შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეული


2-10-2017, 18:04
ავტორი mariako1997
ნანახია 1 816

12.09.17
05:41
ის მიდის, ჩემი ნაწილაკი მიდის....
და თითქოს ერთიანად ტოვებენ მისი უჯრედები, ჩემი სხეულის უჯრედებს..
ბოლოჯერ მეხება,ბოლოჯერ მითათუნებს ხელებს, ჩემს ბუნჩულა ლოყებზე.
ბოლოჯერ მჩქმენტს.
ბოლოჯერ ფრთხილად მკოცნის თითებზე და ტუჩის კუთხით იღიმის, როგორც სჩვევია..
მერე სახე ეცვლება,ისე უცბად იცვლება, მისი ყოველი მიმიკა, ნაკვთი და თითქოს წვიმს...
მტოვებს...
ჰო ძალიან არ უნდა, მაგრამ მტოვებს, ამ უკიდეგანო ქვეყანაზე მარტოს და თითქოს არც ფიქრობს..
ვხვდები, რომ სულშიც წვიმს, ჩემს მეშიც წვიმს.
თავს ვხრი და წამის მეასედში მას ვეკვრი, მთელი არსებით..
ცრემლებს დაღლილი მაჯებით, ჩუმად ვიცილებ სახიდან და ღიმილს ვცდილობ.
გულწრფელს არა, მაგრამ ვცდილობ.
ვცდილობ და ნამდვილად არა ტყუილად, შესანიშნავად გამომდის.
მის ამღვრეულ სახეზე, იმწამს, ახალგაზრდა ნაოჭებიც კი მეჩვენება და მის თვალებში ვიძირები..
ვერ ვუგებ, მე მისი არ მესმის.
მან ჩემი დატოვება შეძლო ....
ახლა მცივა ..
ძალიან მცივა...
თითქოს ისე მცივა, როგორც არასდროს!
როგორც არცერთწამს ჩემს ცხოვრებაში...!!
მივდივარ...
დაზარებით ვადგამ ნაბიჯებს უკან და ვბრუნდები მისგარეშეობაში...
საშინლად დამძიმებული და გულგატეხილი.
დრო გადის...
იწელება..
თითქმის თოვს..
მაგრამ მაინც გადის...
ისევ ვზივარ, მოჩუქურთმებულ ცისფრად შეღებილ აივანზე და გავყურებ ქუჩას.
გავყურებ და თითქოს, ყოველი გამვლელი ის მგონია.
შემდეგ ვხვდები რომ მცივა...
და აკანკალებული ჩემს ნარინჯისფერ ოთახში ვბრუნდები, ვუახლოვდები ჩემს კარადას და საგანძურივით მოფრთხილებულ მის მოსაცმელს, ცხვირითა და მთელი ფილტვებით ჩავისუნთქავ...
გარეთ ისევ წვიმს ...
წამით ბედნიერიც კი ვარ..
წამით მეტირება...
და ვხვდები რომ მარტო ვარ..
მარტო და სულის ტკივილამდე მონატრებას ვგრძნობ...
ვიცი რომ იმაზე უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე იმსახურებს...
ყელში რაღაც ცრემლებით და სევდებით გაჯერებული, გორგალი მახრჩობს.
არ მაძლევს საშუალებას გამართულად ვილაპარაკო და ნორმალურად ვისუნთქო.
ახლა სხვაგან ხარ...
სხვაგან გიცემს გული...
სხვა ჰაერს სუნთქავ...
სხვა გარემოს ხედავ....
სხვაგან დააბიჯებ...
ჩემგან 3000კმს მოშორებით არსებობ და თითქოს სხვა ხარ.....
ვფიქრობ, ორი ნაწილი ვართ, ერთი მთლიანობის, მაგრამ ალბათ არც ამაში დამეთანხმებოდი.
უკანასკნელ იმედებს ვიგონებ და მთელი ჩემი არსებით ვეჭიდები....
ვეჭიდები რომ არ ჩავიძირო...
შეიძლება წავბორძიკდე, მაგრამ არ დავეცე.
ყველაზე მძიმე მომენტები კი უკანასკნელ გამოგონილ, იმედებსაც მიმსხვრევენ.
მე ვკვდები...
ზემოდან ვუყურებ ჩემსთავს და სიბრალულს ვგრძნობ.
ალბათ შენ სინანულს.
მივფრინავ...
მე ყოველთვის მინდოდა მეფრინა.
არ მჯერა, რომ რასაც ვწერ ძალა აქვს. ძალა მხოლოდ იმას აქვს, რასაც ვერასდროს დავწერ.



