შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მის არარაობა

1-10-2017, 22:18
ავტორი ლუ♋
ნანახია 2 273

-წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი
-მის არარაობა
-ასაკი?
-უფფ, მე დიდი ხანია 17_ის ვარ
-რას შეგვისრულებთ?
-არაფერს.
-----------
დიახ,
მე, არარაობა ვარ

მე არაფერს არ წარმოვადგენთ, ისე,
როგორ უნდა წარმოვადგენდე რაიმეს, როდესაც უკვე წლებია მოვკვდი და ჩემი სხეული დიდი ხანია კუბოში გაიხრწნა.

წარმომიდგენია როგორ ყარს კუბო, სადაც განისვენებს ჩემი ხოჭოებისგან შეჭმული სხეული, მაგრამ ჩემს სიკვდილს ერთი დადებითი მაინც აქვს - ეს საძაგელი არსებები შიმშილისგან არ მოკვდებიან.
-------

მე არარაობა ვარ.
დიახაც ვარ და ამით ვამაყობ.

----------

სიცოცხლეშიც ვყარდი და სიკვდილის შემდეგაც ვყარვარ.

სიცოცხლეში საქართველოსგან ვყარდი.

აი, სიკვდილის შემდეგაც, მაგრამ ამას კიდე მეორე დადებითიც აქვს, მე, სიმყრალეს უკვე ვეღარ ვგრძნობ.

ვეღარაფერს ვეღარ ვგრძნობ და ეს მე მაბედნიერებს.

-------

მაბედნიერებს ის, რომ ვეღარასოდეს შევიგრძნობ მყრალი საქართველოს, სიმყრალეში ერთიანად გასვრილ ხალხს, რომელიც მხოლოდ ერთმანეთის დაჭმაზე ფიქრობენ.

---------

მანედნიერებს ის, რომ ვეღარ დაინახავს ჩემი ყავისფერი სფეროები, ამ, დაზომბირებულ ხალხს, რომლებსაც გადატყავებული აქვს მუხლები მეტანიების კეთებით და არარსებულზე ლოცვით.

---------
დიახ, მე არარაობა ვარ.
--------

სიცოცხლეში მინდოდა ავმდგარიყავი და მეყვირა, რომ ყველანი ცოდვის შვილები ვართ, მაგრამ ვერ შევძელი, მარტივი მიზეზის გამო, რადგან მე არარაობა ვარ.

---------

ნეტა საერთოდ არ დავბადებულიყავი ამ მყრალ ხალხთა შორის.
-------
დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს, ჩემი ფეხით შევიდოდი აფთიაქში და პრეზერვატივს ვიყიდდი, აი, იმ პრეზერვატივს, რომელიც ჩემს დაბადებას ხელს შეუშლიდა.

------
და მაინც
მე არარაობა ვარ.

--------
და მაინც
მე მკვდარი ვარ.

-------
და მაინც
მე ბედნიერი ვარ.

№1 სტუმარი კორლეონე

მიკვირს, საიდან მოდის ამდენად დიდი უარყოფითი ემოცია.
თუ კი არარაობა ხარ, არ უნდა ამაყობდე ამით. არც "მყრალ" ხალხში ცხოვრებას უნდა ეგუებოდე.
თუ კი საქართველო გეზიზღება, უბრალოდ უნდა წახვიდე.
არ მესმის ადამიანების, რომლებიც თვითგვემას მიეცემიან და არაფერს აკეთებენ ცხოვრების შესაცვლელად.
არ მომეწონა.

(მთავარი მაინც ის არის მატლებს რომ არ მოშივდეთ, ხო? :)) )

№2  offline წევრი ლუ♋

კორლეონე

მე გეტყოდი სულიდან მოდისთქო, მაგრამ აზრზე არ ვარ სული მაქვს თუ არა.
მაშინ გეტყვი, რომ გულიდან მოდი აქ, მაგრამ ის დიდი ხანია გაჩერებულია.

მაშ საიდან?
კუბოდან

პასუხი კითხვაზე რატო არა ვაკეთებ არაფერს?
რადგან მე დიდი ხანია მოვკვდი.

№3 სტუმარი კორლეონე

ლუ♋

ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდითო კი თქვა "დაგდაგანმა", მაგრამ ყველაფერი კი არ უნდა დაუჯერო მაგათ...

№4  offline წევრი Mtirala

ხალხი მყრალი არ არის...
ერთეულები არიან მყრალები...
უარყოფითი ემოციით სავსე, ჩემთვის რეალობას აცდენილი ჩანახატი.
იყო და ალბათ უნდა ყოფილიყო კიდეც ასეთი, მაგრამ მე არ მომეწონა...
და პრეზერვატივი?!
ეგ არ უნდა გეთქვა, ეგ არ უნდა დაგეწერა...
ზუსტად მაგიტომ არ მომეწონა.
წარმატებები, მაინც.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№5  offline წევრი ლუ♋

კორლეონე
ლუ♋
კორლეონე
მიკვირს, საიდან მოდის ამდენად დიდი უარყოფითი ემოცია.
თუ კი არარაობა ხარ, არ უნდა ამაყობდე ამით. არც "მყრალ" ხალხში ცხოვრებას უნდა ეგუებოდე.
თუ კი საქართველო გეზიზღება, უბრალოდ უნდა წახვიდე.
არ მესმის ადამიანების, რომლებიც თვითგვემას მიეცემიან და არაფერს აკეთებენ ცხოვრების შესაცვლელად.
არ მომეწონა.

(მთავარი მაინც ის არის მატლებს რომ არ მოშივდეთ, ხო? :)) )

მე გეტყოდი სულიდან მოდისთქო, მაგრამ აზრზე არ ვარ სული მაქვს თუ არა.
მაშინ გეტყვი, რომ გულიდან მოდი აქ, მაგრამ ის დიდი ხანია გაჩერებულია.

მაშ საიდან?
კუბოდან

პასუხი კითხვაზე რატო არა ვაკეთებ არაფერს?
რადგან მე დიდი ხანია მოვკვდი.

ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდითო კი თქვა "დაგდაგანმა", მაგრამ ყველაფერი კი არ უნდა დაუჯერო მაგათ...

მომიტევეთ, მაგრამ "გადატანის" შესახებ არანაირი ინფო არ გამაჩნი.
იქნებ განმანათლოთ

№6 სტუმარი კორლეონე

ძალიან კარგი ქართული ჯგუფია "დაგდაგანი".
ერთი სიმღერა აქვთ - ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდით.
მოუსმინე, მოგეწონება. (მეც ძალიან მომწონს)

№7  offline წევრი ლუ♋

მადლობთ, მაგრამ თქვენი კომენტარები "საშინლად" მაოცებს.

ნაწერის შეფასება გევალებათ და არა მისი შინაარსის, ავტორის ცხოვრებისა და ეგზისტენციალური კრიზისის.

შეგიძლიათ მითხრათ გრამატიკული შეცდომები თუ მაქვს, მივესალმები ამას, იმას კი ნუ მეტყვით ეს არ უნდა დაგეწერა და ა.შ.

შეაფასეთ ჩანახატი და არა თვითონ ავტორის "ცხოვრება"

№8 წევრი MmariiamM))

მოულოდნელი იყო, როდესაც სათაური წავიკითხე რაღაც მზგავს მოველოდი, თუმცა არა ასეთ თვით გვემასა და თავის დამდაბლებას. ჩემი აზრით საკუთარი აზრის გამოხატვის არც ისე კარგი მეთოდია.
--------------------
Mm))

№9 სტუმარი EXIT

ეს საკონკურსო ჩანახატი კი არა საკუთარი თავის და ადამიანების შეურაცჰყოფა იყო
ამაზრზენი ტექსტით! ბაი

№10  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგია..
მაინტერესებს წლების შემდეგ, რომ იპოვი ძალას, მარადიული ძილისგან განთავისულდე, რომ მკვდარი აღარ იქნები, არც არარაობა,
რას ეტყოდი საკუთარ თავს?

№11  offline წევრი ლუ♋

terooo
კარგია..
მაინტერესებს წლების შემდეგ, რომ იპოვი ძალას, მარადიული ძილისგან განთავისულდე, რომ მკვდარი აღარ იქნები, არც არარაობა,
რას ეტყოდი საკუთარ თავს?

თუ ეგრე როდესმე მოხდა, ჩემს თავს ვეტყვი, რომ განვლილ წლებს არ ვნანობ, ზუსტად ამ წლებმა შემმატეს მე ყველაფერი ახალი.

მე არ ვიქნები არარაობა და ამით ასმაგად უფრო ვიამაყებ.

№12  offline აქტიური მკითხველი terooo

ლუ♋
terooo
კარგია..
მაინტერესებს წლების შემდეგ, რომ იპოვი ძალას, მარადიული ძილისგან განთავისულდე, რომ მკვდარი აღარ იქნები, არც არარაობა,
რას ეტყოდი საკუთარ თავს?

თუ ეგრე როდესმე მოხდა, ჩემს თავს ვეტყვი, რომ განვლილ წლებს არ ვნანობ, ზუსტად ამ წლებმა შემმატეს მე ყველაფერი ახალი.

მე არ ვიქნები არარაობა და ამით ასმაგად უფრო ვიამაყებ.

ძალიან მიხარია რომ ეს პასუხი მივიღე...
და ამ წამს მითხარი რომ შენ ახლაც არ ხარ არარაობა, ცდილობ ყოველ წამს უკეთესი იყო ,

№13  offline წევრი მეამბოხე ^^

ვერ გავიგე..
შენ თუ არარაობა ხარ, სხვას რატომ აყენებ შეურაწყოფას..
ან საქართველო რა შუაში არის, შენ თუ ტალახში ხარ ჩაფლობილი.
და რაც მთავარია, ყველას ერთ ქვაბში რატომ ხარშავ.
საკუთარ თავს რატომ აძლევ ამდენის უფლებას, სხვას ჩირქი მოსცხო.
არა, მაინც ვერ ჩავწვდი ამ ჩანახატის აზრს, რისი თქმა გსურდა. anguished

№14  offline მოდერი Eleniko13

“მე არარაობა ვარ.
დიახაც ვარ და ამით ვამაყობ.”

რაობა, როგორც ასეთი,
არც ისე ხშირადაა სახარბიელო,
მე სულ მეზიზღებოდა ეგ სიტყვა.
არარაობა კიდევ რაობად არ ყოფნას ნიშნავს და
საამაყოა ხოლმე, ხანდახან იღონდ,
არა-ყოველთვის.

პრეზერვატივს საკუთარი დაბადებისთვის
ხელის შესაშლელად ვერ იყიდდი,
რადგან დროში დაბრუნება
არ გულისხმობს იმას, რომ შეგეძლო
არდაბადებულს,
არჩაფიქრებულს და
არარსებულ არარაობას აფთიაქის
კარები შეგეღო და
გეთქვა, რომ პრეზერვატივი გინდა,
მარწყვის არომატით.
ან იქნებ სხვა უფრო მოგწონს, რავიცი,
აზრზე არ ვარ,
საიდან უნდა ვიცოდე.

მყრალ ხალხს სუნი არ ასდით.
შენ კომბოსტოს
სუნად ყარხარ,
მსგავსად უშინაარსო,
უმიზნო ჩანახატისა და
ამ ხალხს,
რომელთა შორის ზოგს მიწის სუნი ასდით,
და ზოგი შანელის გარეშე თავს შიშვლად გრძნობს,
არასდროს ასდენიათ მყრალი სუნი.
ნურაფერს იტყვი როცა
არაფერი იცი.
როცა წარმოდგენა არ გაქვს.

მკვდრები არ ცოცხლობენ.
გარტყმაში არ ვარ,
თავს მკვდრად რა გარემოება გაგრძნობინებს,
მაგრამ ულტრათანამედროვე მეცნიერება ვერ და
არ და მაინც ვერ არის იმ დონეზე,
ამხელა ფუფუნება რომ
მოგვცენ,
თითქოს მკვდრები ვართ და
თან ვგრძნობდეთ,
თან ვწერდეთ,
თან...

მაგრად მეძინება.
თან დაღლილი ვარ და რაღაცნაირად
კომენტარის დაწერა მომინდა,
თორე ძაან არ მაინტერესებდეს ახლა
ეს ჩანახატი და
ავტორის პესიმიზმი,
ჩემში რომ ზიზღს კი არა,
საერთოდ არაფერს არ იწვევს, იმიტომ რომ
მაგრად...
ნუ, მიხვდები.

წარმატებები,
უკეთეს ცხოვრებას გისურვებ,
ცოტა უფრო საინტერესოს რა.
მეტი იკითხე,
თავს საკაიფოდ იგრძნობ.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

№15  offline წევრი მეამბოხე ^^

Eleniko13

დაილოცოს შენი თითები:დ ჩემი სათქმელი გადმოეცი;დდდდდ

№16 სტუმარი Guest გიკი გოგო

კარგით ხალხო! ნუ შეჭამეთ ეს ბავშვი. კარგით!
საზიზღრობა დაწერაო და ამაზე უარესს უწერთ თქვენ!
რა საჭიროა მის პირად ცხოვრებაზე გადასვლა
შეაფასე ნაწერი:მოგეწონა ან არ მოგეწონა ა ვსო რა.
ახლა რაც შეგეხება შენ,ავტორ. ყველას გვქონია რთული პერიოდი, ათასჯერ მაინც გეტყოდნენ ამას და ამოგივიდა ალბათ უკვე ყელში მაგრამ ათასმეერთედ გეტყვი რომ გაივლის, შენც შეიცვლებ, სხვებიც, გარემოც. ერთი სიტყვით, აუცილილებლად გათენდება შენთვისაც, წერე, იკითხე, ყველას ნუ მოუსმენ, რაც შიგნით გაქვს და გაწუხებს ადექი და გადმოაფრქვიე.
რაც მთავარია გულთან ახლოს ნუ მიიტან იმ ხალხის შენიშვნებს, რომლებიც "შეურაცხყოფის" მაგივრად დღემდე "შეურაწყოფა" წერენ wink
მეტი პოზიტივი და ბევრი წარმატება შენ

№17  offline წევრი ლუ♋

#შეურაცხყოფა

№18 სტუმარი Guest თეონა

ხასიათი გამიფუჭა...მაგრამ მიუხედავად ამისა წარმატებები.

№19 სტუმარი Guest მარი

მომეწონა, არ ვიცი რატომ მაგრამ მომეწონა, კომენტარებს გადავხედე და თავიდან თავი შევიკავე, მაგრამ დავწერე არ გამკიცხოთ არავინ მაგრამ ძალიან მომეწინა რატომღაც მოვიხიბლე. წარმატებები

№20 სტუმარი შავი ორქიდეა

მე პატივს ვცემ შენს აზრს სამყაროზე, ადამიანებზე და საერთოდ, სულზე, თუმცა არ გეთანხმები. ყოველ ადამაინს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, ასევე შენც. თუმცა ვერ ვხვდები ასე შავად რატომ ხედავ ყველაფერს? ნამეტანი დადაიზმია, ასეც არ შეიძლება. სამყარი მშვენიერია, ცხოვრებისგან ბევრი სიამოვნებია მიღება შეგიძლია. ნუ იფიქრებ ცუდზე. სიკვდილს ყოველთვის მოასწრებ, მატლები ყველას შეგვჭამენ, ნუ დარდობ. გაიღიმე.

№21 სტუმარი Guest teresa

ეს ჩანახატი ზუსტად ისეთი არაფერია ჩემთვის, როგორც შენ არარაობის რაობა აღწერე მასში.
გეთანხმები რამეში? არა.
გრამატიკულად გამართულია? არა.
რატომ ჩქარობ? მატლები არავის დატოვებენ შეუჭმელს და არც იმაზე არ ინაღვლო, რომ დღეს მშიერნი არიან.
უბრალოდ არ მესმის, რატომ უნდა უყურებდე ცხოვრებას ასე პესიმისტურად.
რატომ უნდა ფიქრობდე ასე, არც ეგ ვიცი,
მაგრამ
მინდა, არ მინდა პატივი უნდა ვცე შენს აზრს.

№22 სტუმარი fadingsoul

არანაირად ვეხები შინაარსს.
შენი სამყაროა, შენ ქმნი და მე არ შემოგეჭრები, მაგრამ...
დარწმუნებული ხარ, რომ უნდა იამაყო იმ მდგომარეობით, რასაც არარაობად ყოფნა ჰქვია?
არ ვეხები, მაგრამ არც არანაირად ვეთანხმები.
დარწმუნებული ვარ, შენ ისეთი ასაკი გაქვს სამყაროს ნათელ, სასიამოვნო ფერებში უნდა ხედავდე მიუხედავად იმისა, რომ რეალურობის შეგრძნებაც არ უნდა დაკარგო.
ცუდად ხარ? - ეცადე კარგად იყო!
გამოასწორე, შეცვალე, შენს თავზე იზრუნე.
რატომღაც მეგონა, რომ შენს მდგომარეობას შეეგუე. არადა ასე არ უნდა იყოს, არანაირად.

დასაწყისი მომეწონა. აი, დიალოგის ეპიზოდი. მეგონა რამე ძალიან მაგარს წავიკითხავდი, მაგრამ...

კიდევ გეტყვი,
შენვე გამოასწორე შენი თავი.

უფრო კარგი ცხოვრება შენ.
ეცადე, ცხოვრების საინტერესო მხარეები დაინახო და მერე შენი რაობა გაამაყებინებს საკუთარ თავს.

პ.ს. იყო გრამატიკული შეცდომებიც. თუმცა, ეს უკვე კონკრეტულადაც გითხრეს.

წარმატებები.

№23 სტუმარი თებე

მდაჰ,რა შემიძლია რომ ვთქვა?!
უფლება გაქვს დაწერო ის,რაც გინდა,მაგრამ ყველასგან ნუ მოინდომებ შექებას.
სიმძიმით და სიმყრალით გაჯერებული ჩანახატია,აბდაუბდა,უმისამართო კონვერტივით მიბნეული ნაწერები.
"მყრალი ვარ"
"მყრალი ვარ"
გავიგეთ ბატონო,მაგრამ იქნებ საკონკურსოდ სხვანაირი ჯობდა?!
უფრო მსუბუქი ადამიანის სახე რომ აგეღო,რომელიც ქვეყნის სიძულვილზე და პრეზერვატივის არასწორ ხმარებაზე არ დაწერდა. :)
ხო,ვიცი,შენ რაც გინდოდა ის დაწერე,არ შემახსენო,მაგრამ მე ნამდვილად ვერ ვიწონებ,იმიტომ რომ ამაზე დიდი სიმშრალე ჩანახატი არ არსებობს,ცარიელი სიტყვების რახარუხია.
ემოციურად მძიმე და ძლიერი რომ ყოფილიყო ძალიან კარგი იქნებოდა. confused

№24  offline წევრი HeeChul-ah

არ ვიცი ვინ ხარ, რამდენი წლის ან რატომ ხარ ასე პესიმისტურად განწყობილი, მაგრამ გისურვებ მალე გეპოვოს ის, რაც სიხალისეს შეგძენს.
--------------------
Nico nico nii

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent