ნამდვილი ღიმილიც მოვა
ზოგჯერ რთულია სახლის ზღურბლს გადასცდე; ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს ახალ ნიღაბს ირგებ..მაშინაც კი, როცა მძიმე ფიქრები მოგზღვავებია, იძულებული ხარ გაიღიმო, სხვებს მხიარულად მოაჩვეო თავი; არ გიყვარს სიცრუე, თუმცა მაინც ასე იქცევი-შენც ხომ ვერ იტან, როცა სახე ჩამოსტირით გარშემო მყოფებთ, როცა საკუთარ პრობლემებს გარეგნულად გამოხატავენ და უკიდურესი სიცივით გხვდებიან.. ახლაც მიდიხარ, უფრო სწორედ, სხვა გზა არ გაქვს, თორემ მთელ დღეს ფიზიკურად მხოლოდ ორ მოძრაობას შეასრულებდი-ჯერ შენი საწოლის კუთვნილ ადგილის ჭერს მიაშტერდებოდი, მერე კი მისას, რომლის პატრონი მხოლოდ სიზმრებში მოდის, ისიც იშვიათად და მაშინაც წყეული მაღვიძარა გიფრთხობს ნეტარებას.. ისევ მასზე ფიქრებში დაიკარგებოდი, ისევ გამოგიჭერდა საკუთარი თავი უიმედო მოლოდინის გააქტიურებაში და ისევ ჩაგერთვებოდა თავდაცვის მექანიზმი-„მე ბედნიერი ვარ! “ თუმცა ამის დიდი ხანია თავადაც არ გჯერა და საკუთარი თავი გძულს ასეთი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო. იქნებ დროა დანებდე, დანებდე ძველ ფესვებ გამაგრებულ ოცნებებს და ახლებს დაუთმო ადგილი ? მაგრამ შენ არ შეგიძლია, არ შეგიძლია, რომ განდევნო აკრძალული ფიქრები და ობიექტი, რომლის გარშემოც ძალაუნებურად ბრუნავს შენი მთელი არსება. ბავშვობაშიც ასეთი იყავი; ფეხსაცმელს რომ დაინახავდი და მოგეწონებოდა, შემდეგ სხვას არაფრით არ იყიდდი, ზედაც კი არ შეხედავდი. რომ გკითხავდნენ, რატომ გინდოდა, გადაჭრით პასუხობდი-მომწონს და მორჩაო. ახლაც მოგწონს და მორჩა, გონებას არ ან ვერ რთავ ამ საქმეში, უფრო ვერ. ქუჩაში ყველაფერს გაორებულად ხედავ, თითქოს თითოეულ გამვლელში მას ხედავ; გინდა გაექცე, მაგრამ ფიქრებით კიდევ უფრო უახლოვდები. მუსიკას ხმას უწევ და ფანტაზია მეტად აქტიურდება, ალბათ მათ გასცდები, რომ მოოთხე სართულის შუა ხნის მეზობელი, რომელსაც ძალიან უღიმი და ეკითხები, როგორ ბრძანდება; პასუხად კი მხოლოდ ერთს იღებ: -ყოჩაღ, მიხარია, რომ ასე მხიარული ხარ-„მე და მხიარული“-გიკვირს, ნუთუ ყალბს და ნამდვილ ღიმილს ვერ არჩევენ ადამიანები-ფიქრობ, მაგრამ ხმას არ იღებ, პასუხად ისევ იღიმი, მეტად დამაჯერებლად და საკუთარი თავით ამაყი აგრძელებ გზას. დადგება დრო და ნამდვილ ღიმილს ისწავლი, როცა ლოყები დაუფიქრებლად გააფრენს ტუჩებს ყურების მიმართულებით, როცა აღარ იფიქრებ რამდენი კბილის გამოჩენა მოგიხდება მეტად და უბრალოდ ბედნიერებისგან გაიღიმებ. მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა დაივიწყებ სიჯიუტეს და „მომწონს და მორჩა“ ფრაზასაც მას მიაყოლებ, მხოლოდ მერე... ახლა კი ისევ ზიხარ მისგან მოშორებით, ხეებს აფარებ თავს და ჩუმად უყურებ, აკვირდები როგორ სეირნობს, შემდეგ როგორ ჩამოჯდება სკამზე წიგნს გადაშლის და მუხლებზე დაიდებს, შემდეგ ისეთი ინტერესით ჩააცქერდება, კითხვას მოგანდომებს. ხედავ მის მშვიდ სახეს, რომლიდანაც დროდადრო გამოკრთის ღიმილი და შენც მშვიდდები, მშვიდდები საოცრად, თუმცა არაფერი გესმის-ნუთუ ასე ზემოქმედებს შენზე ადამიანი, რომელიც შენზე წამითაც არ ფიქრობს. ცოტა ხანში ორ მშვიდ სახეს ხედავ, რომლებიც ძლივს შესამჩნევ მღელვარებას უწილადებენ ერთმანეთს, ორ წიგნსაც ხედავ, ამჩნევ როგორ ცვლის ორი ათრთოლებული ტუჩი კითხვისას მიღებულ ემოციას; ხვდები, რომ ზედმეტი ხარ, მაგრამ წასვლა მაინც არ გინდა, თითქოს მშობლიურ ადგილს დიდ ხნის მერე დაუბრუნდი და ვეღარ ელევი.. -მომწონს და მორჩა !-ისევ მეუბნები გადაჭრით, იღიმი და ბედნიერი შეყვარებულივით დასაძინებლად მიდიხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.