შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღმერთებდი.


17-09-2017, 15:32
ავტორი nqv
ნანახია 1 708

შენ მალე მიხვდები,
რომ
შენი ყველაზე დიდი შეცდომა
ჩემი დაკარგვა იყო
და თავს იმით გაიმართლებ,
რომ
ჩემს გარდა სხვაც დაკარგე
და ამასაც აიტან.
მაგრამ,
ეგ ყველაზე
არაგულწრფელი აღიარება იქნება.

შენ
ყოველთვის ეცდები
გაექცე საკუთარ თავსა
და გრძნობებს,
რომლებიც
ყოველთვის ჩემთან მოგიყვანს,
მაგრამ
მე ვეღარ დაგხვდები ისეთი,
როგორმაც დაგტოვე.

გონზე რომ მოხვალ,
დაფიქრდები და მიხვდები,
რომ ჩემი დაკარგვით
საკუთარი თავი დაკარგე
და სასოწარკვეთას მიეცემი
ყოველი კაცის დანახვისას,
რომელიც რაღაცით მაინც
მემსგავსება.

შენ შეგძულდება
ყოველი გათენება,
რომელიც
ჩემს თავთან აღარ იქნება
დაკავშირებული.
გაგიკვირდება და,
ტირილსაც ვეღარ შეძლებ,
ისე მოგენატრება
ჩემი ხმაც
და მოფერებაც,
რომელსაც ასე აღმერთებდი.

შენ
ჩვენი ერთად ყოფნის
ყველა გზა გათელე, გარდა ერთისა,
და ის ერთიც,
მხოლოდ ჩემთან ჩანს..



№1 სტუმარი სტუმარი გიორგი

საღოლ ბექუუშ კარგია მაგრამ ძაან დრამაა ძმა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent