ჭაღარა მეგობრები
ჩემზე არასდროს წერენ,ისევე როგორც შენზე,არადა მგონია რომ მე თქვენზე ბევრად უკეთესი ვარ. ადამიანები სასტიკები და დაუნდობლები არიან,ვერ ვიტან მათ. ჩემი პატრონის გარდა ვერავის ვიტან. ის მოხუცი,გაჭაღარავებული,მარტოსული კაცია.ჩვენი ერთად ტყეში ვცხოვრობთ.დღე და ღამე ერთად ვართ.მას ჩემთვის გული არ არასდროს უტკენია,პირიქით სულ მეფერება,მეთამაშება,მბანს. ხანდახან ამის გამო ნამუსი მაწუხებს ხოლმე,როგორ ვბედავ და ჩემს მოხუც მეგობარს ამას როგორ ვკადრებ-მეთქი! მაგრამ ჯერ ხელები არ მაქვს. მე და მოხუცს ერთნაირი თმები გვაქვს,ორივეს თეთრი ბალანი გვამშვენებს. იცით?!ჩემს მოხუცს ერთხელ შეუყვარდა,ადრე მითხრა. ის ქალბატონი მეც მყავდა ნანახი,თავის ძაღლთან ერთად. მე ის ძაღლი შემიყვარდა. თითქმის ერთი წელი ყოველდღე დავდიოდით მე და ჩემი მოხუცი მათ შესახვედრად. მერე ქალბატონი გათხოვდა. ძაღლი კი მისმა ბატონმა გარეთ გააგდო. ძაღლი მოკვდა. ამ ამბავის შემდეგ თითქოს ჩემს ბატონთანაც გავუცხოვდი,აღარ ვენდობოდი.მეუბნებოდა,ხოლმე რა დაგიშავე ასე რატომ მექცევიო? მხოლოდ შენ მყავხარ და ზურგს ნუ მაქცევო… ვხედავდი თუ როგორ იჯდა და ტიროდა.ამის გამო ნამუსი დღემდე მაწუხებს. ჩემს მოხუცს არასდროს მივატოვებ! ჩემს ჭაღარა მეგობარს სულ დავიცავ! უკვე ერთი წელია მის საფლავთან ვარ,ოციოდე წუთით თუ გავალ სასეირნოდ… მე და მოხუცს ერთნაირი ფერი გვაქვს,ორივე მიწისფერი ვართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.