შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოჯინა


23-09-2017, 22:23
ავტორი Frigga
ნანახია 1 614

სუნთქავ, სუნთქავ და არ იცი რისთვის გჭირდება ჰაერი... ზოგადად იცი, რომ ეს სიცოცხლისათვისაა საჭრრო, მაგრამ არ იცი კონკრეტულად შენ რისთვის გჭირდება, რომ ისუნთქო.
ზოგჯერ ისეთი გრძნობა გიპყრობს თითქოს ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი ხარ, უფრო ხშირად კი ის გრძნობა, რომ საკმაოდ დაუცველი და სუსტი ხარ. ბევრჯერ წაქცეულხარ, სუნთქვა გაგჩერებია, ცრემლები შეგიჯავვებია, სიცილი დაგვიწყებია, ძილი გაგტეხია და საერთოდ ვეღარ გაგიხსენებია ვინ იყავი.. ყოველ ღამით სუნთქვა შეკრული საბანს პირზე იფარებ და ტირი, ტირი რის გამო? ამაზე პასუხი არც იმ მომენტში გაქვს და არც მერე... უბრალოდ ტირი, იხსენებ წარსულს და ხვედები რა უაზროოდ გავიდა წლები, თითქოს თაროზე შემოდებული წიგნი ხარ, რომელიც აღარავის ახსოვს, აღარავინ კითხულობს, და აღარავის უყვარს მისი სამყარო, თითქოს უბრალოდ დაგივიწყეს... შეიძლება ეს შენ გაქვს ისეთი შეგრძნება, რომ დაგივიწყეს, და სინამდვილეში ასე სულაც არაა, მაგრამ შენ, ხომ იტანჯები?! ხომ გტკივა?! ხომ ტყდები?! ხელების კანკალს უმიზეზოდ როცა უყურებ, ხვდები რომ გიჟდები და თვალებს აცეცებ აქეთ-იექთ, თითქოს ელი, რომ ვიღაც მოვა და ჩაგეხუტება, მაგრამ არავინ ჩანს, საკუთარ მშობლებთანაც უკვე იმხელა დისტანცია გიჭირავს, რომ მათთვის სრულიად სხვა ადამიანი ხდები,მხოლოდ ზედაპირული საუბრით გაგაქვს თავი და იკეტებიი ისევ შენს უაზრო არაფრის მომცემ ოთხ კედელში, სადაც თითქმის ყველაფერი მტვრიანია, იმდენად ძველი და იმდენად არაორდინალური ადამიანი ხარ, რომ აღარც კი გახსოვს ნამდვილი მე როდის იყავი, ხვდები რომ ყველფერი მიდის, ცხოვრება ხელიდან გეცლება, შენ კი დგახარ ასე და უყურებ...
შენზე ბევრი ბევრ რამეს ამბობს, შენ კი უკვე იმდენად მიეჩვიე, რომ ყურადღებას ვეღარ აქცევ, იმდენად გაცნობიერებული გაქვს ის ფაქტი, რომ თუ აყვები გატკენენ, რომ თითქოს აღარ გინდა მეტი ჭრილობა ისე გადიხარ გვერდით და უსმენ შენზევე შეთხზულ ამბებს, ან თუმდაც სიმართლეს... ისმენ იმ ხალხისგან რომელსაც უბრალოდ საქმე არ ააქვს ან კიდევ ააქვს, უბრალოდ ძალიან ცუდადაა და შენით ცდილობს მისი ნამდვილი სახის გადაფარვას...
ზურგს უკან დამცინავ სიცილს გრძნობ და თითქოს გინდა მივარდე და თავში ურტყა რამე,მაგრამ მერე რაღაც მაინც გაჩერებს, ფიქრობ რომ არ შეიძლება ტკნა, მაგრამ თავადაც გტკენენ....
ხანდახან კი საერთოდ არ გინდა ვინმე გიცნობდეს, ან უბრალოდ არც ის გინდა, რომ სუნთქავდე, ხალხის პირფერობა უკვე გულს გირევს, მათი ირონიული სიცილი თვალზე ცრემლს მოგგვრის, მაგრამ ვერ იტირებ,აქ ტკივილი სისუსტის და საცოდაობის ნიშანი უფროა, ვიდრე შენი გრძნობის...
არარსებობს ადამიანი, ვისაც თუმდაც ერთხელ არ უოცნებია სიკვდილზე, მითუმეტეს მაშინ როცა უკვე აღარ შეგიძლია, უკვე ყელშია და ვსო... ფიქრობ რომელი ჯობია ვენების გადაჭრა თუ თავის დახრჩობა, მაგრამ მთლიანობაში ხშირად ვერცერთს ვერ აკეთებ, რადგან გახსენდდება, რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც ვის გამოც სიცოცხლე ღირს, მაგალითადმეგობრები და ოჯახი, რაღაც მომენტში წყვეტ ყველაფერზე ფიქრს და ხვდები, რომ, იცხოვრო? ეს უბრალო თავგადასავალია, სადაც ბევრი დაბრკოლებაა და სწორედ ამითაა ის საინტერესო, ხანდახან კი ეს დაბრკოლებები იმდენად რთული დამაღალია, რომ მათი გადალახვა ბევრს არ შეუძლია, მერე იქრობ, რომ არც ისე სუსტი ხარ, იმისათვის, რომ რაღაც განსაცდელს დანებდე,...
უსულოდ გდიხარ, გაშლილ მინდორში, ხის ჩრდილებს შორის სინათლეს ხედავ, ხვდები რომ ადამიანები ცივები და უგულოები არიან... სწორედ ამ ადამიანების გამო უნდა იცოცხლო, ჯინაზე..... უბრალოდ ისუნთქო და იარო, ესეც საკმარისია მათ გასახეთქად, როცა გამოფიტული ხარ, სხვის თოჯინად იქცევი, ისე გათამაშებენ როგორც უნდათ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სიკვდილი კი მათზე გამარჯვების გარეშე უბრაოდ გაახარებთ მათ, მეტი არაფერი....
ხოლო ადამიანები ვინც შენს გარშემო უსარგებლო ნივთებივით მოფანტულნი არიან,ისედაც ზედმეტად უნდა მიგაჩნდეს, ლაპარაკიზედმეტია მათთვის ყურადღების მიქცევაზე, აყოლაზე, მათ გამო ტირილზე, მათ გამო ცხოვრების მოსპობაზე... შენ ადამიანი ხარ და არა თოჯინა, რომელიც მათ გამო ყველაფერს აკეთებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent