შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტივი შეუძლებლობა


17-09-2017, 11:30
ავტორი ელ ადა
ნანახია 1 331

ზიხარ ოთახში ადამიანთან ერთად. უყურებ თვალებში, უყვები პრობლემებზე, განცდებზე, ფიქრებზე, ის ხელს გადებს გამშვიდებს, განუგეშებს. ეს ყველას სჩვევია. საბოლოოდ ის იღლება, იღლება შენი მოსმენით, არ აინტერესებს. შენ ამას ხვდები და მერე საკუთარი თავის გრცხვენია. გრცხვენია შენი სიტყვების, განცდების, გრძნობების, რადგან იცი არავინ გყავს ისეთი ვინც მართლა მოგისმენს. ეს ხომ ასე მარტივია. უსმენდე ადამიანს, არ განსჯიდე, უგებდე უთანაგრძნობდე... ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანებს შეუძლიათ ააგონ ცათამბრჯენები, დაიპყრონ მწვერვალები, აღმოაჩინონ, შექმნან, გაანადგურონ.... შეუძლიათ შეუძლებელი შეძლონ მაგრამ ასეთი მარტივი რამის გაკეთება არ შეუძლიათ ერთმანეთისთვის...
რომ მკითხონ რა გინდა ყველაზე მეტადო ვეტყვი რომ ,,ჩემი ადამიანი,,! უცნაურად ჟღერს, ეგოისტურადაც მაგრამ სინამდვილეში ეს ის არის რაც მინდა რომ გამაჩნდეს. ის არ იქნება მეგობარი, მეორე ნახევარი, ცხოვრების მეგზური, საუკეთესო მეგობარი ან სხვა რამ. ყველა მათგანი ჩარჩოებშია მოქცეული. არ მიყვარს ჩარჩოებში მოქცეული ურთიერთობები, მათი დაკანონებული სახელწოდებები, საზღვრები! მხოლოდ ,,ადამიანი,, მინდა იყოს ჩემს გვერდით. ის ყველა მათგანი იქნება და ამავდროულად არცერთი მათგანი. ის სხვა იქნება. იქნება ის ვინც მე მინდა რომ იყოს. ის შეძლებს მარტივ შეუძლებლობას! დიახ ის იქნება ნამდვილი ადამიანი რომელიც შეძლებს დაინახოს ჩემში ის რასაც ჩემს გარდა ვერავინ ხედავს. შეძლებს ისეთი მიმიღოს როგორიც ვარ. შეძლებს არასოდეს დაიღალოს ჩემით.
თუმცა ეს ხომ საკუთარი თავის უაზრო და აუხდენელი ნუგეშია. დაიმედება. ოცნება.
ზოგჯერ სინამდვილეს ოცნება სჯობს. ოცნებებიდან გამოფხიზლებული საკუთარ რეალობას უბრუნდები. ხედავ როგორ ცდილობ გაექცე საკუთარ თავს, გაექცე ადამიანებს, გაექცე ყელში ბურთად გაჩხერილ, ბოლო ხმაზე ყვირილის სურვილს. ცდილობ ქაღალდივით დაჭმუჭნო და კუთხეში მოისროლო გრძნობები. ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! ადამიანების. მათ გარეშე არ შეგიძლია. არ შეგიძლია გაუშვა ისინი, დაკარგო, სამუდამოდ დაკარგო... მარტოობის გეშინია. გგონია ვერ იცოცხლებ, ვერ გადაიტან.
ყურებში ჩაგესმის ადამიანის არარსებული ყვირილი! ,, მე არ ვარ ხელოვნური სუნთქვის აპარატი! და შენ შეძლებ ჩემს გარეშე სუნთქვას!’’ თავიდან ეს შეუძლებელია მაგრამ გადის დღეები, წლები... და შენ კვლავ აგრძელებ სუნთქვას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent