შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბიჭი


9-07-2015, 12:25
ავტორი xaski797
ნანახია 2 174

4 წლის წინ ერთი ბიჭი გავიცანი....მხიარული, დიდი ბრიალა თვალებით....დრო და დრო ჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაში...თუმცა არც არასდროს წასულა,უბრალოდ ვერ ვამჩნევდი მანამდე ვერც მის ბრიალა თვალებს და ვერც მის მზერას ჩემდამი...მერე მითხრა,რომ ვუყვარდი და ჩემი ზღაპარიც დაიწყო...ყოველი დღე ბედნიერების იყო...მეგონა სიზმარში ვიყავი და მეშინოდა არ გამღვიძებოდა..
.9 თვის თავზე კი ცოლობა მთხოვა,მითხრა რომ ასე აღარ შეიძლებოა გაგრძელება,რომ კიდევ ერთი ახალი წელი უჩემოდ არ შეიძლებოდა...მივხვდი,რომ არც მე მინდოდა მის გარეშე შეხვედრა..ეს იყო ჩემი პირველი ახალი წელი ჩემი ოჯახის გარეშე,ჩემს მეორე ოჯახში...იქ მისულს პირველი ორი პატარა შემომეგება,სრულიად უცხო გოგოს მოფერება დამიწყეს,თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვყოფილიყავით...ყველა მიყურებდა,მეფერებოდა მე კი ვათვალიერებდი ყველას და მინდოდა ეს სახეები დამემახსოვრებინა,ეს დღე არ დამვიწყებოდა თითქოს უკანასნელი იყო ჩემს ცხოვრებში...დრო გადიოდა და არც არაფერი იცვლებოდა...ისევ ისე მიზმერდა როგორც პირველად...მხოლოდ ერთი იცვლებოდოდა..ვხვდებოდი,რომ უბრალოდ არ შემეძლო ცხოვრება ამ ადამიანების გარეშე...
მაგრამ დროის შემდეგ აირია ჩემი ცხოვრება...ყველაფერი თავდაყირა დადგა ჩემში....ვიქრობდი,რომ ბედნიერი ვიყავი...
მეგონა ბედნიერება მხოლოდ ის იყო რომ უყვარდი,გაღმერთებდა თურმე სრულყოფილი ბედნიერება კიდევ სხვა რამ ყოფილა...ახლა,რომ მკითხოთ ბედნიერება რა არის?ახლა ვიცი რაც არის...აი აქ მუცელში და გულში რომ გრძნობ..რომ გეშინია თითქოს სიზმარია და არ დამთავრდეს მერე კი გირტყავს და გაფხიზლებს,რომ რეალობაა,რომ ის შენშია...გრძნობ...ყოველ ღამ რომ თვებს და დღეებს ითვლი თითქოს დიდი დროა გასული უკვე...
მერე ძილის წინ რომ მას ეფერება და გეუბნება,რომ უბედნიერესი ადამიანია თქვენთან...რომ აი ესაა რაზეც ოცნებობდა...
სიტყვა შენ ახლა თქვენით,რომ შეიცვალა...
ყოველი სახლიდან გასვლის დროს ლოყაზე,რომ გკოცნიდა და ახლა ეს კოცნა მუცელზე მოფერებამ ჩაანაცვვლა და მამას ძახილმა...იმან რომ გაგიჟდება შენი დანახვისას...ძილის წინ უაზრო საუბრები რომ შუაში გვეწვები...რომ დაგიკოცნით პატარა ფეხებს და ხელებს...რომ დაუძახებ მამ მიყვარხარ და ყელგამოწეული სთხოვ სიტყვების სანაცვლოდ კამფეტი მოგიტანოს...მერე კი მოსვლის დროს კართან დაელოდები...ექიმთან ყოფნის დროს რომ დიდი ბრიალა თვალებით გაკვირდებოდა და სახე უნათებდა...ემოციებს ვერ მალავდა თან არც უნდოდა რომ შეემჩნია...მერე სმს დაწერა და გაგზავნა რომ ბიჭი იყავი და შენი არსებობა ყველას /....იქიდან გამოსულს აღარ იცოდა რა ექნა ეყვირა თუ ჩამხუტებოდა...უაზროდ ეღიმებოდა...
ახლა?
ახლა დროც გავიდა შენ ისევ იზრდები ჩემში...მე და მამიკო კი გელოდებით ...შენს ყოველ დარტყმაზე ცრემლები მოსდის და დარჩენილ დროს ითვლის...თითქოს დრო იწელება და ჩვენს ჯინაზე არ იძვრის ადგილიდან...მერე მამშვიდებს,რომ ცოტა დარჩა და გნახავთ...რომ ხელში აგიყვანთ და ძალიან,ძალიან ჩაგეხუტებით,რომ ამ ბედნიერებას დასასრული არ აქვს და მერე უკვე სამნი ვიქნებით...რომ მე მემსგავსები...როგორ გატარებს და გასეირნებს...ყველა სურვილს და ახირებას როგორ აგიხდენს...როგორ ეტყვი ენის მოჩლექით მიკალხალ ზოგჯერ მგონია,რომ გავგიჟდით.....შევიშალეთ....ან უბრალოდ ჩვენი წარმოსახვის უნარია...მაგრამ არა...ეს ყველაფერი რეალობაა და ეს ჩემი ცხოვრებააა.........



№1  offline წევრი black))

Patara da dzalian tbili chanaxati iko ❤❤dzalianmomecona ^_^

 


№2  offline წევრი lamazmani

Kai chanaxati iyo sayvareli da tbili

 


№3  offline წევრი xaski797

lamazmani
Kai chanaxati iyo sayvareli da tbili

მადლობა *

 


№4  offline წევრი xaski797

black))
Patara da dzalian tbili chanaxati iko ❤❤dzalianmomecona ^_^

მადლობა :*

 


№5  offline წევრი xaski797

black))
Patara da dzalian tbili chanaxati iko ❤❤dzalianmomecona ^_^

მადლობააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent