დაკარგული ნახევარი...
ჩვენ ვართ დაკარგული სულის ორი ნახევარი... უარაფრო... გამოფიტული... გრძნობებ ჩამკვდარი სულის ნაწილაკები... ჩვენ ცარიელები ვართ უერთმანეთოდ... შენ შენი გზით ხარ... მე ჩემით... ვეძებთ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგოა... თითქოს ლაბირინთში ვართ და ერთი და იმავე ადგილს ვტკეპნით... ვცდილობთ მივუახლოვდეთ და უფრო ვშორდებით... გგრძნობ... ვიცი გტკივა... მეც ტკივილისგან ვიკლაკნები... მინდა გიპოვო და ვერ გპოულობ... ალბათ მართალი იყავი... არ გვიწერია ჩვენ მთლიანობა... უნდა გავეხლიჩეთ რომ გვეგრძნო... უნდა დაგვეკარგა რომ მივმხდარიყავით... მე შენი თავი ისე ჩამომათალეს რომ... ალბათ რომც გიპოვო ვეღარ შეგიხორცებ... ვეღარ შეგიერთებ... სული სულის ნაწილს თითონ გარიყავს... მარადიული ერთობაო... მეცინება... ეს ხომ ჩვეული ბოდვააა... შენ შენი გზებით ივლი მუდამ... მე ჩემით... ვიცი ოდესმე შევძლებთ ცოტათი გადავიწყებას... მიყუჩებას... მაგრამ ტკივილი მომენტალურად შეგვახსენებს თავს... შენ შენი წილი გეტკინება და მე ჩემი... მაგრამ... განსხვავება მაინც იქნება ტკივილებს შორის... მე შენ წილ ტკივილსაც ვიგრძნობ... და ალაბთ ეგ უფრო მატკენს ვიდრე საკუთარი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.