შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

You, my Soulmate


3-10-2017, 19:13
ავტორი Manikaaa
ნანახია 1 842

ალბათ არ იცი რას ნიშნავს ჩემთვის ის, რომ უბრალოდ არსებობ.

რას ნიშნავს,რომ ჩემთან ხარ, ხან ახლოს, ხან უფრო შორს, მაგრამ ყოველთვის ჩემთან, როცა მჭირდები, ანუ სულ. არ იცი რას ნიშნავს, რომ გგრძნობ. როცა შეგიგრძნობ მთლიანად, შენ, ჩემი სულის სარკეს, გულის ხმას.

გგრძნობ, როგორც ჩემსას, ჩემი ერთიანობის, მთლიანობის ნაწილს.

გგრძნობ, როგორც სურნელს, რომელიც მხოლოდ მე ამდის, რომელიც შენ ხარ.

გგრძნობ, როგორც მზერას, რომელსაც თვალებით ვასხივებ, გასხივებ.

გგრძნობ, როგორც სითბოს, რომლითაც ბევრს ვათბობ, შენით.

გგრძნობ, როგორც სულს, რომელიც მხოლოდ ჩემშია; სინათლეს, რომლის დანახვაც სიცოცხლის ნიშანია; სიმშვიდეს, რომელიც ქაოსია, რომელიც შენ ხარ.

შეხებას, რომელიც არ ვიცი, არსებობს თუ არა, არ ვიცი, რეალურია თუ ჩემი წარმოსახვის, სიზმრების, ოცნებების გადმონაშთი.

შეხებას, რომელიც მაფორიაქებს, მრევს, მთიშავს, მეორედ მბადებს, თან მათბობს, თან მყინავს, თან მაღლა მაფრენს, თან მაქრობს, მკარგავს სადღაც, შორს, იქ, სადაც მხოლოდ შენ გხედავ და თეთრ, სუფთა ღრუბლებს, ისეთს, როგორიც ჩვენი გრძნობებია, ისეთს, როგორიც ჩვენ ვართ, ისეთს, როგორიც ერთად ვართ – მე და შენ, ცალ-ცალკე არა, ერთად, ჩვენ.

არ ვიცი, ვინ ხარ. ვერ მეცოდინება, არ მეცოდინება ცხოვრების ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს არის სიცოცხლე, შენ ხარ სიცოცხლე, შენ ხარ ის, რაც შეიძლება ვერასდროს დავინახო, მაგრამ სულ ვგრძნობდე.

ვიცი, რომ სულ ჩემთან ხარ. ხან სურნელი, ხან მზერა, ხან სითბო, ხან სიჩუმე ხარ, ანუ ქაოსიც, რომელიც ხან მაგიჟებს, ხანაც მამშვიდებს და მერე ტირილამდე მივყავარ. ისე მამშვიდებს, რომ გარესამყაროს ვწყდები და სრუილად მარტო ვრჩებით მე და შენ – ხან სურნელის, ხან სითბოს და ხან უბრალოდ, გულის ხმის სახით. ხმა ხარ, რომელიც სულ ჩამესმის, ხმა, რომელიც იმდენად ნაცნობია, იმდენად ახლო, იმდენად სასურველი, რომ თითქმის ვხედავ.

წარმოვიდგენ, როგორ მოდიხარ ჩემსკენ აუღელვებად, მშვიდად, ღიმილით, გაშლილი ხელებით. მელი, როდის წამოვალ მეც შენსკენ.

მინდა, რომ მოგიახლოვდე, მაგრამ ჩემი ნაბიჯები ისეთი მძიმეა, რომ თითქმის ვერ ვგრძნობ, როგორ ვიწევ შენსკენ.

მინდა მოგიახლოვდე, მაგრამ ჩემი ნაბიჯები ისეთი მსუბუქია, რომ გადაბიჯებისას სიოს უკან მივყავარ.

სიოს, რომელიც ერთადერთია, რასაც შენს გარდა შევიგრძნობ. ერთადერთია, რომელსაც ჩემამდე შენი სურნელი მოაქვს, როცა მე არ ამდის, ჩემი არ არის ეს სურნელი, როდესაც ჩემში არ ხარ.

ხანდახან, როცა მარტო ვარ და მცივა, შენს შეხებას წარმოვიდგენ ხოლმე. წარმოვიდგენ, როგორ ნაზად, ჰარმონიულად მახებ თითებს, მაყოლებ ლავიწზე, მიჰყვები ყელს, მკერდის ხაზს, ან პირიქით, სახეზე მწვდები და თითის ბალიშებით ყველა იმ წერტილს მიწვავ, რომელზეც შემეხე. ეს შეხება იმდენად შენეულია, იმდენად ჩემეული, იმდენად ჩვენეული, რომ წამით სუნთქვას მიკრავს და შენი თითებიდან გადმოღვრილი სითბოს გარდა, ვეღარაფერს ვგრძნობ. შემდეგ ნელა მიახლოვებ სახეს და შენი სუნთქვა მეფრქვევა. ხედავ, როგორ იხორკლება ჩემი კანი და ეს ჭკუიდან გშლის, კიდევ უფრო ახლოს იწევ ჩემსკენ.

იმდენად ახლოს ხარ, რომ შემიძლია თვალებში ჩაგხედო, მაგრამ ამას არასდროს ვაკეთებ.

არ ვიცი, რატომ.

ალბათ არ შემიძლია… იმდენად ახლოს ხარ, რომ მანადგურებ. შენი შეხებით დამწვარ კანს ჩემი ცრემლები ნამავს. ცრემლები, რომელიც შენ გააჩინე და რომელსაც შენვე აქრობ, კოცნით.

ვკანკალებ. არ ვიცი, რატომ – ან შენი შეხება მაგიჟებს, ან მაშინებს, ან შეხება კი არა იმაზე ფიქრი მაშინებს, რომ არ არსებობ და მე, სადღაც შორს, სიზმარში ჩაკარგული, გამოღვიძებისას ვეღარ დაგინახავ. ისევ ვეცდები ძილის შებრუნებას იმ იმედით, რომ კვლავ ჩემთან ახლოს გნახავ, იმდენად ახლოს, რომ სუნთქვა მიჭირდეს, მაგრამ ეს არ მოხდება, შენ აღარ დაბრუნდები და ვერასდროს შევძლებ, ჩაგხედო თვალებში, რომლებშიც ყველაზე მეტად, საკუთარი თავის დანახვა მინდა.



№1 სტუმარი კორლეონე

ჩანახატის სახელი, ფოტო, დასასრული და ის, რაზეც წერ.
ყველაფერი სწორად დასმული წერტილია.
და მე შენ მომწონხარ!
წერა შეგიძლია. ეს აშკარაა.

 


№2 სტუმარი Giffin

მოვიხიბლე. მესიამოვნა.
წარმატებები.

 


№3  offline წევრი იოსეული

ძაალიან მომეწონა, წარმატებები! heart_eyes

 


№4  offline წევრი Mtirala

წარმატებები ^.^ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5 სტუმარი ჟოლო

მომენტებში ცოტა მებანალურა, მაგრამ წერის სტილი საინტერესოა.
წარმატებები ^^

 


№6 სტუმარი Guest teresa

შენ გაქვს ნიჭი, წერ გრამატიკულად გამართულად, გაქვს ფანტაზია, გრძნობებს მკითხველამდე უკვალავ გზას, მაგრამ, რატომღაც, არ მომეწონა,
თუმცა მე იმდენი რამ დავასახელე ახლა,
იმდენი რამ ჩამოვთვალე,
რომ შენ უნდა წერო!
ბევრი და ბევრი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent