შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაქანი!


11-10-2017, 01:32
ავტორი Daniela
ნანახია 1 573

მატარებლის სადგურზე 17-18 წლის ბიჭი მოუსვენრად დადიოდა...ალბათ ვინმეს ელოდებოდა...უცბად გაჩერდა ხალხისგან მოშორებით კუთხეში დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო...მასთან ახლოს გრძელ საღებავგადაცლილ სკამზე მოხუცი ცოლ-ქმარი იჯდა კაცი ქალს რაღაცას ეჩურჩულებოდა თან ზურგზე ნელა უსვამდა ხელს,ქალი აწყლიანებული თვალებით უმზერდა მზრუნველ მეუღლეს და სევდიანად იღიმოდა...მათთან ახლოს შუახნის ქალი პატარა ბავშვის ტიტინს უსმენდა და იღიმოდა...მატარებელი ჩამოდგა ბაქანზე ხალხი ერთმანეთში ირეოდა...ზოგი ადიოდა,ზოგი ჩადიოდა...ვერავინ ამჩნევდა თვალცრემლიან ქალს...ვერავინ ამჩნევდა მოხუც კაცს მონატრებულ შვილიშვილს რომ ეხვეოდა...ყველა სადღაც მიიჩქაროდა...უცნაური იყო მაგრამ არავინ ფიქრობდა...არავინ გარდა პატარა გოგონასი რომელსაც უკვირდა ამდენი ცივი,გაყინული სახის დანახვა,რომლებიც ბავშვის დანახვაზე უფრო იყინებოდნენ...ფიქრობდა და გუნებაში იფიცებოდა რომ ასეთი არასდროს გახდებოდა...იფიცებოდა,მაგრამ ის არ იცოდა რომ ყველა იყო ოდესღაც მის ასაკში...ყველა ფიქრობდა...ოცნებობდა და მომავლის გეგმებს აწყობდა...აწყობდა მაგრამ ის არ იცოდა რომ ცხოვრება სასტიკია...ეს მატარებლის ერთი სადგურია...ერთი სადგური ასობით ადამიანით...ასობით ისტორიით და ერთი ბიჭით რომელიც მოუსვენრად დადის აქეთ-იქით...და ალბათ ვინმეს ელოდება...



პ.ს. ჩანახატი ეკუთვნის ჩემს ახლო მეგობარს, რომელმაც სამწუხაროდ არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა ):




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent