დიდი ტკივილი და ნამდვილი სიყვარული
*** -დე, რა ხდება? -სახლიდან არ გახვიდე საყვარელო. -რა მოხდა? მამიკო სად არის? -შემოვა მალე. არ გახვიდე! *** დღე, რომელიც არ დამავიწყდება! ბავშვები ეზოში ვთამაშობდით, როდესაც გვანცა, ლია დეიდამ სახლში აიყვანა. შემდეგ მარიც წაიყვანეს და მეც მათ კვალს გამაყოლეს. ჩემი ველოსიპედი ეზოშია... ჩემი ბურთი, გვანცას სათამაშო... ,,დე რა ხდება?" ,, დე გვანცასთან წავალ"... ხმას არ იღებდა დედაჩემი. უხმოდ იჯდა და მამიკოს ელოდებოდა... უცებ, საშინელი ხმა გაისმა... ,,დაიწყო", ,აქაც მოაღწიეს". იმეორებდა დედა და ფანჯარაში მალ-მალე იყურებოდა. ,,რა დაიწყო? ვინ მოვიდა?" კითხვები მიჩნდებოდა... არავინ მპასუხობდა!!! მე ვის რაში ვაინტერესბდი, მაშინ. ჩემი პაარა ჭკუით ვიფიქრე, რომ ცუდი რამ ხდებოდა... გული ცუდს მიგრძნობდა... ბავშვები ეზოში ვამაშობდით და უცებ მშობლებმა სახლში ,,შეგვათრიეს". შემდეგ საშინელი ხმა... ბომბი აფეთქდა და ასე დაიწყო ყველაფერი... ფანჯრიდან ვიყურებოდი და განათებულ ცას შევყურებდი, გაწითლებულს... როგორ დაფრინავდნენ ვერტმფრენებით და როგორ ბომბავდნენ იქაურობას.. *** მალე მამაც მოვიდა... ხმა არ ამომიღია, მინდოდა გამეგო რა ხდებოდა ამ დროს, ჩვენ გვერდით მდებარე პოლიციის შენობიდან ჯარისკაცები და პოლიციელები გაიქცნენ... მშობლებმა ფანჯარაში გაიხედეს და ერთანეთს შეხედეს... -რა ვქნათ? -დღეს ვერაფერს ვიზამთ. დილით სოფელში წავალთ. არამგონია იქ ვინმე მოვიდეს... -მამაა... საუბარში ჩავერთე და ,,დიდი ქალივით" ვიკიხე. ვინ არიან? რა უნდათ? მამა მომიახლოვდა და მხოლოდ ერთი რამ მითხრა. ,, ნუ გეშინია" რისი უნდა მეშინოდეს? ვინ არიან ? რა უნდათ? ვიმეორებდი კითხვებს სანამ არ მიპასუხებდნენ... პასუხი მივიღე... ,,ისინი ცუდები არიან. მათ ომი უნდათ. მათ აფხაზეთი უნდათ." *** იმ ღამეს დავიძინეთ... მაგრამ, ვის დაეძინა? მეშინოდა, ძალიან მეშინოდა! დედასაც ეშინოდა მაგრამ მაინც მეფერებოდა და მამშვიდებდა. ძლივს დავიძინე, მაგრამ ჩამეძინა თუ არა სახლში ვიღაც შემოვიდა. ნიღბით. ერთსა და იმავეს იმეორებდა. ,,Где вашь сын?" მამამ არუპასუხა, ამდროს ჩაარტყეს, ზურგში, ძალიან მაგრად ჩაარტყეს. დედამ ერთი შეჰკივლა და მამისკენ გაექანა მაგრამ არ მიუშვეს. ,,მე კარგად ვარ, ნინო" და ჩემკენ გამოიხედა. კარადის გვერდით, იატაკზე, ვიყავი ჩაცუცქული და მამიკოს ვუყურებდი. *** გიორგი არ დაბრუნდა. არ მოვიდა სახლში. ცოტახანში ნიღბიანებიც გავიდნენ, ერთი დატოვეს და რაღც აფხაზურად გადაუჩურჩულეს... ალბათ შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს გიო და ცოტახანში ისიც გამოჩნდა... კართან ატუზულმა აფხაზმა გიოს დანახვაზე იარაღი მოიმარჯვა და ესროლა. თვალის დაუხამხამებლად ესროლა... გიო დაჭრა, სასიკვდილოდ დაჭრა... ,,ეს იმისთვის, რომ დაგვემალე" თქვა და სახლი მანაც დატოვა. ჩემი გიო სიხლისგან იცლებოდა. დედა არ დაიბნა, ექიმია და არ დაიბნა... პირველადი დახმარება გაუწია და სხვისი მანქანით, ზუგდიდის საავადმყოფოში გააქანეს. გალიდან ზუგდიდი უფრო უსაფრთხო იყო. მე ბებოსთან დამტოვეს და თვითონ გიოს გაყვნენ. 9 აგვისტო გათენდა. მთელი ღამე არ მეძინა, სულ ბებიას ვეხუტებოდი და ვუხსნიდი როგორ მეშინოდა. თვითონაც ღელავდა მაგრამ მამშვიდებდა... -ბებო, გიო რომ არ დამალულიყო, რა მოხდებოდა? -ჯარში წაიყვანდნენ. -ჯარში? კი მაგრამ, ბე ის ხომ ჯერ 18 წლისაა. -მერე რა, ბებო გენაცვალოს. ის უკვე კაცია. -მე რომ ის მიყვარს. -დაიძინე გთხოვ. ხვალ ვისაუვროთ! *** ყველა ტელე არხი იუწყებოდა რა ხდებოდა აფხაზეთში, რა ხდებოდა საქართველოში... ჩუუუ, ტელეფონზე ზარია... -ალო, ხო შვილო... რა??? ბებიამ იმხელა გაკივლა მივხვდი რაში იყო საქმე... ჩემი გიო, ჩემი გიო აღარ იყო... იმ წუთიდან დაიწყო დიდი ტკივილი, რომელიც დღემდე მოგვყვება ოჯახს... იმ წუთიდან დაიწყო ცხოვრება გიოს გარეშე... ვის ანარღლებდა ბომბები და ომი. გიო ჩამოასვენეს სოფელში... აფხაზმა ჯარისკაცებმა უფლება მოგვცეს, ის ჩვეულებრივი წესით დაგვეტირა და მიწას მიგვეარებინა... არასდროს დამავიწყდება, დედის ცრემლიანი თვალები, მამის ენით აღუწერელი ტკივილი, ცრემლებს რომ ვერ იკავებდა და ჩუმად ტიროდა... მე??? მე გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი როგორ მიაბარეს ჩემი ძმა მიწას... ცრემლი არ შემშრობია... ახლაც როცა ა ამას ვწერ(შეიძლება მხატვრულად არ გამომივიდეს,მაგრამ მე მოკლედ მოყევი სათქმელი)ცრემლად ვიღვრები... *** შემდეგ წამოვიზარდე, აქამდე თუ გალში ვცხოვრობდით, ახლა გალის რაიონში ვცხოვრობთ, საზღვრის პირა სოფელში. ჩემი სახლიდან სულ რაღაც 80 მეტრში მდინარე ენგურია... სახლიდან 20 მეტრში კი ,,მესაზღვრე რუსები" დგანან. ყოველ მათ დანახვაზე, სიბრალულით ვივსები. არ მეზიზღებიან, მეცოდებიან. მათთვის ყოველთვის გამაქვს ,,რამე", ხილი იქნება ეს თუ, ცომეული. მათაც უხარიათ, ჩემი ყურადღება უხარიათ... მათ რა დააშავეს? მე აფხაზებმა მომიკლეს ძმა, ჩემი ძმა თავისმა ძმაკაცმა მოკლა!!! იმის შემდეგ შურისძიებაზე ვფიქრობდი... *** 2014 წელს, იმ საშინელი დღიდან მეექვსე წელს, მე აფხაზი გავიცანი. ბიჭი დეზერტირი იყო, გვარად კვეკვესკირი... ცოტა მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი ძმის მკვლელი დათო კვეკვესკირი იყო... ღმერთს ვფიცავარ, სპეციალურად გავაბი რომანი ამ ბიჭთან. ონლაინიდან გავიცანი თავიდან. გაუთავებლად მწერდა... მთხოვდა შევხვედროდი, მეც უარს არ ვეუბნებოდი, მარამ მორალურად ვემზადებოდი. დედამ იცოდა ბიჭის შესახვედრად გალში რომ მივდიოდი, არ დაუშლია, ალბათ იმიტომ რომ არ იცოდა ვის ვხვდებოდი... ***(შეხვედრას, ვთარგმნი. მან რუსული და აფხაზური იცის.) -პრივეტ. -პრივეტ, დიმა. -როგორ ხარ? -კარგად შენ? -არამიშავს. იცი, შენ... კარგად გამოიყურები... -მადლობა. -მითხარი რამე შენზე. -შეიძლება რაღაც გკითხო? დათო სად არის? -ვინ დათო? -შენი ძმა! -მას შენ საიდან იცნობ? -იცი? მე მან ძმა მომიკლა. ახლა კი მე შენ გხვდები, ჩემი ძმის მკვლელის ძმას! ბიჭს რომელსაც ვერ ვიტან, ახლა ჩემს გვერდით ზის და თვალებში მიყურებს. სულ არ აქვს სირცხვილის გრძნობა. -კი მაგრამ, მე რა დავაშავე? -კიდევ აქეთ მეკითხები? შენებმა, მე ძმა მომიკლეს... -გაჩერდი, გთხოვ. გაჩერდი! დათო აღარ არის! -მოკლეს? მოკლეს ხომ? ასეც მოუხდება!!! -არა თავი მოიკლა... გაჩერდი და მომისმინე... არ შემაწყვეტინო. მე მაშნ ბავშვი ვიყავი, დათო სახლშ რომ შემოვარდა და ყველაფერი ყვირილით დალეწა. ღრიალებდა როგორ მოაკვლევინეს ძმა, რომელიც ძალიან უყვარდა. -მასში ამას ვერ ვხედავდი,მეც ბავშვი ვიყავი, რომელსაც ძმა თვალწინ მოუკლეს!!! -გაჩერდი და მომისმინე... -ყველაფრის და მიუხედავად ის მშვიდი იყო და ნელა, აუჩქარებლად ყვებოდა რა გდახდა თავს დათოს. -ნანობდა, ყველაფერს ნანობდა, რაც მან ჩაიდინა უპატიებელია.ის ომში წავიდა, გადარჩენილი ქართველები გამოჰყავდა სოხუმიდან... როცა ერთ ოჯახს ეხმარებოდა მას ესროლეს, დაჭრეს... ისევ აფხაზებმა, იცი მან თავი აიფექა!!! ვიცოდი ვინ იყავი, სიმართლე გიხრა მინდოდა ეს პირადად მომეყოლა და მაგიტომ გთხოვდი შეხვედრას.. გავიფიქრე, ამის დედაც, მინდოდა მისთვის ჭკუა მესწავლებინა, თვითონ კი რას აკეთებს? რას მიყვება? -აწი შენი საქმისა შენ იცი... -მე.. მე... მაპატიე... -არაუშავს, ვიცი რას გრძნობ, ზიზღს ჩემ მიმართაც... მე მაპატიე ჩემი ძმის საქციელი ძალიან გთხოვ. ალბათ, ახლაც იქ არიან ერთად... იცი მე რავისწავლე? შენთვის რა ვისწავლე? -გისმენ. -შემიყავრდი. ქართულად მეუბნება და თვალებში შემომცინის, ბედნიერია ახლა. მეც შემიყვარდა!!! მოკლედ, რაც მე აქ მოვყევი, ღმერთს ვფიცავარ, სინამდვილეა. ჩემი დიდი ტკივილი, ჩემი აფხაზეთი და ჩემი დიდი სიყვარული, აფხაზი ,,დამნაშავე"... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.