შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა არავის სჭირდები!


15-09-2017, 02:11
ავტორი Daniela
ნანახია 1 709

ოდესმე თუ გიფიქრიათ როგორი იქნებოდა სამყარო თქვენს გარეშე?
გიფიქრიათ ოდესმე არ დაბადება? მე მიფიქრია!
თანაც არაერთხელ!

იმედია ამის გამო გიჟად არ ჩამთვლით,რადგან ასეთი უჩვეულო ფიქრები უმიზეზოდ ნამდვილად არ მსტუმრობდნენ.
ჩემზე კარგად არავინ იცის რას ნიშნავს იყო უსარგებლო, რადგან
დაბადებიდან ვიტან დამცირებას,თუმცაღა არცკი ვიცი როდემდე გავუძლებ ამას.
სულ ის ჩამესმის ყურში, რომ უხეირო ვარ, რომ არაფერი შემიძლია.
და კიდევ ის, რომ ჩემგან ადამიანი არ დადგება, რომ არავინ შემიყვარებს ასეთს!
ის კი არ ესმით, რომ მეც შეიძლება მტკიოდეს მათი ტკივილი. რომ მეც განვიცდი რაღაცას.
რომ მეც გამაჩნია გრძნობები.
ხშირად მინდა ვიყვირო მთელი ძალით. მინდა გულში ჩამარხული ტკივილი გარეთ გამოვუშვა, მაგრამ ამას მხოლოდ ცრემლების დახმარებით ვახერხებ.
ვიცი ჩემი გაგება არავის უნდა, მე ხომ არარაობა ვარ მათ თვალში.
მე ხომ სიყვარული არ შემიძლია.
იცით როგორ მინდა აქაურობას თავი დავაღწიო?!
სულის ტკივილამდე მინდა სადმე უკაცრიელ ადგილზე გადავიხვეწო და თავისუფლების გემო შევიგრძნო.

ვიცი , რომ ყველა ადვილად დამივიწყებს და ისიც რომ არც არავის დავაკლდები.
უფრო მეტიც არც მინდა რომ ვინმეს დავაკლდე.

ჰო, არ მინდა მათი მოჩვენებითი სიბრალული და ყალბი თანაგრძნობა. მირჩევნია არავის ახსოვდეს ჩემი არსებობა.
მინდა საერთოდ გავქრე მათთვის, ისე თითქოს არც არასოდეს დავბადებულვარ!

წასვლა მინდა სადმე, პატარა მიტოვებულ კუნძულზე, იქ სადაც, მე და მარტოობა ერთად ვიარსებებთ.
ერთად ავაწყობთ ოცნების კოშკებს უკეთეს ცხოვრებაზე. იმ სანატრელ ცხოვრებაზე, სადაც არ იარსებებენ უკმაყოფილო ადამიანები. იქ, სადაც ყველას ეყვარება ერთმანეთი და გულს არავინ არავის ატკენს. ჰო, ჩვენ შევქმნით თავისუფლების კუნძულს.
იმ, კუნძულს სადაც მარტოხელები დაიდებენ ბინას და ერთმანეთს მარტოობას გაულამაზებენ.
სადაც არავის დასჭირდება ნიღბები და სადაც არავინ შეეცდება შეცვლას მხოლოდ იმის გამო, რომ შეიყვარონ!
რადგან მათ ერთმანეთი ისედაც ეყვარებათ. ყოველგვარი თავგანწირვის გარეშე.
მინდა ავაშენო კუნძული,რომელსაც თავისუფლების ფერი ექნება. რომლის ნაპირებსაც ლაღი, უკიდეგანო ოკიანის ტალღები უდარდელად შეასკდება.
ეს ის პატარა სამყარო იქნება,სადაც არავის დატანჯავს არასრულფასოვნების განცდა.
სადაც არ იარსებებს ტკივილი.
მე მჯერა, რომ თავისუფლების კუნძულზე არავინ იტირებს და რომ იქ უბედური არავინ იქნება.



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ძალიან კარგად მესმის შენი მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ მაგრამ სამწუხაროდ იძულებული ვარ ავიტანო თუმცა როდემდე შევძლებ ატანას ეგ არ ვიცი ძალიან ძნელია
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline წევრი Daniela

თაკოთაკო
ძალიან კარგად მესმის შენი მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ მაგრამ სამწუხაროდ იძულებული ვარ ავიტანო თუმცა როდემდე შევძლებ ატანას ეგ არ ვიცი ძალიან ძნელია


disappointed disappointed სამწუხაროა ძალიან!

 


№3 სტუმარი sofo

Neta icode rogor mesmis sheni yelshi amomivida amdeni damcireba, tavis tavze magali warmodgenis adamianebi gegoneba im aweuli tavit rame kargs aketebdnen.adamians adamianobis agaraferi shercha es mtkiva yvelaze metad

 


№4  offline წევრი Daniela

sofo
Neta icode rogor mesmis sheni yelshi amomivida amdeni damcireba, tavis tavze magali warmodgenis adamianebi gegoneba im aweuli tavit rame kargs aketebdnen.adamians adamianobis agaraferi shercha es mtkiva yvelaze metad


ხოდა ეგ მტკივა მეც! როცა არავის ემეტება თუმდაც ერთი წვეთი სითბო)))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent