შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქრების მიღმა..


17-10-2015, 10:57
ავტორი ბარბარეე
ნანახია 2 008

ნისლებთან ერთად ფიქრები ქრება..
სცენა მთქვრდება...
ნიღაბი ჩნდება..
და შუაღამეს შენი თვალები მე მელანდება..
ლამპიონი კი არსებობის ოცნებად რჩება..
ყველაფერი ჭკნება და კვდება..
შემოდგომაც მიდის და მტოვებს..
წვიმაა..
გარეთ ჩემეულად წვიმს და შენეულად ვსუნთქავ..
გასაღების ჩხარუნს ყურთასმენა მიაქვს და სიჩუმეს ბოხი ბარიტონი ამეფებს..
და აი ახლა უბრალოდ ქარია გარეთ...
და აი ახლა უბრალოდ შემომაწვა მონატრება..
სულს ღრღნის ფოთოლცვენა და მცივა..
ნისლებთან ერთად ყველაფერი ქრება და მიდის..
გულს შენი მოგონებებიც აღარ რჩება..
იციი მინდა რომ აღარასდროს დაესვენნონ დროშები..
იცი მინდა რომ აღარასოდეს ვნახო შავებში ჩაცმული ქართველი ქალი..
ახლა იცი რა მინდა.. შენი ამოსუნთქვა..
შენი კოცნა მფეთქავ არტერიაზე და გაზაფხული..
ბოლომდე ვერავინ გაიაზრებს მონატრებას..
მე არეული გრძნობების მხატვარი ჩემნაირ მესაფლავეს მოვკლავ..  დიახ მოვკლავ და მერე გავქრები..
შენში მოგონებებს მოვკლავ და დამმალავენ ლანდები..
სცენაა ნელნელა ეშვება ფარდები და  ვფიქრობ რომ ცხოვრება დრამაა.. თამაშია.. ჩვენ ადამიანები კი თამაშის ყველაზე საწყალი მონაწილეები ვართ..
 ადამიანები მარიონეტებივით მოძრაობენ შეკრული ცის ქვეშ.. საწყალობლად წვიმა დარჩენიათ მათ და იქაც კი ქოლგებით დადიან .. მე ვითომ მწერალს უფოთლოდ დარჩენილი ხეები მტკივა.. უსისხლოდ დარჩენილი მარტოსულიც.. სევდიანი მხატვარიც და ის მოხუციც კი დილით ერთი გუდა რომ ჰქონდა მოკიდებული ზურგზე და სასაფლაოსთან რომ დაიჩოქა.. მას თავისი შვილი სტკიოდა.. სტკიოდა მის გარეშე გატარებული წამები.. მაგრამ ამაყობდა იმით რომ მან სამშობლოსათვის გაწირა თავი.. ჩვენეული ჯარისკაცის მამა..  ჩვენეული ამოუსუნთქავი ჰაერი და უსულო დედამიწა..
ახლა კი გეტყვი რომ მინდა აქ იყო ჩემთან და შენს თითებს ვგრძნობდე წელზე..
ნისლებთან ერთად ფიქრები ქრება..
სცენა ირღვევა
და
მე კი ვცდილობ დედამიწისეულ თამაშს გამოვეთიშო..
და..
სანამ ცას ბოლო ვარსკვლავი მოწყდება..
სანამ თვალებს დავხუჭავ..
გეტყვით რომ..
თითოეული მათგანი შერჩენილი სიყვარულით მიყვარხართ..
ბედნიერება კი ნამდვილად წვრილმანებშია ..გწამდეთ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent