შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგეშინდეს...


1-10-2017, 16:16
ავტორი Kabu
ნანახია 2 070

ამბობენ, დრო გავა და გაგივლის-ო...
მეუბნებიან, დაგავიწყდება და სხვას შეიყვარებ-ო, მაგრამ როგორ?!
როგორ შეიძლება რომ შენისთანა ადამიანი დავივიწყო?!
არ შემიძლია და ამასთან ერთად, ამის სურვილი არც მაქვს.

ყოველთვის ვფიქრობდი ჩემთვის, ჩუმად, ძილის წინ. თვალებს რომ ვხუჭავდი, ჩვენს პატარა, მყუდრო სახლს წარმოვიდგენდი. ჩემს ფიქრებში არ გვქონდა ბევრი ფული, შესაბამისად, სახლის გათბობას ვერ ვახერხებდით, მაგრამ ჩვენი სიყვარული იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ ეს არც გვჭირდებოდა. თბილად ვიყავით, ჩვენი სიყვარული გვათბობდა.

დროთა განმავლობაში, სახლში სხვებიც შემოგვემატნენ. შავ, კულულა თმიანი ბავშვები, რომლებიც თავიანთი დიდი, ბრიალა თვალებით შემოგვცქეროდნენ.
იცი?!
მიხაროდა, რადგან ბედნიერი იყავი. შენც, შენს ლამაზ თვალებს აცეცებდი აქეთ-იქით. თვალებს, რომლებიც სიხარულისგან ბრწყინავდნენ.

დროის გასვლის შემდეგ, იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორები ვიქნებოდით 50 წლის შემდეგ.
ბევრი არაფერი იყო შეცვლილი, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ სახლში კიდევ ახალი ოჯახის წევრები გვყვავდნენ. იმ განსხვავებით, რომ ერთ-ერთი მათგანი ქერა თმიანი და ცისფერ თვალება იყო, თუმცა ამას რა მნიშვნრლობა აქვს?!
მთავარი აქ ისაა, რომ შენი თვალები ბედნიერებისგან ისევ ბრწყინავდნენ. ისევ ისე აცეცებდი მაგ ლამაზ თვალებს, როგორც წლების წინ.
და მეც, ისევ ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგირც მაშინ...

ახლაც ვხუჭავ თვალებს, თუმცა სიბნელეა. ვეღარ გხედავ...
ვეღარ ვხედავ ვერავის. ვერც შენს თვალებს, ვერც ბავშვებს...
მთლიანად სიბნელემ მოიცვა ყველაფერი, მაგრამ არ შეგეშინდეს.
ჩემი თვალები ვეღარ ხედავენ, მაგრამ გული გრძნობს. ისევ იმ დიდ სიყვარულს და იმ დიდი ბედნიერებას გრძნობს...

მიყვარხარ...
მენატრები...
ჩემს გულში ხარ...
გთხოვ, არ შეგეშინდეს, რადგან მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება, ეს ასე იქნება.

წლები გავა, თუმცა მე შენ ისევ მეყვარები, ისევ მომენატრები და ისევ იმას მოგთხოვ, რომ არ შეგეშინდეს...
არ შეგეშინდეს, ამ უდიდესი სიყვარულის გაქრობის...



№1 სტუმარი კორლეონე

ჩემი აზრით, ზედმეტად უბრალო ნაწერია.
როცა ჩანახატს წერ, მითუმეტეს ისეთ თემაზე, რომელზეც ყველაზე ხშირად და ყველაზე ბევრი იწერება, აუცილებელია რაღაც ისეთი დეტალები იყოს, რაც შენს ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს. რაღაც ჩამთრევი, საინტერესო, განსხვავებული...
სურვილი უნდა მიჩნდებოდეს, რომ უკეთ გასაგებად დავუბრუნდე და ხელახლა წავიკითხო.
აქ კი ყველაფერი ნათელია,
არ არის საკმარისი ემოცია, გრძნობა.
უბრალოდ ასე მგონია შენს ფიქრებს ვკითხულობ, რომელშიც განსაკუთრებული არაფერია.

პ.ს. არ მესმის, ასე რატომ ჩქარობთ?! დრო საკმარისი გაქვთ იმისთვის, რომ ბევრად უკეთესი რამეები შექმნათ.

 


№2 სტუმარი Giffin

თითქოს აქამდეც წამიკითხავს. არ იყო ცუდი, მაგრამ არც არაფერი ახალი. იმედია განაგრძობ წერას.

 


№3  offline წევრი Mtirala

იჩქარე და ამის გამო ინანებ...
დრო ბევრია, შენ კი მაინც იჩქარე...
ვერ მოვიდა ჩემმადე,
ან არ მოვინდომე, რომ მოსულიყო...
მაგრამ მაინც წარმატებები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4 სტუმარი Guest ტასო

საკონსურსო ჩანახატი რა თემაზე უნდა იყოს ? რამდენი ტურისაგან შედგება კონკურსი ? და პრიზი რა არის ? მადლობა

 


№5  offline წევრი Mtirala

Guest ტასო
საკონსურსო ჩანახატი რა თემაზე უნდა იყოს ? რამდენი ტურისაგან შედგება კონკურსი ? და პრიზი რა არის ? მადლობა

ჩანახატი შეგიძლია ნებისმიერ თემაზე იყოს. ორი ტურისგან შედგება. დამატებითი იმფორმაცია ამ ლინკზე იხილე:
https://4love.ge/main/130017-chanaxatebis-konkursi.html
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№6  offline წევრი MmariiamM))

ჩემი აზრით როცა ასეთ ფართოდ გავრცელებულ თემაზე წერ როგორიცაა სიყვარული, უნდა ეცადო რომ ორიგინალური გამოგივიდეს. ზოგადად როდესაც რაღაც ახალს წერ უნდა ეცადო რომ ის განსხვავებული და ორიგინალური იყოს. ჩანახატში ავტორის სახე უნდა იკითებოდეს, მისი იდივიდუალიზმი.
--------------------
Mm))

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

წარმატებებს გისურვებ...

 


№8 სტუმარი შავი ორქიდეა

მართალი გითხრეს ზედა კომენტარის ავტორებმა, არ უნდა გეჩქარა.
გული მეტკინა ამ ჩანახატით, ვხვდები ძალიან დათრგუნული ხარ და პოზიტურად არ გეწერინება, მაგრამ უნდა გეცადა, მით უფრო მაშინ, როცა ამ ც
ჩანახატს საკონკურსოდ წერ. არ ვიცი რატომ ფიქრობთ, რომ მხოლოდ სევდა, ტრაგიზმი და ცრემლებია უფრო შესამჩნევი და დასამახსოვრებელი ჩანახატში.
რაც არ უნდა იყოს წარმატებას გისურვებ.

 


№9 სტუმარი Guest teresa

იცი?
მე სულაც არ ვთვლი, რომ შენ ბანალურ თემაზე დაწერე და ამის გამო შანსები არ გაქვს.
არ ვიცი, რატომ უნდა გეშინოდეს სიყვარულის დასრულების მაშინ, როცა შენ უკვე აღარ გიყვარს, ვერ გაგიგე, მაგრამ ნამდვილად ვიგრძენი.
გრამატიკაც წესრიგში გაქვს.
ცუდი არ იყო.
ვფიქრობ, შეგიძლია უკეთესი იყო.

 


№10 სტუმარი fadingsoul

და განვმეორდები მეც და ვიტყვი, არ უნდა გეჩქარა.
წაკითხვისას აშკარად ვიგრძენი ის, რასაც შენ გრძნობ. რა თქმა უნდა ისე ვერ, როგორც შენ, მაგრამ ნაწერიდან გამომდინარე როგორც შესაძლებელი იყო, ისე - კი.
რატომღაც მეგონა, რომ ეს უკვე წაკითხული მაქვს.
ამით ვგულისხმობ იმას, რომ ზედმეტად "გაცვეთილი" თემა გაქვს აღებული. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ უნდა დაგეწერა ამის ირგვლივ, მაგრამ...
ეს ნიშნავს იმას, რომ შენს ნაწერში შენი "მე" უნდა ჩანდეს ასეთი თემის განხილვის დროს. უნდა გქონდეს შენი ინდივიდუალიზმი დაცული და არაფრით ემსგავსებოდე სხვას.
სულ ცოტა მეტი რომ გეფიქრა...
რომ დაგეცადა...
გადაგეხედა, ჩაგესწორებინა, ამოგეღო, დაგემატებინა...
ბევრად უკეთესი იქნებოდა.
ცუდი ნამდვილად არ არის.
შემიძლია ვთქვა, რომ არც არაფერი აკლია იქამდე, ვთქვა კარგია.

წარმატებები.

 


№11 სტუმარი თებე

თითქოს იყო,რაღაც,სითბოს მაგვარი,სევდისფერი სითბოსი,თუმცა ბევრი რამ დამაკლდა,შენ ჩანახატში ნახევარი სამყარო ჩანს,როცა მე მთლიან სამყაროს ვხედავ..
არასრულფასოვნების შეგრძნება დამეუფლა და მომინდა ეს ჩანახატი ხელმეორედ დაგეწერა,უფრო მეტი მონდომებით. წარმატებები ! innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent