ხელები...ოხ ეს ხელები
ხელებსაც თავისი საუბარი გააჩნიათ. თითი თითს ეხება ხელი ხელს და ერთიანად დაივლის ხოლმე სხეულში. გაყინულ ხელზე ხელის შეხებისას ერთიანად იყინება სხეული. თბილ ხელზე ხელის შეხებისას ერთიანად თბება. სიმართლე რომ ვთქვათ დიდი მნიშვნელობაც არ აქვს გაყინული თუ თბილი ხელით გვეხება ადამიანი. მთავარია ამ ადამიანს რა ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს გონებაში თუ ჩვენს გულში. რამდენი რამ გადაუტანია ჩვენს ხელებს...რამდენი ცრემლი მოუწმენდია სახიდან...რამდენი, რამდენი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი გადაუტანია. ხორციელი ბუნება, ადამიანის სხეული, მისი გარეგნობა ვერ ავლენს მისსავე სულიერ ბუნებას. ადამიანის ხელებს ეტყობათ სულის მოძრაობა. ჩვენს ტკივილსაც ხომ ხელების საშუალებით ვღწერთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში ჩამოხჩობისას ადამიანი ხელებს აქნევს, თითქოს ცდილობს ჰაერს მოხვიოს ხელი და მასთაბ მიიტანოს. სინათლე დაკარგული ხელებით ცდილობს გზა გააგნოს. შეეხოს რაიმეს და შეხებით მიხვდეს თუ რა ნივთია. მწერლებს რამდენი გენიალური ნამუშევარი შეუქმნიათ ჩვენთვის. რამდენჯერ გვიმოგზაურია დაუსწრებლად არაერთ ქვეყანაში. და მაინც რამრენი უთქმელი სიტყვა დაწერილა. რამდენი ტკივილი და ფიქრი აღწერილა. ნაბეჭდი ნაწერი, მოთხრობა თუ ჩანახატი კარგია, თუმცა მაინც მგონია რომ ხელნაწერში რომ ჩანს და მას რომ ეტყობა ტკივილი და ყოველივე რაც აღწერილია ისე მას ნაბეჭდში ვერ ვიგრძნობთ. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს იმ ადამიაბის, ხელწერა, კალიგრაფია,ვისაც დიდი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ალბათ ბევრისთვის არაფერია, თუმცა სადმე რომ წავაწყდე საყვარელი ადამიანის მიერ რაიმე ჩანაწერს. რაიმე სიტყვას, თუნდაც ჩემზე არ იყოსმაინც სიყვარულითა და სითბოთი აღვივსები. ფურცელსაც, ნაწერსაც ეტყობა რა მონდომებით, რა სიყვარულით, რა ტკივილითა და რა ტანჯვით თუ რა წამებით არის ნაწერი. თქვენს მობილურზე გამოგზავნილ " სმს " ს ის ძველებური ხელნაწერი მირჩევნია, თუნდაც ფურცლის შევსავსებად რომ უხვსიტყვაობას დავიწყებთ ვინ იცის რამდენი სალანძღავი თუ თბილი სიტყვა გვახსენდება... და მაინც კარგი სიტყვებით უფრო ლამაზად ვწერთ მგონია, ხოლი სალანძღავ სიტყვებს, უფრო გამწარებით, სწრაფად და მიყრით. გინდ კომუნისტა მიწოდეთ გინდ ძველმოდური, უბრალოდ ნაბეჭდს მაინც ის ხელნაწერი მირჩევნია, რომელშიც ჩემი აზრით მთელი სული და გული დევს. მახსოვს ერთი ჩვეულებრივი ბლოკნოტი ვიყიდე. მინდოდა ჩემი ჩანახატებითა და ლამაზი მოთხრობებით გამევსო. ეს შევსებული ბლოკნოტი საყვარელი ადამიანისთვის მეჩუქებია, თუმცა შევსებისას იმდენად შემიყვარდა ყოველივე მოთხრობა, ჩანახატი, სიტყვა თუ ასო გასაჩუქებლად დამენანა. მივხვდი რომ ჩემსავით ის ბლოკნოტი არავის ეყვარებოდა. ვერ მიხვდებოდა იმის ფასს, რასაც მე ასე ვაფასებდი და მიყვარდა. ყველა ადამიანი ინდივიდულაურია. ფიქრობს იმას და იმდენს რამდენის შეგნებაც აქვს. ყველა სხვაგვარად ფიქრობს და ვერ მოთხოვ რატომ ჩემსავით არ გიზიდავს ხელნაწერებიო? რატომ ასე არ გიყვარს როგორც მეო? თუ თქვენც ოდესმე დაგიწერიათ რამე რაც ძალიან მოგწონთ ან შეგიქმნიათ რაიმე ისეთი რასაც გასაჩუქებლად ვერ გაიმეტებდით მიხვდებით ჩემი ნათქვამის აზრს. თუნდაც მხატვარს სთხოვეთ ერთი ნახატი მაინც გაჩუქონ. დიდად გაუძნელდებათ ყველაზე ცუდი ნახატის ჩუქებაც კი, რადგან მათ მთელი სული და გული ჩადეს ამ ნახატში. ისეთი რაღაც ხომ გაგიჩუქებიათ, რაც ბევრს ნიშნავდა თქვენთვის,თუმცა იმის გამო რომ სხვა გაგებედნიერებიათ გაგიმეტებიათ. ხდებახოლმე...ბევრი რამ ხდებახოლმე...ხელები...ოხ ეს ხელები. რამდენ რამეს ქმნიან, რანდენს იტანენ და მაინც ჩვენთან არიან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.