მაგდა, ვამაყობ რომ მყავხარ!
მე ამაყი ვარ, იმდენად ამაყი, რომ არასდროს მივცემ ჩემს გულს იმის უფლებას, შევიყვარო ის, ვისაც არ ვუყვარვარ. მაგრამ , ყელაფერი ასეთი მარტივი როდია. ყოველდღე სხვადასხვა თემაზე ვფიქრობ, ზოგისგან განსხვავებით ტვინს საშუალებას ვაძლევ, განიხილოს კარგიც და ცუდიც და საბოლოოდ ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიიღოს. ხშირად არ მიყვარს, ადამიანების გარკვეულ ფენებზე საუბარი, მაგრამ ახლა მომიწევს. ვერ ვიტყვი, რომ ყველანაირ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ მაქვს იმხელა გამოცდილება, ზოგადად ადამიანებზე გესაუბროთ. ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანების სამი დიდი კატეგორია : 1* ადამიანები, რომლებმაც მაგალითი მომცეს იმის, რომ ყველას არ უნდა ენდო და უბრალოდ წავიდნენ ჩემი ცხოვრებიდან. 2* ადამიანები, რომლებმაც სიყვარული მასწავლეს და ვიმედოვნებ, არასდროს დამტოვებენ. 3*ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სუნთქავენ და თავის არსებობით აბინძურებენ დედამიწას. შეიძლება ცოტა ეგოისტურად ნათქვამი გამომივიდა, მაგრამ სიმართლეს ვერ გავექცევით. ასეთია ჩვენი ცხოვრება, ან უნდა შეიშალო და შენი სამყარო შექმნა, ფერადი სამყარო, ან იცხოვრო უაზრო ფერებში და აკეთო ის, რაც სიამოვნებას არ განიჭებს, უყურო ადამიანებს დიდებულ ტანსაცმელში არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. ასეა თუ ისე, ცხოვრებამ მაინც რაღაც მასწავლა, სიყვარული, მეტი თუ არაფერი. <3 ადრე როცა მესმოდა ისტორიები მეგობრობაზე, ხშირად მომდიოდა თავში ცინიკური აზრები. ახლა ვხვდები, რამხელა შეცდომა დავუშვი , როცა პირველად გამიელვა თავში ნამდვილი, ჭეშმარიტი მეგობრობის არარსებობის იდეამ. მეგობარი, ეს ის ადამიანია, რომელიც მთელი უკიდეგანობით ცდილობს შემოაღწიოს შენში და ნათელი ფერები შემოიტანოს. როცა ცუდად ხარ,ყველანაირად ცდილობს გაგამხნევოს და გაჩვენოს საუკეთესო გზა. ცდილობს გაგამხიარულოს, ყველანაირ აზრს გაივლებს თავში მხოლოდ ერთი მიზნით : შენ იყო ბედნიერი . მაგდა, შენ მეგობარზე მეტი ხარ, ჩემი პირადი სასწაული. ასეთი მეგობრები არცთუ ისე ხშირად არიან ჩვენს გარემოცვაში. ალბათ ვერასდროს გავიცნობდი, სვანეთში რომ არ ჩავსულიყავი, რომ არ გადამელახა ჩემი უაზრო სიმორცხვე და არ მივსულიყავი სრულიად უცხო ადამიანთან გამარჯობის სათქმელად. მაგრამ ... , ყველაფერი ამ დღეს დაიწყო. მაგდა . მაგდა ან ძალიან ცუდ ხასიათზეა, ან ძალიან კარგზე, მისთვის შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. ყველანაირად განსხვავებული ჩემთვის. ამაყი ვარ, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით, თუნდაც წელიწადში მხოლოდ 2 თვე. 2 დაუვიწყარი თვე. მანძილი ჩვენს სიყვარულს კი არ აშორებს, პირიქით ძალას გვმატებს მთელი გრძნობით გვიყვარდეს ერთმანეთი. შეიძლება ეს ჩემი დიდი მინუსია , მაგრამ ადამიანებში რაღაც იდუმალი თუ ვერ აღმოვაჩინე, ურთიერთობას ძალაუნებურად ვწყვიტავ და მხოლოდ გამარჯობით შემოვიფარგლები. 15 წლის ვარ, მხოლოდ 15 წლის . რამდენი ადამიანი გამიცნია ,რამდენთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეში აღმომიჩენია ნათელი, თბილი ფერები. მაგდა, ისე მიყვარხარ, სიტყვების გამოყენება საჭირო არ არის, გამოხატულებაც ყველაფერს ამტკიცებს. არ მინდა ბანალურობაში გადავიდე, მაგრამ შენნაირი მეგობარი არ მყოლია. ყველანაირად განსხვავებული ხარ! . შენი ცხოვრება, შენი გრძნობები, შენი საუბარი, ყველაფერი უფერულია სხვისთვის, მაგრამ ჩემთვის ისეთივე ნათელი და ბრწყინვალებით სავსე, როგორც ცისარტყელა. ცისარტყელა ხომ გინახავთ? მაგდა მას გავს, მხოლოდ წვიმის შემდეგ ამოდის ცაზე და რომანტიკოსების გულს სითბოთი ავსებს. ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იყო, შენ რომ დაგინახე და ღამე გაიყო, ორად გაიყო, მზისგან გამოიყო, შებინდდა და უცებ გრიგალი დაიწყო. ახლა თბილისში ვარ, გუშინ სვანეთში ვიყავი. არავის დამშვიდობებაზე არ მიტირია ისე, როგორც შენზე. შენი იმედით სავსე თვალები.... ვცდილობ, ყოველთვის გამგები ვიყო შენს მიმართ. არ ვიცი ეს რამდენად გამომდის. მეგობარი ყველაზე დიდი სიმდიდრეაო ნათქვამია, როგორ არ დავეთანხმო ამ ოქროს ფრაზას, როცა სვანეთში 24 საათი შენ გხედავ. ვუყურებ შენს ქერა თმას, სიყვარულისგან გაბრწყინებულ მწვანე თვალებს, და ვხვდები, სხვა შენნაირი არ არსებობს.! რატომ მაინდამაინც შენ? წადი სარკეში ჩაიხედე, შეხედე შენს თავს და უბრალოდ თქვი : „ მე ძლიერი ვარ“ მე შენ გყავარ და შენ მე. აი რაშია ჭეშმარიტი ბედნიერების აზრი. ვიცი რომ სულ გიშლი ნერვებს, მაგრამ მინდა იცოდე ჩემთვის ვინც ხარ. როცა დრო მოიპარავს წამებს, დროს ვინც გააჩერებს შენ ის ხარ.. გაზაფხული სულ აგვიანებს, ვინც არასდროს აგვიანებს ის ხარ. ყველაზე მეტად მიყვარხარ, და დარწმუნებული ვარ ჩვენი თავგადასავლებით სავსე მეგობრობა არასდროს დასრულდება. მე შენში ის ვიპოვე, რასაც ყოველთვის ვეძებდი. შენ სხვა ხარ! სხვანაირი გემო ხარ ჩემი ცხოვრების! ყოველთვის გაიღიმე დღეს გვყავს ერთმანეთი, ხვალ შეიძლება აღარ გვყავდეს. დღეს მიყვარხარ, დღეს მინდა შენთან. უკვე მენატრები გაიღიმე , ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხარ და იმედია არ მომიწევს მოცდა შემდეგ გაზაფხულამდე. იცი როგორ მაგიჟებს, შენს თვალზე რომ ცრემლია. იცი როგორ მიყვარხარ შენ ლამაზო ფერია?? ლა ლა ლა ლა ლა ლა ლა ლა ლა ლა ფერია, მახსოვს როგორ დავდევდი შენი კაბის ბოლოებს. ვიცი შენი მკლავები ჩემსას დააბოლოვებს. მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.