№1 სტუმარი კორლეონე

როგორ გითხრა, ცოტა დამღლელი იყო...
ანუ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ერთიდაიმავე ფრაზებს იმეორებდი, ან ერთიდაიმავე ემოციებს.
წარმატებებს გისურვებ, რაც არ უნდა იყოს <3

 


№2 სტუმარი Giffin

ლამაზი ნაწერია. მგონია რომ შეგიძლია წერა, მაგრამ რაღაც აკლდა.
განაგრძე წერა აუცილებლად.

 


№3  offline წევრი mariako1997

კორლეონე
როგორ გითხრა, ცოტა დამღლელი იყო...
ანუ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ერთიდაიმავე ფრაზებს იმეორებდი, ან ერთიდაიმავე ემოციებს.
წარმატებებს გისურვებ, რაც არ უნდა იყოს <3

Giffin
ლამაზი ნაწერია. მგონია რომ შეგიძლია წერა, მაგრამ რაღაც აკლდა.
განაგრძე წერა აუცილებლად.

მადლობა <3

 


№4 სტუმარი fadingsoul

იყო ფრაზები, ძალიან რომ მომეწონა.
საბოლოო ჯამში, კარგი იყო. ვფიქრობ, უფრო უკეთესის წერაც შეგიძლია.

წარმატებები!

 


№5  offline წევრი mariako1997

fadingsoul
იყო ფრაზები, ძალიან რომ მომეწონა.
საბოლოო ჯამში, კარგი იყო. ვფიქრობ, უფრო უკეთესის წერაც შეგიძლია.

წარმატებები!

დიდი მადლობა <3

 


№6  offline წევრი veroo

წარმატებები ძალიან გულში ჩამწვდომია❤

 


№7  offline წევრი mariako1997

veroo
წარმატებები ძალიან გულში ჩამწვდომია❤

გამახარე ძალიან

 


№8  offline წევრი Mtirala

არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო,
მაგრამ მაინც...
წარმატებები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9  offline წევრი mariako1997

Mtirala
არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო,
მაგრამ მაინც...
წარმატებები ❤

ვაიმე არ იყო და ნუ იყო.საკმარისია ერთმა დაწეროს და ყველა იმას იმეორებს )))აზრი არავისთვის მიკითხავს)) მადლობა

 


№10 სტუმარი Guest teresa

ერთდროულად დამღლელიც იყო და არასაკმარისიც, ეს ცუდია.
არც მეყო და თან აღარც მინდოდა კითხვა, მაგრამ იყო ფრაზები, რომლებმაც მომხიბლა და რომელმაც მომცა იმის თქმის საბაბი, რომ თუ იმუშავებ საკუთარ თავზე, შეძლებ.
ჰო, სიტყვა ''მისგარეშეობა'' განსაკუთრებით ჩამრჩა გულში, თუ რატომ, ეს შენ გადაწყვიტე.

 


№11 სტუმარი ჟოლო

სევდა ცოტა ბანალურობაში გადაიზარდა და გაიწელა. ცოტა ხელოვნურობა აჩნდა ნაწერს. თუმცა, წერა არ შეწყვიტო, ჩანს რომ შეგიძლია. მართლაც სიტყვა "მისგარეშეობა" ცოტა უცნაურად, მაგრამ მაინც მომეწონა.

 


№12  offline წევრი Mtirala

mariako1997
Mtirala
არ იყო ის რაც უნდა ყოფილიყო,
მაგრამ მაინც...
წარმატებები ❤

ვაიმე არ იყო და ნუ იყო.საკმარისია ერთმა დაწეროს და ყველა იმას იმეორებს )))აზრი არავისთვის მიკითხავს)) მადლობა

ცუდად და საწყენად არ მითქვამს, მაგრამ ასე გაიგე... არ ვიცი რას წერენ კომენტარებში, მაგრამ მგონი მაქვს უფლება ჩემი აზრი გამოვხატო... აზრი არ მიკითხავს არავისთვისო, როდესაც დებდი ამისთვისაც უნდა ყოფილიყავი მზად
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent