კაცია-ადამიანი?!
"მგლებს სიცოცხლე უყვართ, იმიტომ ეწაფებიან სისხლს, რომ სიცოცხლე სისხლშია, ამიტომ მოწყურებულები სვამენ სიცოცხლეს." _ე დავით ძაღლიც კი სჯობს ხანდახან ადამიანს განა არა? ტალახიანი შარვლიდან სიგარეტი ამოაძვრინა ჭაღარა მამაკაცმა და სველი ასანთით ძლივს გაუკიდა. _ძაღლი გერმან ძია თუ ძაღლი, რომელი ჰა? უღრან ტყეში გადახარხარების ხმა გაისმა და წამსვე დაცაცხანებაც მოჰყვა. _ნუ ცუღლუტობ გეგეშიძე. მოჩვენებითი სიბრაზით გაუწყრა 60 წლამდე კაცი ახალგაზრდა მამაკაცს და თავში წამოარტყა. _შენ რას იტყვი მეგობარო? მეორე ბიჭს რომელიც ტალახში იჯდა კი გვერდით მიუცუცქდა და გამომცდელად შეაცქერდა თვალებში. მამაკაცი დუმდა. 25 წლისა თუ იქნებოდა, გადაპარსულ თავზე უამრავი ნაიარევი და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ნაცრისფერ თვალებში სევდა ჩასდგომოდა და უკუნეთ სიბნელეში, შემოპარულ სინათლეს მონდომებით გასცქეროდა. ღამის წყვდიადში ჩაფლული კომის უღრანი ტყე, ჯოჯოხეთს მოგაგონებდათ. დაუსრულებელი და ბნელი. ის კი ისეთი მონდომებით აკვირდებოდა სადღაც-რაღაცას, რომ იფიქრებდით ჯოჯოხეთში პატარა ნათება აღმოაჩინა და მას მიშტერებიაო. _რა გითხრა ძია კაცო დინჯად დაიწყო სიტყვების შერჩევა. _ ადამიანი ღმერთის მიერ შექმნილი ყველაზე გონიერი და საყვარელი ქმნილება კი ვართ, მაგრამ ხანდახან ძაღლიც გვიჯობს ამ ჩვენს ადამიანურ გუნებასა და რაობას, მაშ! _რათა ვითომ დათა, რათა. მოხუცი კიდევ უფრო ახლოს მიიწია ბიჭისკენ და ჭინკებ ათამაშებულმა დაკვირვება განაგრძო. _ადამიანი მოღალატეა ძია კაცო, მოღალატე. თვალები ზიზღით აევსო და გერმანს წამით მოეჩვენა, რომ ბიჭს გადაფურთხება მოუნდა. ძალიან მოუნდა. _არა ვართ ჩვენ პატიების ღირსი ძიავ, არა! მგელი რომ მგელია. აი ის მგელი ყველას, რომ ძალიან გვეშინია და დაუნდობელი ბუნებით და ცხოველური სიავით, რომ გამოირჩევა განა არა გვჯობს? _მგელი დათავ? მორიდებით ჩაეძია გეგეშიძე მამაკაცს და მანაც დასტურად თავი შეუმჩნევლად დაუკრა. _მაშ, რომ გვჯობს. ხმა გაებზარა მამაკაცს და შემოპარულ სინათლეს კიდევ ერთხელ გახედა. _რათა მგელი ბავშვო? წარბები შეჰყარა მოხუცმა. _რათა?ერთგულება იციან ძიავ, ერთგულება. ოჯახი იციან რა არის და მორალიც კი გააჩნიათ. მათი ნადირობაც კი ერთგულებასა და ნდობაზეა დაფუძნებული, ის მაინც თუ იცით, რომ წყვილიდან სანამ ერთ-ერთი მგელი არ მოკვდება, მეორე მას არ ღალატობს. მოდი და არ გინდოდეს იყო ეს დაუნდობელი არსება. ადამიანი კი რას სჩადის? განა შეუძლია ბოლომდე ერთგული დარჩეს? ადამიანი პეპელას არ უნდა გავდეს. ხან ერთ ყვავილთან, რომ მიფარფატდება და ხან მეორესთან. ხან ერთის გემო, რომ მოსწონს და ხან მეორეს სურნელი. დღეები სწრაფად გადის "გასინჯვაში" და უცბად აღმოაჩენ, რომ შენც პეპელასავით 3 დღეში მოკვდები. ასეა, ასე. ადამიანი პეპელას არ უნდა გავდე, არა! _ვიღაცამ ძალიან გაწყენინა არა დათავ, შვილო. ბიჭს კითხვაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა გერმანმა შენიშნა, როგორ გადაღლაპა ცრემლები და სახეზე ისევ ზიზღი გამოესახა. _ადამიანის ბუნებაა ასე მოწყობილი ბავშვნო. იმათ შეგვიძლია ვეუხეშოთ ვინც გვაღმერთებს. ხოლო მათ, ვისაც ჩვენი თავი ფეხებზე ჰკი.დიათ შეგვიძლია მთელი ცხოვრება მივუძღვნათ. გერმანმა სახე დამანჭა და ყური რაღაცას საგულდაგულოდ დაუგდო. _შვილებო ამაღამ იწვიმებს და ჩვენ წვიმაში დავიხოცებით. გილოცავთ. მოჩვენებითი სიხარულით ასწია მოხუცმა Jameson-ის ირლანდიული ვისკი და მოიყუდა, შემდეგ გეგეშიძეს მიაწოდა და უბრძანა. _დალიე შვილო! წამით კვლავ სიჩუმე ჩამოწვა, თუმცა მოხუცმა ისევ დაუკითხავად განაგრძო საუბარი. _ იცით რატომ მიყვარს შვილნო წვიმა?საოცრებაა, როდესაც მიწის სუნი ფოთლების სუნს ერევა. ერთიშეხედვით ცივი, მაგრამ თითქოს რბილი წვეთები გეხება, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა ჩვენთან სანუგეშოდ და მეც თითქოს უფალს ვეხები მათი შეხებისას. შემდეგ წვეთები ქრება, ხოლო უფალი ჩემში რჩება. წვიმა ყველა ტკივილს ჩამორეცხს ხოლმე, როგორც მესაფლავე ასამარებს სამუდამოდ მკვდარს, ისე ფარავს წვიმაც ტკივილს და მეც როცა ახალი იარები მიჩნდება, ველოდები... მოხუცმა ხელები გაშალა და თვალები დახუჭა... ორიოდე წუთში კი ჩურჩულით განაგრძო. _ველოდები როდის გამომიგზავნის უფალი წვიმას, რომ შევეხო უფალს წვეთების საშუალებით ანუ შუამდგომლობით და მოვუყვე მათ რა მტკივა. საბოლოოდ ისე გამოდის, თითქოს ღმერთი მათ არ ენდობა შვილებო რომ ჩვენი საიდუმლო არ გასცენ და სამუდამოდ ტოვებს დედამიწაზე წყლის სახით, მათ მაგივრად კი ახლებს ამზადებს, სანამ იარები კვლავ გაგვეხსნება, ისინი მზად არიან! ვისკი კვლავ მოსვა და წვიმას სახე შეუშვირა. _უცნაური კაცი ხარ ძია გერმან გეგეშიძეს გაეცინა _რაღა წვიმა, როცა ზაფხული ასეთი მწველი და ცხელია. ბებერ ძვლებს გაათბობ კაცი და „თვალებიდან გამოიხედავ“. თქვენთვის წვიმას თუ უფალი გზავნის, აი ჩემთვის მზეა თავად უფალი. რომელიც რწმენას და იმედს გვისახავს გავუძლოთ მომავალ ზამთარს. ამ დროს ხო ცა და დედამიწა ერთმანეთს ერწყმის, ყვავილების და მიწის სუნი თავბრუს გვახვევს, მხოლოდ ადამიანი კი არა ყველაფერი იღვიძებს გერმანე ძია. _რა გულუპყვილო ხარ შვილო. სინანულით ჩაილაპარაკა კაცმა და თავი გააქნია. იარაღისკენ ხელი წაიღო და ოდნავ წამოიწია. _დათავ ცეცხლი დაანთე, გეგეშიძე ეს გამომართვი. საკმაოდ მოზრდილი დანა გადაუგდო ბიჭს და ტერიტორიის დაზვერვა დაიწყო. _რა ჯანდაბა ხდება? ხმა აუკანკალდა გეგეშიძეს და იქვე მიგდებულ, მსხვის ჯოხს დაეყრდნო ასადგომად. _ჩუუ... მოხუცმა დაუცაცხანა. _ადგიოლზე დარჩით. დათამ სველი ტოტები ერთმანეთზე სწრაფად მიაწყო და უშედეგოდ ცდილობდა მათ ანთებას. _რა ხდება გამაგებინეთ?!ასე, ხომ დაგვინახავენ. აღელვებული გეგეშიძე ხან გერმანს უყურებდა, ხან დათას. _მგლები შვილო, მგლები. _ჯანდაბა... _ 6 ან 8 თუ ი ქნებიან სულ, მთავარია ცეცხლი ავანთოთ დათა გესმის? სწრაფად მოირბინა მოხუცმა და ბიჭი შეაჯანჯღარა. _ 6 ან 8 ძია გერმან? 6 ან 8 ? ყვირილზე გადავიდა განერვიულებული გეგეშიძე და სველი ასანთი მიწაზე დააგდო. _ხროვა 20 მგლისგან მაინც შედგება, ეს იცით ? _შვილო ახლა აფექტში ხარ უბრალოდ. 20 მგლისგან იშვიათად შედგებიან, რაღა ახლა იქნებიან ეგ დედამო*ნულები ოცნი. ხროვას სათავეში უდგას წყვილი - ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, მთავარია ერთი მათგანი მაინც მოვკლათ, რომ დანარჩენები დაშინდნენ. ასე, რომ დაანთე ეგ ჯანდაბა კოცონი დათა. ტალახიან წვიმაში, როგორც იქნა წვრილ ტოტებს ცეცხლი აეკიდა და ალი მოედო ფიჩხებს. კმაყოფილი გერმანი იარაღით წინ მიტრიალდა და დაზვერვა დაიწყო. _შენი დედაააც ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა კაცს ღრიალი შემოესმა, რომელსაც ორი გასროლა მოჰყვა და სასწრაფოდ ხმისკენ გავარდა. წინ მდგარ დათას პირისპირ მოზრდილი მგელი იდგა და კბილებდაღრეჭილი უღრენდა. _დათა ფრთხილად გადადგა გერმანმა რამდენიმე ნაბიჯი და იარაღი გადატენა. _არ ისროლო ამოიხავლა დათამ და მგლის დაკვირვება განაგრძო. გეგეშიძე დანა მოღერებული, ადგილზე გახევებული იდგა და ხან გერმანს, ხან კი ბიჭს გახევებული უყურებდა. _რას აკეთებ დათავ? ძლივს ამოილუღლუღა გეგეშიძემ და წამით მოეჩვენა მხეცში მამაკაცი საკუთარი თავის ამოცნობას ცდილობდა. უნდოდა გაერკვია ჯერ კიდევ იყო თუ არა დარჩენილი მასში, ადამიანური ნაწილი. თუმცა მხეცი ამას ნამდვილად ვერ ხვდებოდა და შეჭამდა კიდევაც, რომ არა გეგეშიძე. ძირს დავარდნილ ბიჭს სახიდან სისხლი სდიოდა და უზარმაზარი მგელი ზევიდან ეგდო. _შენი დედა მოვტ*ან რუსებს გამოვექეცით, რუსეეებს შენ უნდა მოგვკლა?შეენ? დანას გამეტებით ურტყავდა აწ მოკლულ მგელს და ბოლო ხმაზე ღრიალებდა. _შვილო?შვილოოო მორჩა გესმის? ფრთხილად მიუახლოვდა გერმანი და ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა. _მორჩა. მგლის სხეული მოაშორა ბიჭს და იქვე აკანკალებულ, დათაზე გაეცინა. _დათა შეგიძლია შენახო იარაღი. მკვდარია მგელი. ხო გითხარით ადგილზე დარჩენილიყავით? თავი მკაცრად გააქნია და დაამატა. _კოცონი არ ჩააქროთ, იმედია შემწვარი მგელი გიყვართ. _ვინ გელოდება საქართველოში გიორგი? თავი არ აუწევია ისე ჰკითხა გეგეშიძეს დათამ, ნაიარევ თავზე ხელი გადაისვა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ცალი სველი სიგარა ამოაძვრინა. _საქართველოში? მგლის ხორცისგან დანაყრებულ ბიჭს თვალები აუციმციმდა. დაკბენილ მკლავზე ხელი ძლიერად მიიჭირა და ყველაფრის მიუხედავად ბედნიერმა განაგრძო. _მშობლები მელოდება დავით მშობლები, ცოლი მელოდება ჩემი სოფიო და ორი წლის ბალღი. აი შეხედე, შეხედე. გულის ჯიბიდან ჭუჭყიანი, სისხლიანი ხელებით დაკუჭული ფოტო ამოაძვრინა და ფარანი დაანათა ზედ. _ეს არის ჩემი ცოლ-შვილი. _გაიხარეთ გიორგი, გაიხარეთ. _აი თქვენც ნახეთ გერმანე ძია მერე მოხუცსაც ანახა გახარებულმა და ისევ გულის ჯიბეში ჩაიკუჭა. ძლივს წამოიწია, იქვე მიგდებულ ჯოხს დაეყრდნო და ბუჩქებისკენ აიღო კოჭლობით გეზი. _ფრთხილად იყავი ხროვა აქვე ტრიალებს შვილო. ირონიით, თუმცა მამისებური დარიგებით გაისტუმრა ბიჭი მოსაფსმელად და იმ წამსვე დავითს მიუჯდა გვერდით. _ფსს...ჰეი ჩურჩულით დაუძახა გერმანმა დავითს და გადაულაპარაკა. _გზად შეგვაფერხებს. _რას ამბობ ძიავ? _ვერ ჩავახწევთ დათა შვილო, დაჭრილია. თან მგელმაც დაკბინა, 99% ცოფი აქვს უკვე ბიჭს შვილო. ამასთანავე სიცივით თუ არა შიმშილით მაინც დავიღუპებით გესმის? _არა...არა. რას ამბობთ? წარბები შეკრა მამაკაცმა _უნდა დავტოვოთ შვილო,სიცოცხლე ხომ გინდა?რისთვის გამოვიქეცით?2 წელია რუსების ტყვეობაში ვიმყოფებით, წამებაში გავლიეთ ამდენი დღე. უკვე მიხვდებოდნენ, რომ გამოვიპარეთ, ნახევარი რუსეთი ჩვენ გვეძებს შვილო, გაიგე ნახევარ დილამდე საზღვარს თუ არ გადავკვეთ ჩვენი სუნიც აღარ იარსებებს. _მას ოჯახი ჰყავს გესმის?შვილი ჰყავს? _შენ მართლა გგონია, რომ 2 წლის წინ გაუჩინარებულ კაცს სახლში ვინმე ელოდება?გგონია მისი ცოლი ისევ სახლში ზის და გიორგი გეგეშიძეს ელის? დაგავიწყდა, რომ ადამიანი პეპელას ჰგავს დავით? სასაცილოა... თვითონ აღნიშნე, რომ ადამიანი მოღალატეა. _გინდა, რომ აქ დავტოვოთ?ან უარესი მოვკლათ და ვჭამოთ? წამით თვითონაც დაფიქრდა გემრიელ ხორცზე და თავი სასწრაფოდ გააქნია. _რას მეუბნებიო ძია კაცო სულ გადარეულხარ. შვილიშვილის ტოლ ბიჭს აქ მატოვებინებ?რიღასთვის ვიწვალეთ, რომ იმ ხალხს გავქცეოდით ვინც სული გაგვიმწარა და ჩვენ რით განვსხვავდებით ახლა რუსებისგან, რით? ყვირილში გადაუვიდა მამაკაცს. _შენც იცი მართალს ვამბობ, ფეხზე განგრენა აქვს დაწყებული დათო შვილო, დამიჯერე ვერ გაძლებს, რომც წავიყვანოთ ვერ გაძლებს. თოვას იწყებს, გგონია გაუძლებს? ეს რუსეთია შვილო, რუსეთი. იცი მაინც რამდენ გრადუსში ვიმყოფებით? ან იქნებ მადლიერევბის გრძნობის გამო აკეთებ ამას, სინდისი გაწუხებს სეა არა? მან ხომ გადაგარჩინა. _აქ არ დავტოვებთ.კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და დაბრუნებულ ახალგაზრდას ფეხზე დააკვირდა. _ძალიან გტკივა? _მაშ. ხმა აღარავის ამოუღია. ცოტაოდენი დასვენების შემდეგ ნაიარევი მამაკაცი ფეხზე წამოდგა, იქვე მდგარ ბუჩქს მიაფსა და სისხლიანი ხელები წვიმას შეუშვირა, გადაიბანა... მკლავიდან ჭრილობას ჩირქი მოსცხებოდა და საგრძნობლად გასიებულიყო. თითები ოდნავ მიიდო და იგრძნო, როგორ ეტკინა. შარვლის ტოტი გადახია და მკლავზე ძლიერად გადაიჭირა. დაბრუნდებოდა სამშობლოში და მერე? დახვდებოდა კი ნინი ისევ თავისუფალი ქალი, შეძლებდა კი მოეყვანა ცოლად და იგივე დათა დარჩენილიყო ვინც აქამდე იყო? განაგრძობდა ცხოვრებას უწინდებურად და იგრძნოდა საბოლოოდ თავისუფლებას? იქნებ ვეღარასდროს განთავისუფლებულიყო და სამუდამოდ იმ მხეცად დარჩენილიყო საკუთარ თავში, რომ ეძებდა. სწრაფად გამოფხიზლდა _ძიავ? ჯერ გერმანს მიჰკრა ფეხი, შემდეგ გეგეშიძეს. სიჩუმეზე ორივეს კიდევ ერთხელ გაიმეორა მოქმედება, რის შემდეგაც მოხუცი ფეხზე წამოდგა, ხოლო გეგეშიძე არ. _გიორგი ადექი, გავდივართ. ხმამაღლა დაუძახა ბიჭს და მის თავთან ჩაიმუხლა. _და...დავ...ით მ..ე _რა?რა ხდება? _ვე...რ ვდ...გებ...ი ვ..ით...შები _არა, არა გიორგი მეგობარო, ადექი მიდი მოინდომე. გიორგი ?გესმის?ადექი მეთქი, რომ გეუბნები, მიდი მხარზე დამეყრდენი. დამეხმარეთ. გერმანეს უბრძანა და ორივემ მოახერხა ბიჭის წამოყენება. _აი ასე, კარგი ბიჭი ხარ მეგობარო. მგლის ბეწვი მამაკაცს მოაფარა და იძულებით გადაადგმევინა ნაბიჯები. _დავით აზრი არ აქვს. _გაჩუმდი ბერიკაცო. მართალი იყო გერმანი, თოვა დაიწყო და წვიმა ფანტელებმა ჩაანაცვლა. შუაგულ ტყეში მგლების ხროვასთან ერთად სამ მამაკაცს დალანდავდით. სხვადასხვა ფიქრებით და ოცნებებით მიიწევდნენ წინ და ერთადერთი რაც აერთიანებდათ სიცოცხლისთვის დაუოკეელი სწრაფვა იყო. რამდენიმე კილომეტრი შეუჩერებლივ გაიარეს, თუმცა გეგეშიძეს ამოხრიალებამ ორივე გააჩერა. ძირს მოწყვეტით დაეცა ბიჭი და სისხლი ამოაფურთხა. _წა..დით _აქ არ დაგტოვებ გესმის?გიორგი ძმაო მისმინე აქ არ დაგტოვებ, სანამ დილით საზღვარზე შაშვების ხმას არ მოვისმენთ, იქამდე შენ არ მოკვდები ხო გესმის ? ბიჭმა პასუხის მაგივრად, ხველა დაიწყო და ამჯერად მეტი სისხლი ამოაყოლა ნახველს. ჯიბიდან ფოტო ამოაძვრინა და დათას გაუწოდა. _გოგ...იბერი...ძის ქ. 3. სოფ...იოს უთხარი ის მე..მე სროლის ხმამ გააბრუა ტყე და დააფრთხო ცხოველები. ახლად დადებული თოვლი, უამრავმა სისხლმა შეღება. ახალგაზრდა მამაკაცი იქვე ჩაიკეცა და გვამზე დაემხო. _რა...რა გააკეთე? ძლივს ამოილუღლუღა და ბიჭს გადაეფარა. _არაფერი შვილო, უბრალოდ შაშვის ხმა გავიგონე. ნიშნის მოგებით უპასუხა, იარაღი შარვალში ჩაიტენა და დათას ქეჩოში სწვდა. ჯერ გვერდით გაათრია, შემდეგ კი უზარმაზარი დანით მოკლულის გაშიშვლება დაიწყო. _ცეცხლი დაანთე. უბრძანა ბიჭს და დამპალი ფეხი სწრაფად გადახერხა. _დათა მეთქი? მკაცრად დაუყვირა მამაკაცს და მანაც ტექნიკური მოძრაობით მიაკვლია ფიჩხებს და ძლივს აანთო პატარა კოცონი. სულ რაღაც 1 საათში შემწვარ ხორცს გემრიელად მიირთმევდა ჭაღარა მამაკაცი. _თუ არ შეჭამ მოკვდები დათა. გულის რევამდე მისულმა ბიჭმა, თვალი სწრაფად მოაშორა მოხუცს და თვალები დახუჭა. საკუტარ თავზე ერეოდა გული, საკუთარ თავზე. _ამას არ გავაკეთებ, ამას არ ვიზავ. ჩურჩულებდა თვალებდახუჭული. კიდევ რამდენიმე ხანს გაძლო, შემდეგ კი ხორცის ჭამა მანაც დაიწყო. კმაყოფილ გერმანს ჩაეცინა და ბიჭს სასმელი გაუწოდა. _მიაყოლე. მაინც რა არის ადამიანი არა? ცხოველი... ნამდვილი ცხოველი. _პირუტყვისგან რით განვსხვავდებით ძიავ? უკვე დანაყრებულმა,ს ევდამორეულმა ბიჭმა იკითხა და გულისრევის შესაჩერებლად ვისკი ყელის აწვამდე გადაჰკრა. _მხოლოდ იმით, რომ ხორცს ვწვათ ისინი უმად მიირთმევენ. სერიოზულად უპასუხმა მოხუცმა და ლუკმა გადაყლაპა. _ადექი, წავედით. გათიშული ბიჭი ძლივს წამოაყენა და თავად გზა განაგრძო. განადგურებულმა დათამ გეგეშიძეს ქურთუკიდან ფოტო ამოაძვრინა და არეული ნაბიჯებით დაეწია გერმანს, 4 საათი დაუღალავად იარეს, ცაში ვერტალიოტებიც შენიშნეს და უფრო ღრმად შევიდნენ ტყეში. ამხნის განმავლობაში ორივე დუმდა და ჯიუტად იკვლევდა გზას თოვლში, რომელიც მუხლამდე სწვდებოდათ. _ვინ გელოდება დათა სახლში? _დედა. _დედა, დედა ერთადერთი ნათელი წერტილია ადამიანის. მე თუ მკითხავ ყოველივე ჩვენგანს, მხოლოდ დედა დაგველოდება, მეტი არავინ არსად. _ადამიანი მოღალატეა ძიავ, მოღალატე. ზიზღით წარმოთქვა ნაიარევ თავიანმა და ბოროტი თვალებით მიაშტერდა მოხუცს. _კარგი რა დავით შვილო, ის ხომ შენც შეჭამე... აი ეს დალიე მიდი. გულის ჯიბიდან არაყი ამოაძვრინა და გაუწოდა და ის ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა, ხაფანგში ფეხი მოჰყვა და შუაზე გადაუტყდა გერმანს. საშინელ ხმაზე მორთო ღრიალი და გინება ერთად. _ჯანდაბაააა მტკივაა _ეხლავე, ეხლავე ბლიად ხაფანგის გახსნა სცადა, თუმცა სწრაფად გადაიფიქრა. _რა ჯანდაბას აკეთებ ამდენ ხანს? განწირული ყვიროდა ბერიკაცი.ბიჭმა იარაღი სწრაფად ამოუღო შარვლიდან, მხოლოდ ერთი ტყვია დაუტოვა, დანარჩენი ჯიბეში ჩაიყარა და სახეზე მიუგდო. _დაჭრილი ხარ, გზად დამაყოვნებ. სწრაფად ვერ ივლი ამასთანავე შაშვის ხმა გავიგე ძია გერმან. თვალი ჩაუკრა და უემოციოდ განაგრძო გზა. ისე, რომ კაცის ღრიალისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მეორედ გააბრუა ტყვიის ხმამ ტყე და მეორედ ჩაიკეცა ახალგაზრდა მამაკაცი. წამით დამნაშავედაც იგრძნო თავი, მაგრამ გეგეშიძეს გახსენებისას მიხვდა, რომ სწორედ მოიქცა. _ჯანდაბააააა ღმერთო, ჯანდაბაა ტირილი სიცილში გადაუვიდა და კიდევ დიდხანს იჯდებოდა ასე, რომ არა თვითფრინავების გამაყრუებელი ხმა. სასწრაფოდ წამოდგა და გზა სირბილით განაგრძო. ჭრილობიდან სუნმა შეაწუხა და მიხვდა, რომ მარჯვენა ხელი დაკარგული ჰქონდა, თუმცა ამას არ შეუჩერებია. გაყინულმა ძლივს მიახწია ბალთას სოფლამდე. წაქცევამდე მისულმა თავი ძლივს შეიკავა და დაცვის პოლიციას რუსულად მიესალმა. _შეგიძლიათ საზღვრამდე მიმიყვანოთ? მიმართა მათ ენაზე და დაეჭვებულებს ყალბი საბუთები გაუწოდა. უსიტყვოდ ჩასვეს მანქანაში „გენერალი ბეზრუკოვი“ და საზღვრამდე პატივით მიაცილეს. გულში მადლობას უხდიდა ქართველ ჩინოვნიკს, რომელიც ბიწებს გაქცევასა და ყალბი საბუთების გაკეთებაში დაეხმარა. საბუთების ნახვის შემდეგ საზღვარზეც დიდი პატივით შეხვდნენ. _დაჭრილი რატომ ხართ? _ქართველი მძევლები გაგვექცა, საზღვარზეც მაგიტომ გადავდივარ ახლა ახნის დრო არ არის ვიღაც ეხმარებოდათ. ჩვენმა ბიჭებმა გამომგზავნეს აქვე პატარა სოფლები უნდა დავათვალიერო, დანარჩენებიც გადმომყვებიან წუთი წუთზე. მეტი დამაჯერებლობისთვის მაჯაზე დაიხედა, სადაც საათი არ ეკეთა და აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას შეეცადა. _გადაუშვით. ეხოსავით გაისმა ბოხი ხმა და დათას მოეჩვენა ასე ძლიერ ცხოვრებაში არაფერს შეურხევია მისი გული. ერთდროულად შიში და ბედნიერება იგრძნო და კინაღამ გონება იქვე დაკარგა. საზღვარს გადასცდა თუ არა ფეხები აუკანკალდა და ცოტა დააკლდა მონატრებულ მიწას ბაგეებით არ შეხებოდა. ქართველი ჯარისკაცების მკაცრ მზერას მოჰკრა თვალი, როგორი ზიზღით უმზერდნენ „რუს გენერალს“ და ძალაუნებურად გაეღიმა. სიგიჟემდე მოუნდა მივარდნილიყო და ბოლო ხმაზე ეყვირა. ქართველი ვარ გესმით?ქართველიო. მაგრამ თავის შეკავება მოახერხა. მანაც მოჩვენებითი ამრეზით მოათვალიერა ქართველი მესაზღვრეები, რომელთაც იმის უფლებაც არ ქონდათ ეკითხათ რას აკეთებდა რუსი მათ მიწაზე. სასწრაფოდ გამოხსნა ნივის კარი და მანქანა აკანკალებული ხელებით დაძრა. დარიალის ხეობას გამოსცდა თუ არა სისხლი საოცრად აუდუღდა და სიგარეტის კოლოფს დასწვდა, ხელიდან სისხლი მოსდიოდა. ჭრილობა უყარდა, არ აინტერესებდა. ის სახლში იყო... მშობლიურ სახლში, ყაზბეგის უზარმაზარ მთებს თვალს არ აშორებდა, ადგილს საიდანაც 2 წლის წინ დავით არაბული გაიტაცეს ზედმიწევნით სწავლობდა და აკვირდებოდა ისე თითქოს პირველად ხედავსო. გული საოცარ ბიძგებს აძლევდა და ეგონა აი ახლა თუ არა ახლა აუცილებლად გასკდებაო. თან სახლში ეჩქარებოდა, თან სწრაფად სიარულიც არ სურდა. უნდოდა დეტალურად აღედგინა მშობლიური მხარის საოცარი გარემო. მაინც რა არის ადამიანი ა? იქმებ ცხოველი. წამით მოძმეები გაახსენდა და გულის რევა დაეწყო. მანქანა შუა გზაზე გააჩერა, კარი გააღო თუ არა ზედ ასფალტზე არწყია. გერგეტის სამებას დარცხვენილმა ახედა და პირჯვარი უჩუმრად გადაისახა და თვალები დახუჭა, თავს აიძულა თბილისამდე არაფერზე ეფიქრა. გზა სწრაფად განვლო, მართლაც მოახერხა რომ გონებიდან ყველაფერი ამოეშალა და უბრალოდ ემგზავრა. პირველი რაც თავში მოუვიდა გოგიბერიძის ქუჩა გახლდათ. თბილისში შესვლისას გული ხელმეორედ აუფანცქალდა. ეს ზუსტად ისეთი შეგრძნებაა, როცა საკუთარ მშობელს წლობით ვერ ნახულობ და უცბათ თავზე დაგადგება. სიურპრიზს მოგიწყობს და გულში დიდი ხნის უნახავს ჩაგიკრავს. თავი ხელში აიყვანა და გოგიბერიძის ქუჩაზე გადაუხვია. დაგლეჯილი, ნაწამები, ნაიარევი, ტალახიანი, განგრენა დაწყებული ხელით ძლივს გადმოფოფხდა მანქანიდან და თვალებდახუჭულმა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. 10 წუთი ასე იდგა, შემდეგ მხარზე ხელის შეხება იგრძნო და გამოფხიზლდა. _ძმაო გიჭირს რამე? ორი 20 წლამდე ბიჭი შეშინებული ათვალიერებდა. გაეღიმა... ეგოისტურად გაეღიმა, რომ ისინი მასზე ღელავდნენ. ისინი მისი ქართველი ბიჭები იყვნენ. ესიამოვნა და სიხარულისგან გაიბერა. _გეგეშიძე ბიჭებო, გეგეშიძე სად ცხოვრობს ხომ არ იცით აქ? _არა ძმაო ჩვენ აზე არ ვართ, აგერ მაღაზიაში შედი ოლღა ბებოს ეცოდინება აქ მუშაობს 40 წელია. დათამ პასუხის გაცემა ვერ მოახერხა მხოლოდ გურწფელი ღიმილით დაასაჩუქრა და მისწავლილ მაღაზიაში შეიჭრა. _გამარჯობა _გამარჯობა შვილო _გეგეშიძის ოჯახი სად ცხოვრობს? _ეეჰ სადღაა შვილო ოჯახი. ჯერ იყო და მაგათი ბიჭი უკვალოდ გაქრა დაიცა რათ მეკითხები? მოხუცმა ქალმა წარბები შეკრა და უნდობლად აათვალიერა დაჭრილი, ჭუჭყიანი მამაკაცი. _მეგობარი ვარ მე გიორგისი ბებო. რუსეთიდან მოვდივარ დიდი გზა განვლე. თითქოს დაუჯერაო მეტი აღარც არაფერი უკითხავს ქალს. _გიორგი გაქრა, ცოლი კიდევ 2 თვეში სხვას გაჰყვა და ბავშვი მიატოვა, დედამისი გადაყვა და 1 წელში დაიღუპა. ახლა გიორგის მამა ზრდის პატარა თემოს შვილო აგერ ამ კორპუსში ცხოვრობენ. ცრემლი მოიწმინდა ქალმა და გაფითრებულ ბიჭს წყალიამიწოდა. _ცუდათ ხარ შვილო? არაფერი უთქვამს დათას, უთქმელას გამოვიდა მაღაზიიდან. უთქმელად ჩაჯდა მანქანაში და ტირილი აუტყდა. _მოღალატეა ადამიანი, მოღალატე ძია გერმან ხო გითხარით, რომ მოღალატეა. ბოლო ხმაზე ღრიალებდა და თავისთვის საუბარს განაგრძობდა. ფოტოს სადაც ქერა ქალი, ბავშვი და გეგეშიძე იყვნენ ზიზღით დასცქეროდა. თითოეულ ადამიანში ცხოვრობს მხეცი. თუ მის მართვას ისწავლი, მშვიდად იცხოვრობ. თუ ბოლომდე მიუშვებ - დაიღუპები. შუალედი ამ შემთხვევაში გამოსავალია. ხანდახან მხეციც უნდა იყო, მაგრამ არ უნდა დაივიწყო, რომ ხარ ადამიანი! არ უნდა დაივიწყო. თავადაც არ იცოდა შეძლებდა კი ადამიანურად ცხოვრებას ოდესმე? შეძლებდა თავი დაეხწია რუსებისთვის? ნუთუ სამუდამოდ პირუტყვი დარჩებოდა, რომელმაც სულიერად ვერ გამოახწია იმ კატორღიდან, სადაც ყოველ დღე სცემდნენ და სტეხდნენ. შეძლებდა კი? არ ახსოვს რამდენ ხანს იყო ასე. რამდენ ხანს ფიქრობდა, როცა გონს მოვიდა, ყავისფერი ხის კართან დასჯილი ბავშვივით იდგა და ფიქრობდა. საბოლოოდ უკან გამობრუნდა და საჭესთან დაჯდა. ის იყო მანქანის დაქოქვას პირებდა თეთრთმიანი, წელში მოხრილი, ცისფერთვალება ქალი კარიდან გამოვიდა და ბიჭი აათვალ-ჩაათვალიერა. 5 წამიანი დაკვირვების შემდეგ იკივლა. _ დათოოო ...................... _დედა! გაწვიმდა... მართალი იყო ძია გერმანი, მართალი. ადამიანს?ადამიანს ძაღლიც კი სჯობს. სულ მხოლოდ დედა დაგელოდება... და როგორც მესაფლავე ასამარებს სამუდამოდ მკვდარს, წვიმაც ისე მარხავს ჩვენს დარდს. და მაინც მგელი, რომ მგელია ჩვენზე პრინციპული და ერთგულია. ამბობენ ხოლმე მხეცის მოკვლა ცოდვა არ არის, ცოდვა მხოლოდ ადამინის მოკვლააო. მაგრამ სად იწყება ერთი ან მთავრდება მეორე?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.