შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფასი შეთანხმებით


11-10-2017, 02:45
ავტორი Yvavi.
ნანახია 2 638

ყოველთვის გჯეროდა რომ ხალხი ისეთს მიგიღებდა, როგორიც იყავი. ცოტა უცნაურს, ცოტა საყვარელს და ცოტა მორცხვს. თუმცა შეცდი. საკუთარ თავს კარგი პიარი ვერ გაუწიე, "არასაკმარისად კარგის" იარლიყი მოგაკრეს და გაიძულეს ისე გაგეხურა კარი, რომ შენი იქ ყოფნის კვალიც კი არ დარჩენილიყო.
ვიტრინაზე შემოწყობილ გოგონებს იარლიყები მაჯაზე ჰკიდიათ, ისე რომ ყველამ დაინახოს, ყველამ შეძლოს წაკითხვა.
"სრულწლოვანი, უყვარს ბიოლოგია, განსაკუთრებით სასქესო ორგანოების ანატომია. შეუძლია საჭმელებს კეთება და გიჟდება დალაგებაზე.
ფასი შეთანხმებით"
შენ კი მხრებამდე ძლივს მიღწეულ ფერად თმას ყურს უკან იწევ, რომელსაც სუნამოს სუნში არეული სიგარეტის სურნელი აქვს. ოდნავ ფართე მაისურს ისწორებ და პატარა ზურგჩანთას ორივე მხარზე იკიდებ.
მინის კარს აღელვებული აღებ.
-ჰომ გითხარი რომ სავიტრინე გოგო არ ხარ, რატომ დაბრუნდი? - ეგრევე გეგებება შენობის მფლობელი.
თავს მორცხვად ხრი, ხმადაბლა, დიდი გულისტკივილით ამბობ:
-"არასაკმარისად კარგი გოგოების" სამუშაო მჭირდება. - ამის მოსმენაზე კმაყოფილი გიღიმის და შვილით გხვევს ხელს. საბუთებზე ხელს გაწერინებს და გიხსნის წესებს.
ახლა უკვე შენ ხარ შემფასებელი. ისეთი უნდა აარჩიო რომ მაღაზიას კარგი შემოსავალი მოუტანოს, თორემ სამსახურის დატოვება მოგიწევს.
შენობაში რამდენიმე გოგონა შემოდის, მათ დანახვაზე უკვე ზუსტად იცი ვინ უნდა გაუშვა ან დატოვო. სპეციალურ ოთახში შეგყავს და გულმოდგინედ ათვალიერებ.
-ჰობი? - ეკითხები სამივეს, რომლებიც იბნევიან, ცდილობენ სწორი პასუხი გაგცენ. ამიტომ ერთდროულად ამბობენ.
-საუბარი პატიოსნებაზე. - შენ ხმადაბლა გეცინება, თუმცა სწორ პასუხად უთვლი.
-საყვარელი ადგილი?
-სამზარეულო. - ისევ სწორ პასუხს იღებ. ცოტა უკმაყოფილო ხარ, სამიდან ორი უნდა დატოვო. წესი წესია.
-საყვარელი საგანი? - ზუსტად იცი რომ ვერ გიპასუხებენ სწორად. ამიტომ იმედიანად გადაიდე ფეხი ფეხზე და კალამი ააწკაპუნე.
პასუხად მათემატიკას, სპორტს და უცხო ენას იღებ.
ესეც ასე. მათემატის მოყვარულს "გამოუსადეგარის" იარლიყს შენი ხელით აწებებ და დაცვას მისი შენობიდან გაყვანას სთხოვ.
არჩეულები ბედნიერი ღიმილით შიშვლდებიან და საკუთარი იარლიყით ვიტრინაში დგებიან.
დაცვა გატყობინებს რომ კლიენტები მოვიდნენ.
-გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ახალგაზრდა ბიჭის წინ მომღიმარი დგები და ელოდები როდის გაგცემს პასუხს.
-გამოცდილი, ემოციური და მშრომელი ქალი მჭირდება. - სწრაფად გეუბნება და ჩამწკრივებულ გოგონებს მშრალად ათვალიერებს.
-მარჯვნიდან მესამე ზუსტად სათქვენოა. - პასუხობ და საყვარელი, შავთმიანი გოგოსკენ უთითებ.
-ქერა მინდა, ამის თმა მეტისმეტად შავია. - გაღიზიანებული გპასუხობს და დამცინავად გათვალიერებს. მაშინ კი მარჯვნიდან მეათეზე უთითებ. ბიჭი კმაყოფილი იმზირება და ყოველგვარი კამათის გარეშე მითითებულ ფასს იხდის.
-წაიყვანთ თუ? - მორიდებულად ეკითხები.
-არა, გამომიგზავნეთ. - ისევ მშრალად გიგდებს პასუხს და მაღაზიას უკანმოუხედავად ტოვებს.
ქერა კი ბედნიერად იღიმის, თითქოს ეს ესაა დედოფლობა შესთავაზესო.
საღამოს მაღაზიას კეტავ და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით მიდიხარ.
-უკაცრავად, საფულე დაგივარდათ. - მწვანე, ბრწყინავი თვალებით მომზირალი ბიჭსკენ იხედები, რომელსაც შენი ალუბლისფერი საფულე უჭირავს და გაწვდის.
-მადლობა. - ართმევ და საპასუხოდ უღიმი.
მაშინ კი ხვდები "არასაკმარისად კარგი" სულაც არაა საბოლოო დიაგნოზი და მდინარის საპირისპირო მიმართულებით ცურვას იწყებ.
ცურვას საკუთარი თავისკენ.



№1  offline წევრი Kalina

რა კარგია:)
უმაგრესი.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline მოდერი Yvavi.

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3
მაბედნიერებთ <3

 


№3 სტუმარი კორლეონე

ძალიან საინტერესო იყო.
კითხვისგან სიამოვნება მივიღე და მეორედაც მომინდა გადაკითხვა.
მომწონს ^_^

 


№4  offline წევრი Mtirala

ეეე რა კარგი იყო ❤
დროის უქონლობას რა ვუთხარი თორემ სულ წავიკითხავდი, ბევრჯერ ❤❤
იმსახურებ მეორე ტურში გადასვლას ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline მოდერი Yvavi.

კორლეონე
ძალიან საინტერესო იყო.
კითხვისგან სიამოვნება მივიღე და მეორედაც მომინდა გადაკითხვა.
მომწონს ^_^

უჰ ^^ მადლობა <3

Mtirala
ეეე რა კარგი იყო ❤
დროის უქონლობას რა ვუთხარი თორემ სულ წავიკითხავდი, ბევრჯერ ❤❤
იმსახურებ მეორე ტურში გადასვლას ❤

ჰიჰ ^^ მადლობა ❤️❤️❤️

 


№6  offline წევრი Frigga

მაგარი ჩანახატი იყო, ნამდვილად ღირს მისი რამოდენიმეჯერ წაკითხვა, ძალიან მომეწონა, ვიტრინისათვის განკუთნილი გოგონები საკმარისად არიან რეალურ ცხოვრებაშიც ასე რომ შეგიძლია რაგამოსადეგარი იყო და საკუთარი თავი თავად იპოვნო, იარლიყის გარეშე... <3

რო რამე კაცსს ვერ მომყიდი 1,2ლარში? :)) მეც ხო უნდა დამრჩეს რამე :დდდდდდ <3

 


№7  offline მოდერი Eleniko13

ძალიან კარგად ქენი ის,
რაც უნდა გექნა და
ჩემამდე ზუსტად ისე მოვიდა, როგორც
გათვლილი იყო.
ან შეიძლება ამას მე შევხედე
ზედმეტად
სხვანაირად, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში, ამ ჩანახატში
დღევანდელი
ყოველდგიური რეალური
მდგომარეობა იკითხება და ძალიან,
ძალიან შელამაზებულად,
მაგრამ მაინცაა მკაფიოდ
გამოკვეთილი.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№8 სტუმარი სტუმარი teresa

ჰოო, ცუდი არ ყოფილა.
მგონი მომეწონა.
მივხვდი, რისი თქმაც გინდოდა, რასაც ხატავდი ესოდენ კომიკურად, ესოდენ სასაცილოდ, სიმწრით რომ გაგეცინება ისე და მერე ტირილში რომ გადაგივა.
წარმატებები!

 


№9  offline წევრი Ignifex

ძალიან,ძალიან მომეწონა აზრიან-წერისმანერიანა :DDD
არა,სერიოზულად,ძალიან კარგი და საინტერესო იყო! წარმატებებს გისურვებ ♥♥♥

 


№10  offline მოდერი Yvavi.

Eleniko13
ძალიან კარგად ქენი ის,
რაც უნდა გექნა და
ჩემამდე ზუსტად ისე მოვიდა, როგორც
გათვლილი იყო.
ან შეიძლება ამას მე შევხედე
ზედმეტად
სხვანაირად, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში, ამ ჩანახატში
დღევანდელი
ყოველდგიური რეალური
მდგომარეობა იკითხება და ძალიან,
ძალიან შელამაზებულად,
მაგრამ მაინცაა მკაფიოდ
გამოკვეთილი.

ვბედნიერდები როცა ზუსტად ხვდები ხოლმე რას ვგულისხმობდი <3
მადლობა ^^

სტუმარი teresa
ჰოო, ცუდი არ ყოფილა.
მგონი მომეწონა.
მივხვდი, რისი თქმაც გინდოდა, რასაც ხატავდი ესოდენ კომიკურად, ესოდენ სასაცილოდ, სიმწრით რომ გაგეცინება ისე და მერე ტირილში რომ გადაგივა.
წარმატებები!

მგონი მადლობა :დ <3
Ignifex
ძალიან,ძალიან მომეწონა აზრიან-წერისმანერიანა :DDD
არა,სერიოზულად,ძალიან კარგი და საინტერესო იყო! წარმატებებს გისურვებ ♥♥♥

მადლობა, შენც <3

 


№11 სტუმარი ჟოლო

ძალიან ძალიან კარგი ხარ!

ეს ესაა არა, ეს-ესაა.

 


№12  offline მოდერი Yvavi.

ჟოლო
ძალიან ძალიან კარგი ხარ!

ეს ესაა არა, ეს-ესაა.

ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3
(ჰო ეგ წვრილმანები სულ მეშლება ხოლმე, ბოდიში :/ )

 


№13 სტუმარი დამწვარი ვისი

ყველასგან გამორჩეული თემა, საინტერესო... მომეწონა, სათქმელი შესანიშნავად მოიტანე

 


№14  offline მოდერი Yvavi.

დამწვარი ვისი
ყველასგან გამორჩეული თემა, საინტერესო... მომეწონა, სათქმელი შესანიშნავად მოიტანე

მადლობა რომ წაიკითხე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent