შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სურვილების რეგისტრატურა


12-10-2017, 09:08
ავტორი HeeChul-ah
ნანახია 2 509

-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, შენი დახმარება გვჭირდება. აბონენტი ნომერი #178393Hd865, მდედრი, 32 წლის, ითხოვს მამაკაცს, რომელიც მუდამ მასთან იქნება და არასოდეს მოშორდება.
-მეტი?
-მეტი არაფერი.
-ფუი, არ აქვთ არანაირი ფანტაზიის უნარი. შემდეგ ცხოვრებაში ჩაწერე სიამის ტყუპად.
-მადლობა.
-ნახვამდის.
...
-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, დახმარება გვჭირდება. აბონენტი ნომერი #920281693To868, მამრი, 24 წლის, ითხოვს ფულს.
-რამდენს?
-არ აკონკრეტებს.
-იპოვოს 50 თეთრი... არა, სჯობს 2 ლარი, იქნებ აქ მაინც არ დაგვბრალდეს ჩვენ, რომ სურვილები არ უსრულდებათ.
-მადლობა.
-ნახვამდის.
...
-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, ერთი შეკითხვა. აბონენტი ნომერი #53891593Ym5654, მდედრი, 43 წლის, უნდა რომ სამსახურში მისი წვალება დასრულდეს.
-რა სახით სურს დასრულება?
-არ აკონკრეტებს.
-ავარია.
-მადლობა.
-ნახვამდის.

-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, გთხოვ, დაგვეხმარე... აბონენტი ნომერი #62800743Gno0886, მამრი, 19 წლის, ითხოვს უნივერსიტეტში ჩაბარებას.
-აკონკრეტებს?
-არა.
-ჩააბარებინე პედაგოგიურში დამწყები კლასების განხრით. ისწავლის ჭკუას და ჩამოაყალიბებს რა უნდა.
-მადლობა.
-ნახვამდის.

-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, გვიშველე. აბონენტი ნომერი #457042hl0853, მდედრი, 28 წლის, ითხოვს „მაგარ“ მანქანას.
-რა მოდელი? გამოშვების წელი? ძრავი?
-მნიშვნელობა არ აქვს.
-მიეცით ხორცსაკეპი მანქანა. მაგარია, სულ თავი გაიჩეჩვქვოს თუ უნდა.
-მადლობა.
-ნახვამდის.

-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, იმედია ბოლო ზარია შენთან.
-მეც იმედი მაქვს. რამ შეგაწუხათ?
-აბონენტი ნომერი #742190Bk9642, მამრი, 36 წლის, გვთხოვს ვაპოვნინოთ ოქრო.
-რამდენი და სად?
-სულერთია.
-რა პროფესიისაა?
-პილოტი.
-წაიყვანოს ვინმე მილიონერი თავისი ვერტმფრენით, რომელიც შუა უდაბნოში ჩამოვარდება. მისი მგზავრი დაიღუპოს, მთელი ოქრო კი თქვენს მამრს დარჩება.
-მადლობა.
-ნახვამდის.

-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, ამჯერად მართლა ბოლო ზარია. აბონენტი ნომერი #158074vk0863, მდედრი, 5 წლის, გვთხოვს ძაღლის ლეკვს, შავი ყურებით და თავად თოვლივით თეთრს, ნაზი ბეწვით და რბილი თათის გულებით. ისეთს, რომელთან ერთადაც დაიძინებს.
-ბავშვებმა მაინც იციან სურვილის ჩამოყალიბება იმ სულელების სამყაროში. მიეცით რაც უნდა.
-მადლობა.
-ნახვამდის.

-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, რა კარგია გვიანობამდე მუშაობა რომ გიყვარს. აბონენტი ნომერი #835464bsl86287, მამრი, 14 წლის, ითხოვს რომ იყოს ადამიანი ობობასავით.
-კერძოდ რა უნდა რომ ჰქონდეს ადამიანი ობობასავით?
-არ მოუთხოვია.
-მოუკალით ბაბუა თვალწინ.
-როგორი ბოროტი ხარ, მიქელე.
-იმათ სურვილების ჩამოყალიბება არ იციან და კიდევ მე ვარ ბოროტი?
-უკაცრავად.
-ნახვამდის.

-სურვილების რეგისტრატურა გისმენთ.
-მიქელე, ჯერ არ წასულხარ?
-არა.
-გთხოვ დამეხმარე. აბონენტი ნომერი #378964bii864200, მდედრი, 32 წლის, გვთხოვს კარგ ცხოვრებას.
-"კარგ ცხოვრებას "რას ეძახის?
-რაღაც დიდი, ნათელი, დასამახსოვრებელი...
-თავში აზრად მხოლოდ ატომური აფეთქება მომდის.
-გენიოსი ხარ. მადლობა.
-ნახვამდის.
...
და ასე, დღიდან დღემდე მიწევს „შევუსრულო“ სურვილები მოკვდავთ. რატომ არ უფიქრდებიან რას ნატრულობენ? განა სატანამ სპეციალურად არ გაუშვა თავისი ხელქვეითი, რათა დაეწერა დიადი წიგნი და ყველასთვის ეცნობებინა, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ სურვილებთან, რადგან ისინი შეიძლება ახდნენ? განა ვერ ხვდებიან, რომ სწორედ მათივე სურვილებია ყველა მათი ტაჯვის მიზეზი?
ნეტავ როგორ უნდა მივახვედრო სულელი მოკვდავნი, რომ სურვილი უნდა ჩაიფიქრონ დეტალურად, წარმოიდგინონ ის, რაც უნდათ და დააკონკრეტონ ყველაფერი?
ეჰჰ, მიქელე, ძლივს სამსახურიდან გამოხვედი და კიდევ ამაზე ფიქრობ? დაგღუპავს შენ ეს სამსახური. სჯობს რაიმე უფრო საინტერესოზე იფიქრო. მაგალითად იმაზე, რომ მალე შვებულების დროა და დედამიწაზე გაგიშვებენ დასასვენებლად. იქნებ იქ ვინმეს ვასწავლო კიდეც როგორ უნდა ჩაიფიქროს სწორად სურვილი... ჯანდაბა, როგორც არ უნდა ვეცადო, ფიქრი კვლავ სამსახურისკენ გარბის.

სურვილები... სურვილები... სურვილები...
ყოველთვის ფრთხილად იყავით სანამ სურვილს ჩაიფიქრებთ, შეიძლება ის მართლა აგიხდეთ და ეს გახდეს თქვენი ყველაზე დიდი სასჯელი.



№1  offline წევრი Ignifex

აუ,მომეწონა რაღაცნაირად! კარგი იყო,საინტერესო.
წარმატებებს გისურვებ ♥

 


№2  offline წევრი TeddyBear

ვაუ, მართლა დიდი აზრი დევს და ძალიან, ძალიან მომეწონა ❤
და ჰო იქამდე სანამ სურვილს ჩავიფიქრებ კარგად დავუკვირდები ის რაღაც მართლა მსურს თუ არა ^^ ❤

 


№3 სტუმარი Monnonours

"რაღაცნაირად" მომეწონაო, დაგიწერეს უკვე და მეც მართლა "რაღაცნაირად" მომეწონა.
აზრი იდო; გადმოცემული იყო მშვენივრად, გაუმართავობაც არ მომხვედრია უხეშად თვალში.
ერთადერთი, ბოლო ნაწილი არ მომეწონა ცოტა. სადაც "ახსენი" შენი სათქმელი,ასე ვთქვათ. ცოტა გააბანალურა თუ გააუბრალოვა.
მაგრამ მთლიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული ხარ.
წარმატებები^^

 


№4 სტუმარი J-HoPe

ვგიჟდები ამ ჩანახატზე ^^ <3

 


№5  offline წევრი HeeChul-ah

Ignifex
აუ,მომეწონა რაღაცნაირად! კარგი იყო,საინტერესო.
წარმატებებს გისურვებ ♥


დიდი მადლობა ♥

TeddyBear
ვაუ, მართლა დიდი აზრი დევს და ძალიან, ძალიან მომეწონა ❤
და ჰო იქამდე სანამ სურვილს ჩავიფიქრებ კარგად დავუკვირდები ის რაღაც მართლა მსურს თუ არა ^^ ❤


ეს იყო ჩემი მიზანიც, მიხარია რომ მოგეწონათ ♥

Monnonours
"რაღაცნაირად" მომეწონაო, დაგიწერეს უკვე და მეც მართლა "რაღაცნაირად" მომეწონა.
აზრი იდო; გადმოცემული იყო მშვენივრად, გაუმართავობაც არ მომხვედრია უხეშად თვალში.
ერთადერთი, ბოლო ნაწილი არ მომეწონა ცოტა. სადაც "ახსენი" შენი სათქმელი,ასე ვთქვათ. ცოტა გააბანალურა თუ გააუბრალოვა.
მაგრამ მთლიანობაში ერთ-ერთი გამორჩეული ხარ.
წარმატებები^^


მადლობა დადებითი შეფასებისთვის ^^

J-HoPe
ვგიჟდები ამ ჩანახატზე ^^ <3


მადლობააა

მე კიდევ შენს ნიკზე თუ იმ ადამიანის საპატივცემულოდ გაქვს, ვინც მე ასე ძალიან მიყვარს ♥
--------------------
Nico nico nii

 


№6 სტუმარი სტუმარი teresa

აუ, სულ, უფრო სწორად დიდი ხანია ძალიან ვფრთხილობ სურვილების ჩაფიქრებისას ;დდ
საბედნიეროდ, ვიღაც მიქელეს კი არა, სურვილების ასრულებას ღმერთს ვთხოვ ხოლმე, მაგრამ სიმართლე ვთქვა, ინტერესით და ხალისით წავიკითხე ;დდ
ყველას არ შეუძლია, რომ მისი ჩანახატი ასეთი იყოს.
წარმატებები!
პ.ს. კრეატიულობას შეგიქებ, ჰო.

 


№7 სტუმარი კორლეონე

კრეატიული ხარ, ძალიან.
სახალისო იყო, საინტერესო და აზრიანი.
მომეწონა.

 


№8  offline წევრი Mtirala

შენ ხარ გენაცავალე იდეალური ❤
კრეატიული
და ყველაფერი კარგი ❤
ბოროტი მთავარი გმირი გყავს :დდ მაგრამ საყვარელი ❤❤
იმსახურებ გამარჯვებას ❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9  offline მოდერი წითური გოგონა

აუ,
ძალიან
ძალიან
ფანტანსტიური იყო.
ბევრჯერ რომ უნდა გადაიკითხო, ისეთიც ))
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№10 სტუმარი ჟოლო

გელოდი...
როგორც ყოველთვის იდეუს ორიგინალურობით გამოირჩევი.
სუმართლე რომ გითხრა, ბოლო ნაწილის გარეშეც ყველაფერი გასაგები იყო, თუმცა, მაუნც კმაყოფილი ვარ...
წარმატებები კონკურსში ^^

 


№11 სტუმარი დამწვარი ვისი

საინტერესო სტილი გაქვს, ჩანაფიქრსაც მოგიწონებ, დამაფიქრებელიც იყო, თუმცა ბოლოს დასკვნის სახით არ უნდა დაგეწერა მთავარი სათქმელი (ის ხომ მკითხველმა თავისიც უნდა იპოვოს). გაითვალისწინე შემდეგში.
წარმატებას გისურვებ !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent