.ოთხი კედელი საშიშია არა?!--ალბათ ოთხკედელში გიჟი გიჟს გავს.მე კი გარეთ ადამიანს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.