შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაღალდის ნავი


3-10-2017, 23:11
ავტორი Unrecognizable
ნანახია 1 444

ქაღალდის ნავს გავატანე შენი სახელი და იმედია წაიღებს შორს თვალუწვდენელ სივრვეში... წავა, გაქრება და 20 წუთის შემდეგ ვეღარ დავინახავ ალბათ ვერასდროს ნავს, რომელზეც ჩემი ცხოვრება ავაშენე... ავაშენე შენთან ერთად. ყველაზე მტკივნეულს, მწარეს მიტოვებს სამყარო. იმას, რასაც დიდი მონდომებითაც ვერ წაიღებს ნავი და ვერ გააპობს ზღვაში ტალღებს... მოგონებებს ვერ წაიღებს! მიოცნებია ნავზე თავად დამეწერა ჩემივე სახელი და გავყოლოდი სულ ერთია სად, ალბათ შენგან ძალიან შორს. ნავზე შენი ადგილი აღარ იყო, შენივე სახელმა დაიკავა მთელი სივრცე და აქ დაგტოვა. შემოხედვაც არ მჭირდება შენი მიმიკების გამოსაცნობად, შენი ქცევების დასანახად, შენი სიცილოს აღსაქმელად, რომელსაც ყოველწამს ვხედავ და უფრო მტკივა. დავიჯერო?! იცინი, ბედნიერი ხარ და წამითაც არ გიფიქრია ჩემზე? არ გიფიქრია, რომ უმწეო გოგონას ოცნებები გაუნადგურე? დავიჯერო არ გიყვარვარ? ოდნავ მაინც არ გრძნობ არაფერს? არც სინანულს, არც ტკივილს, არც სიბრალულს. ალბათ მე ვეღარ მგრძნობ! ჩემს არსებობას ვეღარ გრძნობ... მიუხედავად იმისა, რომ მილიმეტრები გვაშორებს ერთმანეთისგან. დიდიხანია ზღვაში ნავს ვუშვებ! ნავს, რომელსაც შენი სახელი აწერია, იმ იმედით, რომ ვეღარ გაგიხსენებ... აღარ მომინდება შენი ჩახუტება და აღარ ვუყურებ ღიმილის დროს როგორ გეჩხვლიტება ლოყები. ვეღარ დავინახავ შენს კრიალა თვალებს, ნაპერწკლებს, რომ ისვრიან ყოველ შემოხედვაზე. თვალებს, რომლებიც ჩემივე თვალებში ვეღარ მიყურებენ. ნავი ადგილიდან არ იძვრის!
ნაპირს არ წყდება!
ნავს წასვლა არ უნდა, რაღაც აკავებს!
და ვერც მე ვუშვებ უკიდეგანო სივრცეში!
ვერ გავუშვებ, რადგან მასთან ერთად მომიწევს წასვლა მეც!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent